Meloholica's Page

I Am What I Am

Movies გირჩევთ.. არ გირჩევთ..

ფილმების დიდი მოყვარული გახლავართ. მართალია ამ ბოლო დროს ვეღარ ვახერხებ ყურებას, მაგრამ რასაც ვუყურე, მინდა მათ შესახებ ვისაუბრო. რა თქმა უნდა ყველა 2009 წლის ფილმია, ძველებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ.

გუშინ ვუყურე 2 ფილმს, რომლებიც არც თუ ისე ძალიან მომეწონა. პირველი იყო ბრენდონ კემპის “სიყვარული არსებობს” ( Love Happens). love-happens_290ეს გახლავთ დრამა, რომელშიც უამრავი რჩევა-დაიგებაა და ბევრი რაღაცის სწავლაც შეიძლება, მაგრამ თითქოს რაღაც მარილი აკლდა🙂 მთავარ როლებში არიან  აარონ ექჰარტი და ჯენიფერ ენისტონი.

სასიამოვნო საყურებელი ფილმია, მაგრამ დიდი არაფერი. მოკლედ არ ავღფრთოვანდი🙂

ამ ფილმით გულნატკენმა , გადავწყვიტე კიდევ მენახა რამე და ვიპოვე ახალი ფილმი სახელად “სუროგატები”.surrogates-poster იმდენი და იმხელა რეკლამები გადის TV-ში, ვიფიქრე ალბათ ძალიან მაგარი ფილმია მეთქი და სასწრაფოდ მოვქაჩე, მერე რა რომ CamRip-ია და ცუდი ხარისხი აქვს, მაინც გავრისკე და ნეტა რატომ თითი არ მომტყდა :)) რაღაც სასწაული ფანტასტიკა იყო. რაღაცით ჩვენს მომავალს კი ჰგავს და შეიძლება უარესებიც დაგვემართოს, მაგრამ ახლა ძალიან ბანალური მომეჩვენა ყველაფერი. მოკლედ რომ ვთქვა, ესეც არ მომეწონა🙂

შემდეგი ფილმი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის “წინადადება” the_proposal1928-7-2009-10-33-33

ამ ფილმმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა.  პრემიერაზე გავიქეცი კინოთეატრში, შემდეგ მინიმუმ 10ჯერ ვუყურე საშინელი ხარისხით, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო, მაინც ისე ვიცინი, როგორც პირველად :)) საერთოდ, რაიან რეინოლდსიც და სანდრა ბალოკიც ჩემი უსაყვარლესი მსახიობები არიან და ამ ფილმმა ხომ საერთოდ “დაგლიჯა” რა.. :)))

შემდეგი ფილმი გახლავთ “ტრანსფორმერები 2”

surrogates-posterმინდა გითხრათ, რომ ამ ფილმმა გული დამწყვიტა და ამხელა მოლოდინი ფეხქვეშ გამითელა. მაგრთალია მაგარი გადაღებულია და ლაბაფიც და ფოქსიც მაგრად თამაშობენ, მაგრამ მაინც ვე იყო ისეთი, როგორიც წარმომედგინა. მოკლედ, 10-დან 8 ქულას ვუწერ.

zz4a226e7bდა ბოლოს, რაზეც მინდა გესაუბროთ ეს არის ფილმი “ადამიანები X – 4”. შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ამ ფილმის  მხოლოდ პირველი ნაწილი მაქვს ნანახი, სხვა ნაწილებში რა ხდება და საერთოდ რამდენი იყო, ისიც კი არ ვიცოდი :)) საერთოდ, ფანტასტიკები არ მიყვარს, მაგრამ ეს რაღაცნაირად მომეწონა, საინტერესო იყო, აზრიანი და კარგი საყურებელი. მოკლედ, ვინმეს თუ მოგწონთ ფანტასტიკები, მაშინ უყურეთ😉

დღეისათვის სულ ეს იყო, ვეცდები ახლო მომავალში კიდევ მოგაწოდოთ მსგავსი ინფორმაციები. გკოცნით და გეხვევით, თქვენი მელოჰოლიკა😀

6 responses to “Movies გირჩევთ.. არ გირჩევთ..

  1. Lyu September 30, 2009 at 5:10 pm

    “Суррогаты”, как говорят, самый дорогой фильм. Хм, что-то я в этом сомневаюсь, а как же тогда быть с фильмом “2012”

  2. Meloholica September 30, 2009 at 5:29 pm

    может и есть дорогой но все равно мне не нравится. А вот фильма “2012″ жду с нетерпением.

  3. Lyu September 30, 2009 at 5:40 pm

    не понравился?
    я просто смотрела обзор про фильмы и там он заявлен, как самый дорогой фильм на ближайшие лет сто.
    “2012” ждут все, очень не хочу в нем разочаровываться, так как рекламная компания мега-масштабная. Пойду смотреть в 3D.

  4. Meloholica September 30, 2009 at 5:49 pm

    Да, если не ошибаюсь бюджет составил 80 миллионов, но там нет ничего особенного. Очередная фантастика😉

  5. Lyu September 30, 2009 at 6:19 pm

    Значит на любителя)
    Я, к примеру, терпеть не могу мелодрамы. Не люблю такие одноразовые фильмы, которые ничем не цепляют.

  6. Leonard Shelby November 16, 2009 at 7:26 pm

    ყველა ნანახი მაქვს. :დ
    Love Happens – ნორმალურზე ბანძი
    Surrogates – ფარჩაკი
    Proposal – ნორმალურია, დაჟე კარგი
    Wolverine – სირობა ნამეტანი თან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: