Meloholica's Page

I Am What I Am

როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება

tout_c_happinessყოველთვის მიყვარდა უცხოური ჟურნალებიდან საინტერესო სტატიების შენახვა. რამდენიმე დღის წინ ვათვალიერებდი ჩემს ე.წ. მინი კატალოგს და გადავაწყდი ამ სტატიას.. იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, მეც გამომეყენებინა რჩევები და მინდა გითხრათ რომ ნამდვილად ეფექტურია. იმდენად ეფექტურია, რომ ჩემი ცხოვრება თითქმის შევცვალე და თან სულ რაღაც 1  კვირაში.. ვიფიქრე ვიფიქრე და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამენდო მისი შინაარსი, იქნებ თქვენც დაგეხმაროთ.

“ახალ ცხოვრებას ვიწყებ,დიეტაზე ვჯდები, ფრანგული ენის კურსებზე ვიწყებ სიარულს.. როგორც იქნა – ვთხოვდები!!! ვიწყებ სამსახურის ძებნას კარგი ანაზღაურებით,ბოლოს და ბოლოს ხომ მეკუთვნის! აღარ ვიყიდი იაფფასიან ფეხსაცმელს და აუცილებლად გამოვიძახებ ხელოსანს, გაყვანილობა მაქვს შესაცვლელი.”

ამ ფიცს ყოველ წელს დებს მერი, ისევ კამათობს ბოიფრენდთან და ისევ ძველ სამსახურში დადის. ახალი ჩექმის ყიდვა უნდა, მაგრამ ფული არ აქვს, გაყვანილობაც უცვლელია, სანამ დაიწვება იყოს ასე.. ფრანგულზე კი მხოლოდ 1 თვე იარა, მეორე საფეხურის გასავლელად, ჩაწერა იყო საჭირო, რაზეც დრო არ ეყო. მოკლედ, ახალი ცხოვრება ისევ ძველს ჰგავს. არაფერი შეცვლილა..

როგორ გადავეჩვიოთ დაგეგმვას და დავიწყოთ ახალი ცხოვრება?

ნაბიჯი I.

როგორ ავისრულოთ მთავარი ოცნება

მერი, ისევე როგორც ყველა, უშვებს ერთ გლობალურ შეცდომას: მას სურს ყველაფერი ერთდროულად და ამიტომაც ვერც ერთს ვერ აკეთებს. გახდომა, ხელფასი, გათხოვება, გაყვანილობა, ჩექმა და ფრანგული არეულია ერთმანეთში. ცრემლით იფარება აუსრულებელი ოცნებები და განუხორციელებელი გეგმები და პარკივით ეკვრის ბრწყინვალე ოცნებებს, იმ დღეს, როცა გამხდარი, გათხოვილი, ფრანგულენოვანი მერი, ძვირფასი ჩექმით გამოვა ოფისიდან და წავა სახლში, სადაც გაყვანილობა შეცვლილი იქნება.

ის დიდხანს ოცნებობდა ძალიან ბევრ რამეზე, სადაც ყველა ძალ-ღონე დაკარგა. თავის თავს ყოველთვის სხვა ადამიანად ხედავდა, სადაც ყველაფერი ჰქონდა. ის არ იყო მერი, პირობითად დავარქვათ მერი1. საბოლოო ჯამში ვირტუალური მერი1 მართლაც შეიცვალა, მაგრამ მერის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, ამაზე უკვე ენერგია არ ეყო.

იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან მერი1-ს უნდა დავუხუროთ “კრედიტი”, ანუ დავასრულოთ ოცნებებზე ენერგიის ხარჯვა. გვეყოფა ოცნება, დროა ეს რეალურად გავაკეთოთ.

  • ადამიანებს მთავარი ოცნება 12 წლის ასაკში უჩნდებათ. გაიხსენე რაზე ოცნებობდი ბავშვობაში. გინდოდა ვარსკვლავი გამხდარიყავი? მაშინ შეეშვი სხვა ზედმეტ საქმიანობებს და თავისუფალი დრო პროდიუსერებისა და აგენტების ძებნას დაუთმე.
  • გინდოდა 10 შვილი გყოლოდა? ინტერნეტით გაიცანი ვინმე ირლანდიელი, თორემ ჩვენთან 10 შვილის ყოლა ცოტა არარეალურია..
  • გინდა საკუთარი სახლი გქონდეს და თან ბუნებაში? დარეკე უძრავი ქონების სააგენტოში, დაუკავშირდი სპეციალისტებს და გაიგე როგორ და რანაირად მოიძიო ფული.

დაწერე შენი ოცნება ფურცელზე და შენს ოთახში კედელზე გააკარი. ის უნდა იყოს პირველი რასაც დაინახავ გაღვიძებისას და ბოლო – დაძინებისას. მთავარია ჩანაწერის ფორმა იყოს სწორი და მაქსიმალურად კონკრეტული. არა “მე მინდა გავხდე მწერალი”, არამედ ” მე მინდა დავწერო რომანი ამაზე და ამაზე…” მთავარი ოცნების შინაარსი არ უნდა იყოს ნეგატიური (მაგ: “მე არ მინდა, რომ ჩემმა ქმარმა მიღალატოს”). ჯერ ერთი, ეს არაა ის ოცნება რაზეც ბავშვობაში ოცნებობდი და მეორე, ზუსტად ასეთი მიდგომა იწვევს ქმრის დაკარგვას. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ის მიაღწევს წარმატებას, ვინც ზუსტად იცის რა უნდა და არა ის, ვინც იცის რა არ უნდა!

მას შემდეგ, რაც შენს ოთახში გააკრავ შენს მთავარ ოცნებას, ყოველ დღე გააკეთე ანალიზი, მოქმედებს თუ არა შენი მოქმედებები მთავარი ოცნების ასრულებაზე. თუ არა – მაშინ ღირს თუ არა ამ ყველაფრის გაგრძელება? თუ ოცნებობ ვარსკვლავობაზე, ღირს თუ არა მუშაობა იქ, სადაც დაბალი ხელფასი გაქვს, უფროსი “გეჩალიჩება” და გაყიდვების მენეჯერთანაც ცუდი დამოკიდებულება გაქვს?

ნაბიჯი II

წლის გეგმები

ანუ ოცნებასა და გეგმას შორის სხვაობა

ახალი წელი საუკეთესო დროა დაგეგმვისთვის, მაგრამ იმდენი საფიქრალი გვიჩნდება, რომ ამ დროს უმჯობესია გეგმებზე არც ვიფიქროთ. ისედაც მოსაფიქრებელი გვაქვს ვის რა ვაჩუქოთ და როგორი სუფრა გავაწყოთ.

არადა ახალი წელი საუკეთესო დროა ოცნებისთვის, მაგრამ მთავარია ვიცოდეთ, რომ ოცნება არ არის გეგმა ამიტომ, თუ გახდომაზე ოცნებობ მაშინ არ ინერვიულო ზედმეტად ნაჭამ ნამცხვრებზე და სასუსნაოებზე, არ დაგავიწყდეს, რომ გახდომა მხოლოდ ოცნებაა და არა გეგმა.

როდესაც დაუბრუნდები სამუშაო რიტმს, გამონახე 3 საათი იმისათვის, რომ შეადგინო წლის გეგმა. ჩამოწერე შენი ოცნებები და ის რაც ჩაიფიქრე ახალ წელს. თუ გგონია, რომ ისედაც ყველაფერი გახსოვს, მაინც არ თქვა უარი ყველაფრის დაწერაზე. წერა საჭიროა იმისთვის, რომ რაზეც ვფიქრობთ ყველაფერი რეალობად ვაქციოთ. ხანდახან ყველაზე არარეალური ოცნებები, რეალობად იქცევა, მთავარია გავუკეთოთ მთავარ ოცნებასთან სწორი კომბინირება  და საბოლოოდ 10 პუნქტიდან დავტოვოთ 4, საიდანაც 2 იქნება მთავარი ოცნებისკენ მიმავალი გზა. მაგალითად: მერიმ მთავარ მიზნად დაისახა “ლაინერით მოგზაურობა”. ხელფასი ჰქონდა 500$, საიდანაც შეეძლო ყოველთვიურად გადაენახა მხოლოდ 100$. 100*11=1100. ეს სამჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც საჭიროა ლაინერით მოგზაურობისთვის. ე.ი. მერის 3 წელი ესაჭიროება ამ თანხის შესაგროვებლად, რაც მერის არ აწყობდა, ამიტომ გააკეთა შემდეგი: გაუკეთა კომბინირება 2 ოცნებას. 1. “ლაინერით მოგზაურობა” და 2.” სამსახურის შოვნა”. დარეკა კომპანიაში, სადაც ლაინერზე სამუშაოდ იყვანდნენ ხალხს. ეს ხომ მთავარ ოცნებას აუსრულებდა, თან მერი კი არ გადაუხდიდა მათ, პირიქით..

ნაბიჯი  III

მომდევნო ერთი თვის მიზნები და გეგმები

ანუ როგორ და რანაირად ვიშოვნოთ ფული

ცხოვრებაში მომავალი წელი მრავალფეროვნად გამოიყურება, იმიტომ, რომ მასში ჩანს არა “საჭიროა”, არამედ “მინდა”. მაგრამ ამ თვეში “მინდა ვისწავლო ფრანგული” გადადის “საღამოობით ფრანგულზე სიარული მომიწევს”-ში, “მინდა დიზაინერის ჩექმა” – “საჭიროა რამე ლამაზის, პრაქტიკულის და იაფიანის პოვნა”-ში. საერთოდ, როგორც წესი, თანამშრომლებს ხელფასებს თვეში ერთხელ უხდიან, ამიტომ ჩვენი გეგმებიც უნდა იყოს ფულადი. ის ვინც აგროვებს ბინის პირველ შენატანს, აჯობებს თავიდანვე მოილაპარაკოს სამსახურში, რომ ხელფასის ნაწილი პირდაპირ დაერიცხოს იმ ანგარიშზე, რომელსაც მინიმუმ 1 წელი ვერ გამოიტანს, დანარჩენი თანხით კი აჯობებს ბევრი გეგმები არ დააწყოთ და დაიყოვოთ ბევრი “თავისუფალი ფული”.

ნაბიჯი IV

მომავალი კვირის მიზნები და გეგმები

ანუ როგორ ვიმუშავოთ ისე, რომ სხვები მუშაობდნენ ჩვენზე

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საშუალო დონის ხელმძღვანელი, წელიწადში 6 კვირას ხარჯავს მხოლოდ საბუთების ძებნაში და წარმოიდგინე რამდენ დროს ხარჯავ სიგარეტის მოწევისას, ინტერნეტში ჭორაობისას და თანამშრომლებთან უაზრო საუბრისას.

ჩატი და ჭორაობა – ეს არის დრო, რომელსაც სხვა ადამიანები გპარავენ, რათა მიიღონ უფასო ფსიქოლოგიური დახმარება ან გამოხატონ აგრესია. ანუ იმის მაგივრად, რომ შენს მთავარ მიზანზე იმუშავო, მუშაობ უფასო ფსიქოლოგად. არსებობს ეფექტური საშუალება, რომლითაც შეძლებ ფსიქოლოგობიდან ხელის აღებას და თან არც არავის აწყენინებ: უნდა ეცადო ისინი ამუშავო შენზე და გადაგიწყვიტონ პრობლემები. მაგ: მერის კვირა ძეიძლება დაიგეგმოს შემდეგნაირად: სამსახურში (ტურისტულ კომპანიაში) მას ჭირდება ინფორმაციის შეგროვება ახალ კურორტზე, სადაც თავისი ფირმა ტურისტების გაგზავნას აპირებს. მას დასაწერი აქვს თურქეთის კურორტზე, ხელფასი აქვს ასაღები, 15 წერილზე აქვს პასუხი გასაცემი, კლიენტი დასაწყნარებელი, რომელიც კომპანიას უჩივის. ამას გარდა, საპოვნელი აქვს კარგი ფრანგულის კურსები, ღუმელი შესაკეთებელი და პროდუქტები საყიდელი.

რა შეუძლია გააკეთოს? შეუძლია ორშაბათს დარეკოს კონკურენტ ფირმებთან და უთხრას, რომ უნდა თურქეთის კურორტზე გამგზავრება და გამოაგზავნინოს ინფორმაცია. პარალელურად, დასვას კითხვა. “იყო თუ არა ვინმე კურორტ X-ზე? როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა?” პარასკევს ის მიიღებს ორმხრივ ინფორმაციას: მათგან, ვინც კურორტს არეკლამებს და მათგან ვინც უკვე იყო იქ. ამ ინფორმაციას სხვები შეუგროვებენ და თვითონ აღარ ექნება საფიქრალი. სამშაბათს კლიენტს რომელიც უჩივის, შესთავაზებს კურორტ  X-ზე გამგზავრებას, შემდეგ კი კითხავს იქაურობაზე. ოთხშაბათს, იმის მაგივრად, რომ უპასუხოს 15 სასტუმროს წარმომადგენელს, სთხოვს თანამშრომელს, მან გასცეს პასუხი: “არის თუ არა იქ რამე საინტერესო”. ხელფასზე სალაროსთან დგომის მაგივრად, ითხოვს რიგი დაუკავონ და ამ დროში დარეკავს საფრანგეთის საელჩოში და იკითხავს სად შეუძლია ფრანგული ენის საუკეთესო კურსების გავლა. პროდუქტებს შეუკვეთავს და სახლში მიართმევენ, ღუმელის ხელისნის გამოძახებას კი დედას სთხოვს. კურორტ X-ზე ინფორმაციის შეგროვებას და დაწერას გადადებს ხუთშაბათამდე, რათა უფრო სასიამოვნო იყოს მუშაობა.

რეალურ ცხოვრებაში დაგეგმვა არც თუ ისე ძნელია. ჩამოწერე გეგმების სია, ყველაზე მნიშვნელოვანი (2 ან 3) შემოხაზე წითელი მარკერით და ჩამოკიდე ისეთ ადგილას, სადაც ყოველთვის დაინახავ. ყვითელი მარკერით აღნიშნე საშუალო მნიშვნელობის გეგმა (რომელსაც გააკეთებინებ სხვას) ეს სია გედოს მაგიდაზე. ცისფრად მონიშნე არც თუ ისე მნიშვნელოვანი საქმეები და ეს სია ჩადე ყუთში. თუ დრო არ გეყო მის გასაკეთებლად, სინდისის ქენჯნით მაინც ნუღარ დაიტანჯები.

ნაბიჯი  V

მომავალი დღის გეგმები და მიზნები

ანუ როგორ გავაკეთოთ საქმე და თან ვარდები ვყნოსოთ

უმჯობესია თუ ყოველი დღის ბოლოს დაგეგმავთ მომდევნოს – ესაა წარმატებული ადამიანების წესი. იმისათვის, რომ ვიყოთ წარმატებულები და თან ბედნიერები, არ შეიძლება ბევრი რამის დაგეგმვა. დაგეგმილი საქმეები ერთმანეთს ემატება, დრო კი არ გვყოფნის და ამავდროულად სინდისის გრძნობაც არ გვასვენებს. შენი ცხოვრება არ გაუმჯობესდება, თუ ყოველდღიურად იფიქრებ გეგმებზე და შეეცდები მის განხორციელებას. დაგეგმე დღეში 1 მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მიგიყვანს მთავარ გეგმასთან ან დაგეხმარება ფულის შოვნაში ან სულაც პოზიტიურად იმოქმედებს შენზე. დღე დაიწყე სწორედ იმით და არა email-ზე პასუხების წერით (ისე არაფერი ყლაპავს დროს, როგორც ეს) და სიგარეტის მოწევით (საშინლად ადუნებს ადამიანს). შუადღეს უკვე შეგიძლია გეგმის შესრულებას შეუდგე და არასოდეს გადადო სამე საღამოსთვის, იმიტომ, რომ საღამოს კომპიუტერს მიუჯდები და საქმესაც ვერ გააკეთებ. მას შემდეგ, რაც გეგმას შეასრულებ, შეგიძლია გადახვიდე მეორეხარისხოვან გეგმებზე, რომლებსაც შენს მაგივრად სხვები გააკეთებენ. თუ ეს არ გამოვა, შენთვითონ შეუდექი საქმეს, მაგრამ არ დაიძაბო. მთავარი საქმე ხომ უკვე გაკეთებული გაქვს. თუ მეორეხარისხოვანი საქმეები გადაიდო, მაშინ არ იჩქარო მესამეხარისხოვანი საქმეების კეთება. აჯობებს გახვიდე გარეთ და ვარდებს დაყნოსო. როცა სამუშაო არ გაქვს, ვალდებული არ ხარ იმუშავო

P.S.  თუ გადაწყვიტე ამ ე.წ. გაკვეთილების შესრულება ან ცდა მაინც, არ დაგავიწყდეს კომენტარის დატოვება. :*

happiness-with-words

11 responses to “როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება

  1. mscoraline October 19, 2009 at 7:29 pm

    ძალიან საინტერესოა : ))

    აუცილებლად გამომადგება მომავალში : )

  2. Gigoli October 19, 2009 at 7:58 pm

    გაიაზრე რა გსურს რეალურად, დაგეგმე წინასწარ და გადადგი თუნდაც ერთი ნაბიჯი, მის შესასრულებლად. საერთო ჯამში ეს დასკვნა გამოვიტანე.🙂 გმადლობ! ნამდვილად საინტერესოა.

  3. meloholica October 19, 2009 at 8:08 pm

    მიხარია რომ მოგეწონათ. დიდი მადლობა კომენტარებისათვის

  4. Sweet October 20, 2009 at 5:25 pm

    ამ წესებს დიდი ხანია მივსდევ და ძალიან ეფექტურია…😉

  5. angeldilo October 20, 2009 at 5:59 pm

    dzalian kargi rchevebia…chemtanac shemoixede da damikomentaree :* geloebiiit

  6. Sal October 20, 2009 at 6:28 pm

    amis gaketebas vcdilob drodadro da chemivegemebi ver avacye normalurad arad zustad vici ra midna. mgoni gza ver vipovne an fiqri mezareba ^^

  7. ხატუსია October 21, 2009 at 5:07 am

    kargi statiaa da namdvilad vetanxmebi yvela punqts😀

  8. gio November 25, 2009 at 1:48 pm

    sagol kai statiaa🙂

  9. kotikojafaridze May 27, 2013 at 3:53 pm

    Reblogged this on kotiko jafaridze.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: