Meloholica's Page

I Am What I Am

მამაკაცები და მათთან ბრძოლის ხერხები

801364მორიგი სტატია, რომელიც ძალიან მომწონს,ეხება მარტოხელა მამაკაცებს. თუ გინდა, რომ კარგად გაიცნო ისინი და თანაც დაიპყრო მათი გულები, მაშინ აუცილებლად წაიკითხე.

“გჯეროდეს წარმატების! თუ ქალი, ინიციატივას იჩენს, ურთიერთობების 20% მენდელსონის ვალსის ხმით მთავრდება”

ნამდვილი მარტოხელა მამაკაცი ყოველთვის..

ხაზს უსვამს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ არის მარტოხელა. გიჟებიც იძახიან, რომ არ არიან გიჟები..

იცის საჭმელების კეთება, შეუძლია შეაფასოს კარგად გაკეთებული საჭმელი და ზუსტად იცის, სად მოიპოვოს ის.

თვლის, რომ გარშემომყოფებს – ქალებს, მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს – სურთ ჩამოართვან “მარტოხელას” სტატუსი და ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ.

ნამდვილი მარტოხელა მამაკაცი, არასოდეს..

არ იძლევა დაპირებებს და არ საუბრობს სიყვარულზე. ეს ძალიან დიდ ვალდებულებებთანაა დაკავშირებული.. ხომ გესმით..

არ სთავაზობს არავის, პირველივე ღამის შემდეგ მასთან გადასვლას. თან ამას არ აკეთებს არც მეხუთე, მეოცე და მეასე ღამის შემდეგაც. პანიკურად ეშინია მის სახლში დარჩენილი ნივთების: სავარცხლის, პომადის და ჩვეულებრივი თმის ლაქის.

არ აცნობს მშობლებს თავის გოგონას, სანამ გოგონა არ მოითხოვს ამას. მაგრამ შეიძლება არც ამის შემდეგაც გააცნოს.

ვერ აიტანს თუ გოგონა სახლს დაულაგებს, მტვერს გადაუწმენდს ან სკამს გადააადგილებს მაგალითად ფანჯრისკენ. ამის უფლება ვინ მისცა???

და მაინც.. რატომ არ მოჰყავს ცოლი???

ჰგონია რომ ვერ გაუმკლავდება სიტუაციას. ბევრი მარტოხელა მამაკაცი, ჰიპერაქტიური ადამიანები არიან. თანხმდებიან ქორწინებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ  ძალიან ადვილია განქორწინება. “სიტუაციასთან გამკლავება” არ ნიშნავს კითხვის მატერიალურ მხარეს. ხშირად ეს შიში ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ეტლი – გოგრად გადაიქცეს, მზეთუნახავი – ურჩხულად, თვითონ კი იმედგაცრუებული დარჩეს.

რა უნდა ვქნათ? -აჩვენეთ თავი სახლის ფორმაში – ნამძინარავები, ბუნებრივი, მაკიაჟის გარეშე.

ცხოვრობს ილუზიებით. ანუ ეძებს თავის “საოცნებო გოგონას”, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ამიტომაც არ სურს სერიოზილი ურთიერთობების დაწყება, იქნებ შეხვდეს საოცნებო თუ არა, მიმსგავსებული მაინც.. თქვენზე რაღაცით მეტი.. დაგაწყნარებთ და გეტყვით, რომ ის მიმსგავსებულს მაინც თუ იპოვის, მაინც გააგრძელებს ძებნას და მასაც არ მოიყვანს ცოლად.

რა უნდა ვქნათ? – უნდა მოძებნოთ სხვა, ან კარგი ფსიქოლოგი საკუთარი თავისთვის და მისთვის.

ეშინია ცვლილებების

არ სჯერა, რომ ძიძლება არსებობდეს ბედნიერი ქორწინება. მაგალითად მოჰყავს თავისი ოჯახის, მეგობრების და ნაცნობების მაგალითები. აქვთ საყვარელი გამონათქვამი: “რა საჭიროა ცვლილებები, თუ ისედაც ყველაფერი კარგადაა”.

რა უნდა ვქნათ? შესთავაზეთ ცდა. მეცნიერული მიღწევების უმეტესობა ხომ ცდების შედეგია!

ის არასწორად აღზრდის მსხვერპლია. ძალიან ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ხანი არიან ოჯახზე დამოკიდებულნი, ყველაზე ხშირად კი – დედაზე, რომელიც ხელს უშლის გახრდაში და დამოუკიდებლად ცხოვრებაში.

რა უნდა ვქნათ? უნდა დავიცადოთ სანამ საყვარელი ადამიანი გაიზრდება (და შეიძლება ეს არც არასდროს მოხდეს). ყველაზე კარგი ვარიანტი კი ფსიქოლოგთან წაყვანაა.

“არასოდესზე” ბრძოლა

არასოდეს იყოთ დაღლილი – არაჯანმრთელი და დეპრესიული ქალები არ მოსწონთ კაცებს, იმიტომ ,რომ როდესაც გვარის გამგრძელებელზე მიდგება საქმე, მაშინვე მამაკაცის ქვეცნობიერება ირთვება.

ნუ იქნებით უკარება – გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ეს აშინებს მამაკაცების 70%-ს, რადგან ეშინიათ უარის მიღების და ტკივილის.

ნუ გაუკეთებთ საჭმელს – თუ ამას თვითონ არ გთხოვთ. შეიძლება მას ის სულაც არ  უყვარდეს, რაც თქვენ. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ მამაკაცების 30% ქალზე უკეთ ამზადებს საჭმელს.

ნუ მისცემთ ეჭვიანობის საბაბს. თუ ეჭვიანია: ყოველთვის გქონდეთ გასამართლებელი საბუთი, ნუ დაიგვიანებთ და ყოველთვის გქონდეთ მობილურის აკუმულატორი დატვირთული. ხშირად შეეხეთ, რაც ნიშნავს – შენ ჩემი ხარ!

ნუ მოითხოვთ საჩუქრებს – ხუმრობითაც კი.. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ბევრ მამაკაცს ცოლი არ მოჰყავს იმის გამო, რომ ეშინიათ ცოლების მატერიალური მადის.

არ უთვალთვალოთ და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. 9-დან მხოლოდ 1 სიყვარულია ორმხრივი. მამაკაცებს ჭირდებათ დრო, იმისათვის რომ გაერკვიონ გრძნობებში.

არ მოატყუოთ. ყველაზე სწორი გზაა – ნდობის მოპოვება.

იდეალური საცოლე

როგორი უნდა იყო, რომ მოხიბლო მარტოხელა მამაკაცი

უსაზღვროდ მომთმენი.  ყოველი პირველი მამაკაცი – ინტიმოფობია, ანუ ძალიან ეშინია ქალთან სულიერი სიახლოვის. მიგიწევთ მისი მკურნალობა… ფსიქოლოგები გვარიგებენ: ყოველთვის როცა რამე კარგს აკეთებს, უნდა გააჩერო და უთხრა, რომ ის ძალიან საყვარელია და შენ მისით აღფრთოვანებული ხარ.

ჭკვიანი და კეთილი და მხოლოდ ამის შემდეგ – ლამაზი. მამაკაცების მხოლოდ 30% აქცევს სილამაზეს ყურადღებას, ხოლო ყველა დანარჩენს სურს ყოველ დილით აღმოაჩინოს მის გვერდში “ღრმა შინაგანი სამყარო”.

მისი ასლი. ყველაზე ხშირად სურთ ჰყავდეთ თავისი თავის აპდეით ვერსია. სამწუხარო ისაა, რომ ეს ძალიან შორსაა რეალობისგან. თქვენ გაქვთ დავალება: გაიგოთ როგორია თქვენი რჩეული, თავის თავს როგორ ადამიანად ხედავს – მას ხომ სურს რომ ზუსტად ისეთად გხედავდეთ თქვენ..

დამოუკიდებელი და პრაქტიკული. თუ მას არ შეუძლია ფულის გამომუშავება, მაშინ თქვენ მოგიწევთ ხარჯვა. უნდა გამოიცნო მისი სურვილებიდა მომენტალურად აუსრულო.

გახსნილი და გაგებული. მოგიწევს შენი თავის ჩვენება და რაც მთავარია თავიდანვე არ ატყუო. ამ შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე ნიღბის ტარება მოგიწევს ან ტყუილში გამოგიჭერენ და მაშინვე მიგატოვებენ.

მხიარული. მხიარული ქალბატონები იზიდავენ მამაკაცებს, იმიტომ რომ იგრძნონ სიცოცხლე, ინტელექტი და ოპტიმალური განწყობა. ზუსტად ესაა მხიარულება..

მოგეწონა??? არ დაგავიწყდეს კომენტარის დატოვება. მე თქვენ კიდევ ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ🙂

12 responses to “მამაკაცები და მათთან ბრძოლის ხერხები

  1. fsiQe October 23, 2009 at 7:18 pm

    არც ერთი ბიჭის/კაცის გულისთვის მასეთი არ გავხდები, არ მიყვარს თვალებში რო უყურებ ადამიანს და სულ იმაზე ფიქრობ რა მოეწონება, რა არ მოწეონება და ა.შ
    არა, იმას კი არ ვამბობ, რომ საყვარელი ადამიანის აზრი არ უნდა გაითვალისწინო და არ უნდა გაახარო ხოლმე, (ისევე როგორც მანაც) მაგრამ ფსიქოლოგებთან რატომ უნდა ირბინოს ადამიანმა და ვიგაცის “შებმაზე” რატომ უნდა იჩალიჩოს? :დ
    რა ვიფემინისტე =))))
    ისე რა კარგი საინტერესო ბლოგი აგმოვაჩინე მიხარია..
    პოსტიც კარგი იყო, უბრალოდ მე არ ვეტანხმები, ტორემ ბევრს შეიძლება გამოადგეს კიდეც🙂

  2. თიკა March 17, 2010 at 6:01 pm

    კარგი სტატიაა მომწონა . მაგრამ იცი რას ვფიქრობ … ქალი ძალიან დაჩაგრული არსება ყოფილა. გამოდის რომ სულ შენ უნდა ეფერო , სიყვარული და მზრუნველობა არ მოაკლო ე.ი. დავკმაყოფილდეთ მცირედიდაც? კარგით რა🙂

  3. nata April 1, 2010 at 9:51 am

    arc erti kaci ar girs gadakvdomad,da mit umetes sul iqet tu unda gaugo…kaci imistvis mchirdeba ro me vigrdzno tavi komfortulad….da roca giyvars mgoni mistvis yvelafers gaaketeb,tu is agdebulad geqceva,e.i ar uyvarxar da arc girs iseti idiotis gamo wuxili ,romelsac shen (nebismier qals mogmartavt🙂 ) ar uyvarxar,shen-bunebis saocreba….🙂 :* ase ro …. tumca ragaceebi chvenc unda davtmot da tavi movawonot🙂🙂🙂

  4. teo April 4, 2010 at 6:38 pm

    dae kacebma ifiqron imaze tu riti gvasiamovnon qalebs, mat moipoven chveni gulis gasakgebi da irbinon fsiqologebta, yvela qals urchev taviaant tavs girseba sheunarchunon, imito rom aravis ar siamovnebs ugirs adamiantan urtiertoba, da rac mtavaria, yvela qalshia silamaze ubralod unda swavlon rogor warmoachinon es

  5. mariami August 22, 2010 at 8:07 am

    au aqet unda davkero kaebi?:D

  6. zura November 14, 2010 at 10:58 pm

    ra komentarebia raaris :D:D:D asec ar sheileba gogonebo magram cotati mainc getanxmebit mtlad fsiqologebtan siarulic sisulelea D:D:D:D:D

  7. nica October 30, 2011 at 4:58 pm

    mishvelet pirikit gavakete yvelaperiiii vinmem pasuxi gamecit raaa

  8. nica October 30, 2011 at 5:00 pm

    ra gavaketoo help aiutooo

  9. mari March 15, 2012 at 11:58 am

    samwuxarod yvela rchve zedapirulia-sheudzlebelia gaumklavde dedas,es igivea eshmaks chaafrinde rqebshi-brdzola sawyisshive wagebulia.amisi cocxali magaliti mravladaa,is fexmdzimesac ki migatovebs,tundac suli amosdiodes ushenod.gansakutrebit geshinodet fsiqologi dedebis!!!!!!

  10. Maria.kay August 6, 2012 at 9:27 pm

    kargi postia! gogoebo, martalia yvelaferi, rac ak ceria, sruli realobaa, kali msaxiobi unda iyos, es imas ar nishnavs, rom chven chveni cxovreba unda davivicyot da vigacas mivudzgvnat, egec ar moscont kacebs, ubralod isini bavshvebivit arian, miuxedavad imisa, rom dzlier skess ucodeben, rac ufro moveferebit da ”mis chkuaze gavivlit”, mit ufro mivagcevt imas, rac chven gvsurs, tan ise, rom kacs egoneba, rom yvelaferi es misi nebit moxda :)))

  11. qeta November 21, 2014 at 2:05 pm

    au tqveni rcheva mjirdeba,,, arvici bijs tavi rogor shevayvaro,,, arada dzaan miyvars, mas ki arvuyvarva. mishvelet ra vqna

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: