Meloholica's Page

I Am What I Am

გახდი ნამდვილი ლედი..

Lets_Dance დედა ყოველთვის გეუბნებოდა, რომ ლამაზ ქალებად არ იბადებიან – ლამაზები ხდებიან! უსმენდი, იჯერებდი, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ დედა ამით გაწყნარებდა. ეს სულაც არაა მართალი. ალბათ ამჩნევ, რომ ბიჭებს ნაკლებად აინტერესებთ ლამაზმანები, მათ მხოლოდ ისეთები იზიდავთ, რომელსაც აქვს “ნაპერწკალი”.

იმიჯზე მუშაობა

შენ თანამედროვე გოგონა ხარ და ზუსტად იცი რა გინდა. გაქვს საკუთარი სტილი, ქცევის მანერა, იუმორი.. ასე გგონია მალე ინდივიდუალურობის ტრიუმფს მოახდენ, მაგრამ შენს წინ დგას დედა, რომელიც საშუალებას არ გაძლევს ამ მიღწევაზე შეჩერდე. მერე რა რომ დედა ძალიან ლამაზი არაა, მას შეუძლია კარგად ჩაცმა, ელეგანტურად გამოიყურება, ყოველთვის არაჩვეულებრივ წარმოდგენას ტოვებს გარშემომყოფებში. შენ ჯერ დედის ასაკამდე ბევრი გიკლია, ჯერ სხვა პრობლემებს ეძებ საკუთარ თავში: ხან ცხვირი გეჩვენება ძალიან გრძელი, ხან უფრო ლამაზი ფეხების ქონა გინდა, ხან მკერდის გაზრდა/დაპატარავება.. თან შენს თავში დარწმუნებულიც არ ხარ, თან დედის შენიშვნები უფრო და უფრო გაკომპლექსებს. “ასე ხმამაღლა რატომ იცინი?” “ნახე რას გავხარ!” “თავს უფრო მეტი დრო დაუთმე!” “ზარმაცი ხარ!” და ა.შ.  შენც გინდა უფრო ქალური გახდე, მაგრამ როგორ უნდა მიაღწიო ამას? პასუხი ერთია, დედას სთხოვე დახმარება და მოითხოვე გახდეს შენი მასწავლებელი.

პატარ-პატარა ეშმაკობები

დედამ შენი გზა უკვე გაიარა და ზუსტად იცის როგორ გახდე ვარსკვლავი. სცადე აალაპარაკო, მაშინ ის ნამდვილად გადაგიშლის გულს და მოგიყვება ქალურ ეშმაკობებზე. შესაძლებელია კრიტიკის მაგივრად – მოისმინო რჩევა-დარიგებები. ალბათ მასაც სურდა გამხდარიყო მოდელი, საქმე სულაც არაა ძვირფას ტანსაცმელში, შენ ყოველთვის შეგიძლია შეცვალო შენი გარდერობი, მთავარია სწორად მიუდგე ამ საქმეს. Hand Made ყოველთვის მისასალმებელია. შეგიძლია შენი გარდერობი არა მარტო მოდური გახადო,  არამედ ექსკლუზიურიც.

მაგრამ ქალურობა არ გამოიხატება მხოლოდ “შპილკებით” ან მინი ქვედაბოლოთი სიარულში. უნდა შეგეძლოს იყო ერთადერთი და განუმეორებელი.

სრულყოფილი ლედი

არ დაივიწყო – მთავარია რწმენა შენს თავში და შესაძლებლობებში. ეცადე მიუახლოვდე იმ ფორმას, რომელზეც ოცნებობ. კარგი იქნება თუ დედა გაგიგებს და მორალურად მხარში დაგიდგება. ერთად ეძებეთ შენი სტილი და ერთად გადალახეთ კომპლექსები. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დაკავდი ავტოტრენინგით და სარკის წინ მდგომმა უთხარი შენს თავს ყველა ის კომპლიმენტი, რომელიც გინდა რომ გესმოდეს. ძალიან მალე, ეს თამაში რეალობა გახდება!!!

ხანდახან აუცილებელია გყავდეს იდეალი და ის შეიძლება იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოგიდგენია…

4 responses to “გახდი ნამდვილი ლედი..

  1. ლილიანი October 16, 2009 at 8:29 pm

    simarTle rom vtqvat ufro konkretuli faqtebit gajerebul posts velodebodi

  2. angeldilo October 20, 2009 at 6:14 pm

    meloholica getanxmebi chemo kargo 🙂

  3. GvAnTsA ! ! ! October 11, 2011 at 7:36 am

    kii namdvilad getanxmebit. ;)… da saertod yvela postze zogadad weren yvelafers da ara konkretulad,rac cota ar iyos uinteresoa..

Leave a comment