Meloholica's Page

I Am What I Am

სუნამო და ხასიათი

“ტანსაცმელი ალამაზებს ადამიანს, სუნამო კი მის სულიერებას ავლენს”

შანელის სახლის პარფიუმერი ჟაკ პოლჟი

Laneigeჩვენ მას ინსტიქტით ვარჩევთ, სუნი კი ყველა საიდუმლოს ამხელს: როგორი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, როგორი გინდა რომ ხალს ეგონო.. ამას გარდა იგი ხასიათზეც მოქმედებს. ადრე მიაჩნდათ, რომ არომატი ფიზიკურობასთან იყო რაღაც კავშირში. შავგვრემნებს უკავშირებდნენ ივ სენ-ლორანის “ოპიუმს”, ხოლო ქერებს “დორისიმოს” ან “ო დე ლანკომს”.

სუნამო- ეს არის თქვენი მოსიარულე ბიოგრაფია . თქვენი არომატი უფრო მეტს მოყვება თქვენზე, ვიდრე თქვენთვითონ. ერთი სიტყვის თქმასაც ვერ მოასწრებთ, ისე გაგიცნობენ გარშემომყოფები. თქვენი სუნის მიხედვით, ადამიანებს ექმნებათ თქვენზე წარმოდგენა, რომელიც შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ.

განსხვავებულ სიტუაციებში, განსხვავებულ არომატებს ვირჩევთ – სამსახურში, სახლში, თეატრში, რომანტიკულ პაემანზე, სპორტულ დარბაზში და ა.შ.  იცვლება როლი – იცვლება პარფიუმი..

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ყველას შეუძლია გაშიფროს ყველა საიდუმლო, როგორც თავისი, ასევე სხვების. ამისათვის საჭიროა დავაკვირდეთ არომატის მიმართულებას. ყველა არომატის კლასიფიცირება შეიძლება, მთავარია დავაკვირდეთ და გავიგოთ რას ნიშნავს ის:

აღმოსავლური სურნელი –  ვანილი, ამბრა, მუსკატის კაკალი და შავი პილპილი. ამ არომატის მოყვარული ადამიანები, აფასებენ ტრადიციებს. უყვართ მარტოობა, კოლექციონერობა, ხშირად გამოირჩევიან ეფექტური გარეგნობით. თავს უვლიან და როგორც წესი, ძალიან განათლებულები არიან.

ციტრუსის არომატი – ვისაც ციტრუსის არომატი მოსწონს, გამოირჩევა ორგანიზებულობით, დისციპლინით, უყვართ ყველაფრის დაგეგმვა და იბრძვიან წარმატების მისაღწევად.

ხილის არომატის– მოყვარულებს უყვართ ხმაურიანი კომპანიები. სანდო ადამიანები არიან, შეუძლიათ ჯგუფური მუშაობა და კარგად ესმით იუმორი.

ყვავილოვანი არომატი (თეთრი ყვავილები) – თუ თქვენ ამ ჯგუფიდან, რომელიმე არომატს იყენებთ, ესეიგი ძალიან მსუბუქი სასიამოვნო და სანდო მეგობარი  ხართ, თუმცა ცოტა მეგობარი გყავთ.

ყვავილოვანი არომატი (თაიგული): ვარდები და ჟასმინი. თუ თქვენ ყვავილების ნაკრების არომატს იყენებთ, მაშინ გიყვართ სხვისი ცხოვრების გალამაზება. ხართ კოლექციონერი და კარგი დიასახლისი.

ხის არომატები – გამოირჩევიან ელეგანტურობით და თავშეკავებულობით. არიან სანდოები, განათლებულები, ნაკითხები და ფრთხილები. სიმშვიდეს ინარჩუნებენ კრიტიკულ მომენტებშიც კი.

“მწვანე” ტყის არომატები– ასეთი სურნელის მოყვარულები, ძირითადად სპორტით არიან დაკავებულნი და უფრთხილდებიან ფიგურას.

ოკეანის ან ზღვის არომატები – ეშინიათ დახურული სივრცის და ამიტომ დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ამ ტიპის არომატები. მათ არ უყვართ ზედმეტი მორთვა, გამოირჩევიან მინიმალისტური ჩაცმის სტილით.

ჰაეროვანი არომატები – მათი სუნი გვაგონებს სუფთა ჰაერს და მაღალმთიან ადგილებს. ასეთი არომატის მოყვარულები ხშირად ქალაქში ცხოვრობენ, მაგრამ უყვართ ქალაქგარეთ გასვლაც. შეუძლიათ ჰარმონიას მიაღწიოს ქალაქში და ქალაქგარეთ ცხოვრებისას. არიან მოდის მიმდევრები.

კულინარული არომატები: ფინიკი, ყველი, ყავა, ვისკი, პორტვეინი, შამპანური. დახასიათება: სტილი, შარმი,სექსი. გამოირჩევიან გამბედაობით და მამაცობით. არიან საკუთარ თავში ჩაკეტილები, გამოუცნობი ადამიანები.

ტყავის არომატებს როგორც წესი, იყენებენ მამაკაცები: გამომძიებლები და მეცნიერები.

P.S. გინდა მეგობარს საჩუქარი გაუკეთო? მემგონი აღარ გაგიჭირდება 🙂

3 responses to “სუნამო და ხასიათი

  1. ladyprada October 9, 2009 at 2:11 pm

    კარგია კუსი, მართლაც ძალიან მაგარია

  2. Meloholica October 9, 2009 at 2:26 pm

    შენ როგორი სუნები მოგწონს? 🙂

  3. eleniko May 14, 2013 at 9:53 am

    ეს ყველაფერი კარგია,მაგრამ რამოდენიმე ტიპის სუნამო რომ მიყვარს და ვხმარობ,აქ როგორაა საქმე:დ

Leave a reply to ladyprada Cancel reply