Meloholica's Page

I Am What I Am

ბარსელონა – მიყვარს, მიყვარს, მიყვარს…

 

  

უკანასკნელი ფოთოლი

The last leat – O. Henry 

ნიუ-ორკში, დიდი სახლის ერთ პატარა ოთახში ორი მხატვარი მეგობარი ცხოვრობდა. ერთ სიუ ერქვა, მეორეს – ჯონსი. დებივით ერთად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. შეკვეთებს იშვიათად იღებდნენ და ამიტომ ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდათ. ცხოვრება მაინც უყვარდათ, უხაროდათ როცა მათი ნახატები ადამიანებს მოსწონდათ და თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობდნენ.

ნოემბერი დადგა. გარეთ ძალიან აცივდა და ყოველდღე წვიმდა.

ერთ დღეს ჯონსი ავად გახდა. თავს ძლიერ ცუდად გრძნობდა. დიდი სიცხე ჰქონდა, მაგრამ მაინც სციოდა. პირი უშრებოდა და თავი ძალიან სტკიოდა.

იგი მთელი კვირა ავადმყოფობდა.

ერთ დღეს ექიმმა თქვა: „სიუ მინდა რაღაც გითხრა, მოდი დერეფანში გავიდეთ.“

„სიუ შენი მეგობარი მძიმედაა ავად. წამლები ვერაფრით შველიან, რადგან სიცოცხლე აღარ უნდა. მითხრა, რომ ურჩევნია მოკვდეს. სიცოცხლე მობეზრებული ადამიანებისთვის კი წამლები უსარგბლოა.

სიუს ექიმი არ გაუცილებია. დერეფანში დარჩა და მწარედ ატირდა.

- სიუ, მოდი აქ“ – დაუძახა ჯონსმა.

- ახლავე ჯონსი, უკვე მოვდივარ – უპასუხა სიუმ.

 ოთახში შესული სიუ აღარ ტიროდა, იგი მღეროდა.

- ექიმმა, რა გითხრა, სიუ?“ – ჰკითხა ჯონსმა.\

- მითხრა, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი გაივლის.

- არა, რამდენიმე დღეში მოვკვდები.

- ამაზე ნუღარ იფიქრებ და კარგად გახდები. ახლა კი ცოტა უნდა შეჭამო. გემრიელ წვნიანს მოგიმზადებ.

სიუმ წვნიანის მომზადება დაიწყო თუ არა, გაიგონა, ომ ჯონსი რაღაცას ითვლიდა.

საწოლთან მისულმა სიუმ დაინახა, ჯონსი ფანჯარას გაჰყურებდა და თვლას განაგრძნობდა.

„თორმეტი, თერთმეტი,,, ათი, ცხრა… რვა და შვიდი“.

სიუმ ფანჯარაში გაიხედა. უნდოდა გაეგო თუ რას ითვლიდა ჯონსი. გარეთ მხოლოდ ეზო და ქვის კედელი ჩანდა, რომელსაც ბებერი სურო სანახევროდ მოდებოდა. ხეს სულ რამდენიმე გაყვითებული ფოთოლი შერჩენოდა.

- ჯონს, რას ითვლი?

- ფოთლებს ვთვლი. გუშინ 19 ფოთოლი ება, დღეს შვიდიღა შერჩენია. ეჰ! კიდევ ერთი მოწყდა. ექვსი დარჩა!

- კი მაგრამ, რატომ ითვლი?

- იმიტომ ვთვლი, რომ როგორც კი უკანასკნელი ფოთოლი მიწაზე დაეცემა, მე მოვკვდები.

- ჯონსი, ძვირფასო, ნუ ლაპარაკობ ასე.

- ასეა, სიუ, ვიცი, როგორც კი უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდება, მე მოვკვდები.

სიუს არაფერი უპასუხია. იგი ტიროდა,

დერეფანში გავიდა, იგი ჯერ კიდვ ტიროდა როცა მოხუცი ბერმანი დაინახა.

ბერმანიც მხატვარი იყო. ისიც იმავე სახლში ცხოვრობდა. სამოსც მიეღწია. არ ისე კარგი მხატვარი გახლდათ, თუმცა ყოველთვის ამბობდა, ”ბერმანს ყველანი დასცინიან, მაგრამ ბერმანი მაინც დიდი მხატვარია, ერთი დღესაც იქნება და უმშვენიერეს ნახატს დახატავს – მსოფლიოში საუკეთესოს.”

ბერმანი ხალხს არ უყვარდა, რადგან არც ბერმანს მოსდიოდა ისინი თვალში. ზრდილობითაც არ გამოირჩეოდა და ყველას დასცინოდა. ადამინები მასზე ფიქრობდნენ, რომ იგი ეგოისტია.

– რა გატირებს, გოგონი – დანახვისთანავე შეეკითხა სიუს.

– ეჰ, ჯონსი მძიმედაა ავად, ექიმმა სთქვა, რომ წამლები ვერაფერს უშველის, რადგან სიცოცხელე აღარ უნდა და ბებერი სუროს ფოთლებს ითვლის.

– რატომ აღარ უნდა სიცოცხლე და ფოთლებს რატომ ითვლის?

– ჯონსი ფიქრობს, რომ როგორც კი ხეს უკანასკნელი ფოთოლი მოსწყდება, მაშინვე მოკვდება.

– და რამდენი ფოთოლი შერჩა ხეს, ახლა?

– მხოლოდ ერთი. და ვფიქრობ, ისიც ამაღამ მოწყდება.

– რა სულელია სენი ჯონსი – თქვა ბერმანმა და წავიდა.

გათენდა. ჯონსმა ფანჯარაში გაიხედა, სუროს უკანასკნელი ფოთოლი ჯერ კიდევ შერჩენოდა.

 დაღამდა. სუროზე უკანასკნელი ფოთოლი ისევ ეკიდა.

– ო, სიუ, უკანასკნელი ფოთოლი ისევ ჰკიდია, რა სულელი ვიყავი, მთელი დღე ძლიერი ქარი ჰქროდა და საშინლად წვიმდა, ის კი ისევ ცოცხლობს, . აღარ მოვკვდები და ვიცოცხლებ!”

რამდენიმე დღის შემდეგ ჯონსი ექიმმა მოინახულო. მოუსმინა და უთხრა: ”ჩემო მეგობარო, უკვე კარგად ხართ და უფრო ბედნიერი –ვიდრე ბერმანი”.

– ბერმანი? რა დაემართა? – ერთდროულად იკითხეს გოგოებმა.

– არ იცით? ბერმანი გუშინ ღამით გარდაიცვალა.

– ბერმანი გარდაიცვალა?! კი მაგრამ რატომ?

– რამდენიმე დღის წინათ დილით, მეზობლებმა ეზოში იპოვეს. სულ მთლად სველი იყო და გაყინული. გვერდით კიბე ეგდო, იქვე – ყავისფერი და ყვითელი საღებავი. არავინ იცის რას აკეთებდა იგი ღამით. არავის უკითხავს. ხალხს არ უყვარდა იგი. ბებერი ბერმანი ეგოისტი იყო.

– სიუ სწრაფად წამოხტა და ფანჯარაში გაიხედა. ქვის კედელს დაბერებული სურო ეხვია, რომელსც ერთადერთი ყვითელი ფოთოლი შერჩენოდა. – უკანასკნელი ფოთოლი. სიუმ ფოთოლს დააკვირდა, მაგრამ რაც დაინახა ფოთოლი არ იყო. ნახატი გახლდათ, უმშვენიერესი ნახატი. მსოფლიოში საუკეთეს ნახატი, რომელის დახატვასაც მოხუცი ბერმანი ვერც კი წარმოიდგენდა.

წყარო 

უიღბლოს ფსიქოლოგია

ფაქტია –  თუ იღბლიანობა ხშირად წარმოადგენს კვლევისა და განხილვის საგანს (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ  როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და,  როგორც წესი, ბრალდება გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები.

ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, “looser“–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე ( როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს).

1) წარუმატებელი ადამიანების  პირველი, ყველაზე საინტერესო და „შხამიანი“ სახეობა  –  ეს არის ადამიანი, რომლის ინტელექტიც (ასევე, გაგებისა და ანალიზის უნარი) უფრო მაღალია, ვიდრე მისი რეალურად გამოყენების შესაძლებლობა, ბევრად მაღალი, ვიდრე ამავე ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები.
როგორც ერთი ოდესღაც არც თუ ისე ცუდი პოეტი, დღეს კი არყისა და ბილიარდის მოყვარული, იტყოდა: „მას ისე არ გამოსდის, როგორც უნდა და ისე არ უნდა, როგორც გამოსდის“.

ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში ხდება კრიტიკული და შურიანი. ის ბევრ სფეროშია გათვითცნობიერებული, მაგრამ შინაგანად ღრღნის ფაქტი, რომ ღირებულს ვერაფერს ქმნის. მას რაიმეს სერიოზულად გაკეთების  სურვილი უქრება, რადგან იცის, რომ სხვებზე უკეთესად მაინც არ გამოუვა, ცუდად გაკეთება კი ეთაკილება.  ასეთ ადამიანს ეზიზღება ყველა ის, ვინც ძალას არ ზოგავს მიზნის მისაღწევად, რაც თავისთავად , ამ ჩვენი უიღბლოსთვის, არასაკადრისია. მისი მოწოდებაა – იყოს სამზარეულოს, ან სალონის მოლაყბე: აი, აქ კი ბრწყინავს, ამსხვრევს ავტორიტეტებს, აზანზარებს სამყაროს და საჩვენებელი, „გამნიღბავი“ თითით მიანიშნებს კლასიკოსების ლაფსუსებსა და მზის ლაქებზე.

მართლაც, რომ „ვაი, ჭკუისაგან!“ – რომ ყოფილიყო სულელი და გონებაშეზღუდული, დაკმაყოფილდებოდა ბევრად უფრო ნაკლებით: იმუშავებდა, მწვერვალისკენ წავიდოდა, სიამოვნებას მიიღებდა მიღწეული პატარ–პატარა გამარჯვებებისაგან. ასე კი: „მეფე ვერ ვიქნები, ჰერცოგობა – არ მეკადრება –  მე უიღბლო ვარ!… დავლიოთ ბატონებო!“.

ზოგჯერ, უბრალო კაცთმოყვარეობის გამო მოგინდება, ასეთ ადამიანებს  მოაკლო ინტელექტი, რომ ნაკლებად იფიქრონ ამ ქვეყნის უბადრუკობაზე და რამის კეთება მაინც დაიწყონ. ასეთი უიღბლოების ავადმყოფური, საცოდავ–აგრესიული სახის გამომეტყველება აუტანელია, როგორც გადამდები ავადმყოფობით დაავადებული ძაღლის თვალები – ერთდროულად გინდება მათი გამოკვებაც და მათგან განზე გასვლაც.

2) მეორე სახეობა –  ეს არის უიღბლოების ყველაზე საინტერესო და  ტრაგიკული ტიპი და მასში შედიან ადამიანები, რომელთაც ბუნებისგან ყველაფერი ებოძათ:
არიან ლამაზები, ჭკვიანები, მომხიბვლელები, ნიჭიერები. ყველაფერი იოლად ეძლევათ და ამიტომ განსაკუთრებულად არც არაფერი სურთ!!! მათ ბავშვობიდან უწინასწარმეტყველებენ წარმატებულ კარიერას სხვადასხვა სფეროში, ისინი იოლად ასრულებენ წამოწყებულ საქმეს და მიიწევენ ზემოთ; გზაზე არ ხვდებათ რთული წინააღმდეგობები და სწორედ ამიტომ, მიაღწევენ რა ზრდასრულ ასაკს (არა 50 წელს, არამედ სრულწლოვანებას), აღმოჩნდება, რომ არ აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორიცაა უნარი, დაიხარჯო ბოლომდე შენს საქმეში, მიიღო სიამოვნება მძიმე და ზოგჯერ მონოტონური შრომისგანაც კი. თავიანთი ნიჭიერების „წყალობით“ ასეთმა ადამიანებმა არ იციან, რას ნიშნავს  დაძაბული მუდმივი მუშაობა და როდესაც ცხოვრებაში ნამდვილად რთულ წინააღმდეგობებს წააწყდებიან, შინაგანად ტყდებიან, ან იოლად იხევენ უკან შემდეგი მოტივით: „რატომ დავიდგა წელებზე ფეხი, როდესაც შეიძლება სხვა საქმის იოლად და წარმატებულად კეთება?!“

როდესაც ადამიანს არ აქვს მნიშვნელოვანი მოტივი  ძალების მობილიზებისთვის, არ  აქვს მიზანი, ის შინაგანად ინგრევა და სავალალო შედეგამდე მიდის – გადის ოცი წელი და დგება პიროვნების კრიზისი…კომპანიის საყვარელი თანამშრომელი, თაყვანისმცემლების კერპი – სულ იოლად ლოთდება  და ნელ–ნელა ქვემოთ ეშვებია: „ყველამ  რაღაცას მიაღწია, მე კი, ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი, რას წარმოვადგენ ახლა?… ვინ ვარ?….ჰეი, თაყვანისმცემლებო, ვის გაქვთ დასალევი?!“

ეს არის ზღაპარი მწევარზე, რომელიც ფეხზე მიბმულ ბირთვს დაათრევს, რომ ძალიან სწრაფად არ ირბინოს. ის ისე სწრაფად დარბის, რომ შეუძლია, დაიძინოს, სანამ სხვები გარბიან და როცა დანარჩენები მიზანს მიუახლოვდებიან, მაშინ იხსნის ბირთვს და გარბის რაც ძალა და ღონე აქვს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სხვებმა უკვე მიასწრეს და ჯილდოც აღებულია.

ბრძენმა და მომთმენმა  ხალხმა იაპონელებმა ტყუილად არ  აღიარეს  მიზნის მიღწევის სიმბოლოებად ლოკოკინა და კუ: „ნელ–ნელა იცოცე, ლოკოკინავ, ფუძიამას ფერდობზე… მაღლა, მწვერვალისაკენ! “
3) უიღბლოების ყველაზე ღირსეული ნაირსახეობა – რომანტიკოსები. ისინი ხშირად არარეალურ, საფუძველსმოკლებულ საგნებზე ოცნებობენ. თვალები უციმციმებთ, მათი სული „მღერის“ და, სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანები ხშირად იქცევიან  ნაძირლების სასურველი და იოლ ნადავლად. ისინი ცუდად ერკვევიან ცხოვრებაში, რადგან, როგორც წესი, სხვა ადამიანებზე მსჯელობენ საკუთარი თავიდან გამომდინარე. ისინი მუდამ სხვების გაბედნიერებაზე, რაიმე დიდებულის შექმნაზე ფიქრობენ, მაგრამ, როგორც წესი, მათი კეთილშობილებით ხშირად ცუდად სარგებლობენ. დიახ, ესენი არიან კეთილშობილი უიღბლოები.
რაც უფრო დიდ გეგმებს დაისახავს ადამიანი, მით მეტია შანსი, რომ წარუმატებლობა განიცადოს: დაბრკოლება ბევრია, მიზანი – რთული და ძნელად მისაღწევი, რაც უფრო ღრმად შედიხარ ტყეში, მით მეტი წინააღმდეგობა გხვდება; ბევრი შრომაა საჭირო, რისკიც მეტია და კონკურენციაც.


4) არსებობენ ნევროტული უიღბლოებიც
– მათ ისეთი მძაფრი სურვილები აქვთ, ისინი ისე ცდილობენ, ფორიაქობენ, რომ სიჩქარეში მცდარ ნაბიჯებს დგამენ და საქმეს აფუჭებენ. მათ ისე სურთ მიზნის მიღწევა, ისე განიცდიან, რომ ვეღარ ხვდებიან, რეალურად რა და როგორ უნდა გააკეთონ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ ჭკვიანები არიან, გადაჭარბებული მონდომების გამო უსაზღვროდ ნერვიულობენ, ერთგვარი აფექტის მდგომარეობაში ვარდებიან და სულელებს ემსგავსებიან.

ასეთ უიღბლოებს შორის გვხვდებიან „უვნებელი ხეპრეები“, რომლებიც სიცილს იწვევენ და ხშირად ბელეტრისტების საყვარელ პერსონაჟებად გვევლინებიან. ისინი ვერ განიხილავენ პრობლემას კომპლექსურად, ვერ ხედავენ მიზეზშედეგობრივ კავშირს საწყის ქმედებებსა და საბოლოო შედეგებს შორის.

5) უიღბლოთა ყველაზე „სავალალო სახეობა“ – ადამიანი, რომელიც „ყველაფერს სწორად აკეთებს“, მაგრამ ცუდი და გაუთვალისწინებელი მოვლენები ამსხვრევენ მის გეგმებს
. ასეთი უიღბლოები ემსგავსებიან აზარტულ მოთამაშეს, რომელიც არა მარტო საკუთარ, არამედ ნათესავებისა და ახლობლების ქონებასაც ანიავებენ: ისინი ხომ წესების დაცვით თამაშობენ. უიღბლობა კი რისკის არსებობის ვერშეფასებაა. მათ აკლიათ ინტუიცია, როგორც თვისება, უნარი,  შეაფასო, გაითვალისწინო ფაქტების ერთობლიობა და შეძლო რთული სიტუაციის მართვა. და საერთოდ, ეს არის არასწორი თვითშეფასების შედეგი.

უიღბლო ადამიანი ერთი–ორი წარუმატებლობის შემდეგ ყველას მწუხარებით უყვება საკუთარი უიღბლობის შესახებ. წარუმატებლობა ხომ ყველაფერს ხსნის: “ მე კი ლომივით ვიბრძოდი, მაგრამ ღმერთების წინააღმდეგ ვერ წახვალ“ – ვერაფერს იტყვი, სასიამოვნო და იოლი პოზიციაა.


6) უიღბლოების  ყველაზე ტრაგიკული სახეობა.
ადამიანის ამ ტიპის უიღბლოდ  ჩამოყალიბება  გარდატეხის ასაკში ხდება – როდესაც მოზარდს ყველაფერი ეძლევა,  ყველაფერი აქვს დადებითი ემოციების მისაღებად, არ აწყდება გარემოს წინააღმდეგობას და სწორედ აქ ჩნდება საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტი – სურვილი ყველა ტიპის  შეგრძნებების (როგორც დადებითის, ისე უარყოფითის) მიღებისა. ამ დროს მოზარდის ჯერ კიდევ ბავშვური ტვინი იწყებს ძებნას, თუ რას მიეკედლოს, სად არის „ცუდი და განსხვავებული“, რა არის ტრაგიკული? (გაიხსენეთ პატარა ბუდა.)
ამგვარად, ცნობიერშიც და არაცნობიერშიც იჭრება უარყოფითის ფაქტორი: ხშირად ეს არის ფიქრი ტრაგიკულ სიკვდილზე, სიძნელეებსა და სავალალო ბედზე, რასაც რეალურად არავითარი საფუძველი არ აქვს. ასეთი ადამიანი მომავალი წარუმატებლობების შესახებ მტანჯველი აზრებისგან თავს იცავს იმით, რომ წინასწარ ეგუება, ფსიქოლოგიურად ამზადებს თავს ამისთვის. ეს არის ადამიანი,  რომელსაც  სუსტი, არამყარი ფსიქიკა და ცვალებადი ხასიათი აქვთ.

ასეთ უიღბლობას შეგვიძლია, დავარქვათ იღბლიანობის შიში: ადამიანი ხვდება წარმატების  შენარჩუნების სირთულეს და ირჩევს მითს უიღბლო მომავლის შესახებ.

თუ თქვენ წინასწარ განეწყობით წარუმატებლობისთვის, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას.
საჭიროა, გვახსოვდეს, რომ უნარი „ბედი დაიჭირო კუდით“, ეს არის უნარი, ფეხზე წამოდგე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემი.

www.humancapital.ge

ამბავი კაცისა, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა

შინ იყო, შინ ყოფნა უყვარდა. გარეთ იყო, გარეთ ყოფნა უყვარდა. მარტოობაც უყვარდა და ხალხში ყოფნაც უყვარდა. ჭირში იყო, ჭირში ყოფნაც უყვარდა, დარდიც უყვარდა და უდარდოობაც უყვარდა.

წვიმაში იყო, წვიმაში ყოფნა უყვარდა. მზე იყო, მზეზე ყოფნა უყვარდა.

ჩრდილიც უყვარდა…

მთვარიანი ღამეც უყვარდა და უმთვარო ღამეც უყვარდა.

ვარსკვლავებიც უყვარდა…

საქმე ჰქონდა, საქმეში ყოფნა უყვარდა. უქმად იყო, უქმად ყოფნა უყვარდა.

მთაც უყვარდა და ბარიც უყვარდა.

ტყეც უყვარდა…

ახოც უყვარდა…

კლდეებიც უყვარდა და ნისლებიც უყვარდა.

ქარიც უყვარდა და ქარიშხალიც უყვარდა.

ნიავიც უყვარდა.ფოთლების შრიალიც უყვარდა.

მდინარეც უყვარდა და ჭალაც უყვარდა.

ზღვაც უყვარდა და წყაროც უყვარდა,

ხავსიანი ლოდებიც უყვარდა.

იაც უყვარდა…

ვარდიც უყვარდა…

ენძელაც უყვარდა…

გვირილაც უყვარდა…

შაშვი უყვარდა და მერცხალიც უყვარდა.

თავისუფალი იყო და თავისუფლება უყვარდა.

ტყვეობაში იყო, ტყვეობაც შეიყვარა.

ჩანჩქერიც შეიყვარა…

ცისარტყელაც უყვარდა…

აქ იყო და სიცოცხლე უყვარდა

იქ წავიდა და სიკვდილიც შეიტკბო.

… საფლავის ქვაზე ეწერა: კაცი იყო, სიცოცხლე უყვარდა.

                                             ერლომ ახვლედიანი

მინი ფსიქოლოგიური ტესტი (გოგონას ისტორია)

დედის დასაფლავებაზე გოგონამ დაინახა მამაკაცი, რომელსაც არ იცნობდა.

მოეწონა. ის მისი ოცნების მამაკაცი იყო.

პირველივე დანახვით  შეუყვარდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, გოგონამ მოკლა თავისი და.

კითხვა: რა მოტივი ამოძრავებდა გოგონას?

თუ ამ კითხვას სწორად უპასუხეთ – ფსიქოპატი ხართ.

ეს ტესტი მოიგონა ამერიკელმა ფსიქოლოგმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პოტენციური მკვლელის გამოვლენა.

თუ არასწორად უპასუხეთ კითხვას – ეს კარგია თქვენთვის. თუ თქვენმა მეგობარმა სწორად უპასუხა, გირჩევთ მოერიდოთ მას :) ))

ველი პასუხებს, ცოტა ხანში კი გაგიზიარებთ გოგონას მკვლელობის მიზეზს :)

ცნობილი ადამიანების ბავშვობის ფოტოები

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბევრი ვიცინე :)

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ გავხდეთ “ფსიქოლოგები”

ადამიანის ფსიქიკის ტესტირების ცოდნა, ძალიან სასარგებლო რამაა ცხოვრებაში. ნებისმიერ კომპანიაში ჩაატარეთ ტესტი, რისთვისაც მხოლოდ კალამი და ფურცელი დაგჭირდებათ და ჩათვალეთ, რომ იმ წუთიდან ყველაზე საინტერესო ადამიანი გახდებით და მთელი ყურადღება თქვენსკენ იქნება მომართული. ხშირად რჩევისთვისაც მოგმართავენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის ფსიქიკა სახუმარო საქმე არაა და სიფრთხილით მოეკიდეთ ამ საქმეს. ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენის შემდეგ, ილაპარაკეთ იმაზე, თუ რას ხედავთ, ოღონდ ეცადეთ უსიამოვნო ფაქტებს თავი აარიდოთ, უბრალოდ სიფრთხილე გამოიჩინეთ, “სიფრთხილეს თავი არ სტკივაო” ხომ იცით :)

გირჩევთ პრაქტიკა თქვენსავე თავზე და ახლობლებზე გაიაროთ. აიღეთ ფურცელი და კალამი, უპასუხეთ 6 კითხვას, ხოლო შემდეგ გადახედეთ პასუხებს:


1. აირჩიეთ ნებისმიერი ციფრი 1-დან 9-მდე

2. ჩამოთვალეთ 5 ფერი. დაიწყეთ საყვარელი ფერით

3. ჩამოთვალეთ 5 ფილმი

4. ჩამოთვალეთ 5 მომღერალი/ ჯგუფი/ მუსიკოსი

5. დახაზეთ რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა (5 მაინც)

6. დახაზეთ რთული გეომეტრიული ფიგურა, რომელშიც ჩახაზული იქნება რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა

ახლა კი გავშიფროთ:

Read more of this post

Summer 2010: თბილისი-ყაზბეგი-ანანური-თბილისი

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ალბათ იმიტომ, რომ საწერი ბევრი დამიგროვდა :)

დავიწყებ იმით, რომ 16 ივლისს სიყვარულის დღე ყოფილა და მე წარმოდგენაც არ მქონდა. თურმე, 16 მკათათვე (ანუ ივლისი) , პატრიარქის ილია მეორის სახელს უკავშირდება. 1980 წელს მან სამება მოილოცა და მრევლს მიმართა, ეს დღე სულიერი სიყვარულის დღედ დაწესებულიყო.

როცა ტრანსპორტში ჩავსხედით და გიდმა მოგვილოცა, მე წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა, უბრალოდ გერგეთის სამების სანახავად მივდიოდი და მინდოდა ეს დღე კარგ ადამიანებთან გამეტარებინა. მოკლედ, მივდიოდით და ჩვენს წინ წარმოუდგენელი სილამაზე იშლებოდა. ადრე გავლით ვიყავი ნამყოფი ამ ადგილებში, მაგრამ ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, თურმე დამვიწყებია რამხელა სილამაზის პატრონია საქართველო. სულ მაღლა და მაღლა ავდიოდით.. გუდაურისკენ ისეთი სილამაზე და ისეთი ჰაერი იყო , თავბრუ დამეხვა (ოღონდ არ ვამეტებ :) ) )

სულ რამდენიმე საათში მივაღწიეთ ყაზბეგამდე და დავიწყეთ ფეხით სვლა. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ არ ვიცოდი ეს ზღვა ხალხი რატომ მიდიოდა ეკლესიისკენ, მე მრავალრიცხოვან ექსკურსიებს მივაწერე ეს ამბავი და  გავუდექი გზას გერგეთის სამებისკენ

Read more of this post

სასაცილო, ბრძნული ან/და უბრალოდ ფრაზები..

ინტერნეტში მორიგი სერფინგის დროს გადავაწყდი რამდენიმე ფრაზას, რომელიც მომეწონა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ

1. თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი..

2. ღმერთო დამეხმარე რომ გავხდე ათეისტი..

3. დავინახე თუ არა – მივხვდი, რომ “დევიღუპე”..  :)

4. სჯობს სწრაფად დაიწვა ვიდრე ნელნელა ჩაქრე..

5. ლოდინმა დაგღალა? წარმოიდგინე, რამდენად აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ელოდე :(

6. არასოდეს გაეკიდო კაცს და ტრანსპორტს, რადგან შემდეგი აუცილებლად მოვა..

7. მინდა ცხოვრებას ბნელ თვალებში თითი ვატაკო..

8. მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, ვიდრე მეცნიერებას არ აღმოუჩენია რომ ვიღაც სხვანი ვართ

9. არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო.

10. და მე გავდივარ შენი მომსახურების ზონიდან..

11. უნდა იცხოვრო არა მასთან ვისთანაც შეგიძლია, არამედ იმასთან ვის გარეშეც არ შეგიძლია.. (ეს იდეა მომეწონა ;) )

12. მხოლოდ სუსტები იძიებენ შურს, ძლიერებს შეუძლიათ პატიება..

13. ყველაზე დამცინავი პასუხი, დამცინავი ღიმილია

14. ცხოვრება მოსაწყენი მონაკვეთია ძილსა და ძილს შორის

15. წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ! (სამოსელი პიველი)

16. ადამიანი ფრესკა არ არის, რომ პირდაპირ მიაჩერდე. ადამიანი ქანდაკებაა, გარს უნდა შემოუარო და იმ მხრიდან შეხედო,საიდანაც უკეთესად იმზირება

17.წუთისოფელს ერთი წამით თავი თუ დაუხარე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა… (ოთარაანთ ქვრივი)

უაილდის დორიან გრეის პორტრეტიდან:

“ცხოვრება თავისთავად წარმავალი წამიერებაა”

“იქცე ცხოვრების მაყურებლად-ნიშნავს თავიდან აიშორო ამქვეყნიური ტანჯვა”

“წარული შეიძლება ამოშალო მეხსიერებიდან სინანულით, უარყოფით და დავიწყებით, მაგრამ მომავალი ხომ გარდაუვალია”.

“ის ადამიანი კი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთანხმოებაშია”

Summer 2010: Vardzia

საქმებში ჩაძირულს ისე შემომეპარა ზაფხული, ვერც ვიგრძენი. ყოველ ზაფხულს, ერთი სურვილი მაქვს, სადმე წავიდე, რამე დავათვალიერო და ემოციებით დახუნძლული დავბრუნდე დედაქალაქში, თუმცა როგორც ვატყობ წელს იმაზე მეტს ვნახავ, ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა.

გავაგრძელებ იმით, რომ ზაფხული მომეპარა და მე ჯერ კიდევ “მეძინა” :) რომ არა ერთი ძალიან მაგარი ადამიანი, მე იდეაშიც არ მქონდა სადმე წასვლა. შემოთავაზება ასეთი იყო: ხვალ ვარძიაში მივდივართ, წამოხვალ? როგორ შეიძლებოდა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემა :)

არ ვიცოდი ვინ მივდიოდით, რანაირად მივდიოდით და რამდენი ხნით, მარტო ის ვიცოდი რომ დილის 7 საათზე ადგილზე უნდა ვყოფილიყავი და რა თქმა უნდა მეც მივჩანჩალდი.

როგორც აღამოჩნდა მივდიოდით  ტურით, გვყავდა გიდი და იმაზე მეტი სიამოვნება მელოდა წინ, ვიდრე წარმომედგინა :) არასოდეს დავინტერესებულვარ ტურებით და არ ვიცოდი, რომ თურმე შეიძლება ერთ დღეს ადგე, ჩაიცვა და სრულიად მარტო გაჰყვე ასეთ ტურს და დაათვალიერო უამრავი საინტერესო ადგილი. მარტო ადგილების დათვალიერებით არ მთავრდება მთელი სიამოვნება, რაც მთავარია კიდევ რამდენიმე ადამიანს გაიცნობ, რომელიც შენსავით დაინტერესებულია იმ ყველაფრით, რაც შენ გაინტერესებს. მოგზაურობა ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდის და გინდება უფრო ხშირად იარო საქართველოს სხვადასხვა ადგილებში.

მოკლედ, სურათებით მოგიყვებით რა იყო იქ საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ კამერა არ მქონდა, მობილურით მაინც მოვახერხე რამდენიმე საინტერესო ფოტოს გადაღება.

დავიწყებ აი ამ საინტერესო მთიდან, რომელიც გზაში შეგვხვდა. ერთი შეხედვით მთაა, მაგრამ აქ როდესღაც ისეთივე ქალაქი ყოფილა, როგორიც ვარძიაშია. სამწუხაროდ დღეს დანგრეულია, მაგრამ რამდენიმე კედელი კიდევ შენარჩუნებულია

ამ კლდეში ნაკვეთი ქალაქის ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ გარედან საერთოდ არ ჩანდა და მტერი ვერ ამჩნევდა მას. გარედან ჩვეულებრივი ლკდე იყო, შიგნით კი სიცოცხლე დუღდა.  მაგრამ დრო და მიწისძვრები თავისას შვრება და ახლა მხოლოდ ნარჩენი კედლების ხილვა შეგვიძლია :(

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივაღწიეთ ვარძიამდე

მისი ნახვისას ადამიანს საოცარი შეგრძნება გეუფლება. როცა აცნობიერებ, რომ აქ XII – XIII საუკუნეებში სიცოცხლე ჩქეფდა, რომ სწორედ აქ,  თამარ მეფე დააბიჯებდა და სწორედ მისი ბრძანებით შეიქმნა ეს საოცარი ქალაქი.


ყოველ დღე ერთ გამოქვაბულს ქმნიდნენ 365 დღის განმავლობაში და ზუსტად 1 წელიწადში ქალაქი აშენდა

ვიკიპედიიდან: “მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”, და დაერქვა ამ ადგილს “ვარძია”

ამ საოცარი ქალაქიდან ჩამოსულებმა, იქვე მტკვრის პირას მოვაწყეთ პიკნიკი, დავისვენეთ და გავუდექით გზას. შემდეგი გაჩერება იყო ზედა ვარძია,  ვიხილეთ XI საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ეკლესია. ის ვარძიიდან 4 კმ-შია. როგორც იძახიან, ამ ადგილას თამარი ფეხით მიდიოდა და ლოცვით ღამეებს ათევდა. დღეს იქ დედათა მონასტერია. მე იქ ვნახე ის, რაც აქამდე არასდროს მენახა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არ შემხვედრია ეკლესია, სადაც საჭირო არ იქნებოდა სანთლის ყიდვა – აი იქ კი სანთელი არ იყიდებოდა..   მართლაც საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როცა გვითხრეს, -ისე აიღეთ შვილებოვო. მემგონი აქ მეტი აღარაფერია დასამატებელი, ამით ყველაფერი ითქვა. ენა ჩამივარდა და გაკვირვებული სახით ვიდექი..

ეს არის ღვთისმშობლის ეკლესიის ნაწილი. მთლიანი ფოტო სამწუხაროდ არ გამაჩნია :(


დედათა საცხოვრებელი

ის მართლაც საოცარი ადგილია. იმხელა სულიერი საზრდო დევს თვითოეულ კენჭშიც კი, რომ იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა, მაგრამ ჩევენი გზა გრძელდებოდა, უკვე საღამოვდებოდა და იძულებული ვიყავით წამოვსულიყავით.

გზაში შემოგვხვდა აი ასეთი კლდე. არ ვიცი ფოტოში როგორ ჩანს, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზი იყო. დიდ კლდეს მოწყვეტილი პატარ პატარა კლდეები, ისე ლამაზად ეყარა.. ისე ლამაზად..

თბილისისკენ მომავალ გზაზე, ხერთვისის ციხეშიც შევიარეთ.  ლეონტი მროველის ცნობებით, ალექსანდრე მაკედონელს აქ შეუვლია. რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ კარგ ადგილას კი შეუვლია :) )

აქ ყველაზე სამწუხარო ფაქტი, აი ეს ვნახე

ამით ჩემი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა.  თბილისში ფაქტიურად მკვდარი დავბრუნდი, მაგრამ ეს ამად ღირდა :)

3.07.2010

Follow

Get every new post delivered to your Inbox.