Meloholica's Page

I Am What I Am

Diary “დაბრუნებული ოცნება”

სულ რაღაც 1 თვეა, რაც ბლოგის წარმოება დავიწყე და უკვე იმდენად ჩამითრია, რომ სულ იმაზე ვფიქრობ რა დავწერო და როგორ გავხადო მრავალფეროვანი. სვითის დახმარებით ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და უკვე გავაკეთე კიდეც. ბოლო დავალება განსაკუთრებით მომეწონა, რადგან ვისწავლე კალენდრის გაკეთება და დაგეგმვა. ეს პოსტიც ჩემი გეგმის ნაწილია. გადავწყვიტე კვირის სხვა დღეებში ვწერო იმ ყველაფრის შესახებ, რაც მაინტერესებს, ხოლო კვირა დღეს ვწერო მხოლოდ ჩემზე, ანუ კვირის ბოლოს ვაკეთებ მთელი კვირის ანალიზს.

ეს კვირა განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის. დავკარგე სამსახური, რომელშიც მთელი ჩემი ოცნებები ჩავაქსოვე, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, რომელსაც ვქმნიდი და მთელს ჩემს თავს მასში ვდებდი. ის ვარჩიე ყველას და ყველაფერს, ის იყო ჩემი ოჯახიც და მეგობრებიც. კვირაში 7 დღე, დღეში 24 საათი ჩემს საქმეში ვიყავი ჩართული. ბოლოს ძალიან მოსაწყენი გახდა, რაღაცნაირად გულიც კი ავიცრუე, მეგონა არჩევანში შევცდი და ჯობდა სხვა საქმით დავკავებულიყავი, მაგრამ როცა დავკარგე, მაშინ მივხვდი თუ რას ნიშნავდა ის ჩემთვის. ახლა ისევ ის ოცნებაა, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ახლა ისევ მინდა ვიყო მისი ნაწილი და მთელი ჩემი თავი მას მივუძღვნა. ადამიანები მაშინ ვაფასებთ ვინმეს ან რამეს, როცა ვკარგავთ. მეც იგივე დამემართა. მიჭირს.. ძალიან მიჭირს..

დიდ დეპრესიაში ჩავვარდებოდი, რომ არა დღევანდელი მოლაპარაკება. დღეს გადაწყდა, რომ ისევ შევძლებ მუშაობას და ხვალიდან ჩემს საოცნნებო სამსახურს დავუბრუნდები. იმდენად ვარ გახარებული, არ ვიცი ემოციები სად წავიღო. ერთი სული მაქვს როდის გათენდება..

ggg

P.S.  ეს იყო კვირა, როდესაც ჩემი ოცნება დავკარგე და ისევ დავიბრუნე.. დავრწმუნდი: მთავარია მონდომება, თორემ შეუძლებელი არაფერია!

შენიშვნა: პოსტი დავწერე გუშინ 11 ოქტომბერვს, მაგრამ ვერ შევძელი მისი გამოქვეყნება უინტერნეტობის გამო. დღეს ვიყავი სამსახურში და ფრიად კმაყოფილი დავბრუნდი..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: