Meloholica's Page

I Am What I Am

როგორ ვიცხოვროთ ტყუილის გარეშე

stop-lyingთუ ცხოვრება ერთ მშვენიერ დღეს კოშმარულ სიცრუედ, გარშემომყოფნი კი ვერაგებად და გარეწრებად მოგეჩვენათ, გამოსავალი ერთია: უარი უნდა თქვათ ტყუილზე.  ჩემს მიერ შემოთავაზებულ გეგმას თუ მიჰყვებით, ერთი თვე მაინც იცხოვრებთ ტყუილის გარეშე. მოიკრიბეთ გამბედაობა და ინსტრუქცია შეასეულეთ. იქნებ ამით ცხოვრებისეული ჭეშმარიტება მაინც შეიმეცნოთ.დღე პირველი – თუ გადაწყვეტთ, რომ ვთქვათ, ორშაბათიდან აღარ იცრუებთ, გახსოვდეთ – წინ სასტიკი გამოცდა გელით. ბუნებრივია, პირველ ეტაპზე ე.წ. “ლომკები” დაგეწყებათ, ამიტომ საქმეს ნელ-ნელა მიჰყევით. დასაწყისისთვის მსუბუქი სიცრუე გეპატიებათ, ოღონდ თითოეული სიტყვა რომელსაც იტყვით, გააცნობიერეთ. გაიხსენეთ, რა სიხშირით ცრუობდით მანამდე, ვიდრე პატიოსან ცხოვრებას დაიწყებდით – უთუოდ გაგაოცებთ მაშტაბები. ასე რომ, “მართალი” ცხოვრება გირჩევთ ორშაბათიდან კი არა – კვირიდან დაიწყოთ. ეს დღე არც ისე გადატვირთულია სტრესული სიტუაციებით. ამასთან, თქვენს გარშემო ახლობლები (დედა, მამა, ძმა, და, ბებია, ბაბუა) ტრიალებენ, ისინი, ვისაც თვალდაუხამხამებლად და ყველაზე ხშირად ატყუებთ. ისინიც მიეჩვივნენ ამას.

მაშ ასე: პირველ კვირას საკუთარ თავს თვალყური ადევნეთ. თქვენ ახალ ცხოვრებას იწყებთ და ჯერ კიდევ უჩვეულოდ გრძნობთ თავს ახალ ამპლუაში? ცხადია, ტყუილის თქმა წყალივით მოგწყურდებათ  – რა გასაკვირია. თქვენი ნაცნობი მამაკაცი ჯოჯოხეთის მაშხალას ჰგავს, თქვენ კი სიმართლის თქმა გერიდებათ. ვიღაც კლინიკური იდიოტია, მაგრამ მასზე თქვანი ხელფასის ბედია დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, არც თქვენ წყვეტთ ციდან ვარსკვლავს და გვარიანი ზარმაციც ხართ. თუმცა, ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროთ და ყველას უნდა დაუმტკიცოთ, რომ პირიქითაა. girl-with-mask

აიღეთ უბის წიგნაკი და ჩაიწერეთ დღეში რამდენს იცრუებთ. ათი ტყუილი – საშუალო მაჩვენებელი იქნება, ოცი – ნორმის ზღვარია, 30 – სერიოზული დაფიქრება გმართებთ.  თუ ათ ტყუილზე ნაკლები ტყუილი გამოგივათ – პირველი კურსისთვის პათოლოგიურად პატიოსნად იქცევით. ეს იმის ნიშანია, რომ მთლად კარგად ვერ უნდა იყოთ.

მეორე კვირა – ახლა შენ უკვე იცი, რაც გჭირს და სიტუაციის ანალიზს უნდა შეუდგე. დაადგინე, ვის ატყუებ ყველაზე ხშირად – თუ ეს მეგობარი ბიჭია, საუკეთესო ამხანაგი ან უფროსი აღმოჩნდა, დაფიქრება გმართებს – არჩევანში ხომ არ შეცდი. ყველაზე საშინელი ის არის, თუ სხვებზე მეტად საკუთარ თავს ატყუებ – ეს პირდაპირი გზაა პარანოიის და განდიდების მანიისკენ. ასე რომ, თუ პირველ კვირას თავის მოტყუების  შემთხვევა ვერ დააფიქსირე, მეორე კვირა ამ საქმეს დაუთმეთ. ამასთან სიფრთხილე გმართებთ – არ გადააჭარბოთ.

მესამე კვირა – როცა თავის მოტყუებას ვეღარ შეძლებთ, სიცრუის კლასიფიცირება სცადეთ და აღმოაჩენთ, რომ შემდგომი ტიპი სიცრუისა – “ყოველი შემთხვევისთვის ცრუპენტელობაა. ეს ერთგვარი დამცავი მექანიზმია – ამით თავს უფლებას აძლევთ გააზვიადოთ საკუთარი ღირსებები და მიჩქმალოთ ნაკლი. ამიტომ საჯარიმო სისტემა უნდა შემოიღოთ, რაც თითოეული სიტყვის თქმაზე პასუხისმგებლობას გაგიჩენთ. მაგალითად, თუ მეგობრებში იტრაბახებთ, ინგლისური წყალივით ვიციო, ამ სიცრუისთვის უნდა ზღოთ კიდეც – ადექით და “რომეო და ჯულიეტა” ორიგინალში წაიკითხეთ, მერე კი კეთილი ინებეთ და მისი შინაარსი დაწერეთ. ასეთი საჯარიმო სანქციები ტყუილის თქმის სურვილს დაგიკარგავთ”.

მეოთხე კვირა – კარგად მოიფიქრებული და წინასწარ განზრახული სიცრუე დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე – ფსიქიკას უნგრევს  და ტყუილებით გატენილ გუდად აქცევს. ამას რომ თავი დააღწიოთ, ერთი კვირით დაკარგეთ იუმორის გრძნობა. არავის აუხსნათ თქვენი პირქუშობის მიზეზი. უპასუხეთ კითხვებზე მხოლოდ “დიახ” ან “არა”. ასეთი ქმედებით არა მარტო თქვენ გარშემომყოფებს, არამედ საკუთარ თავსაც დააფიქრებთ – ღირს თუ არა ამდენი ტყუილის თქმა?!

უკანასკნელი დღე – თუ მთელი თვის განმავლობაში ჩვენს გეგმას ფეხდაფეხ მისდევთ, მატყუარა ქალისგან – სიმართლის, სიკეთის განსახიერებად უნდა იქცეთ. თუ ყველაფერიეს მოგწონთ, გააგრძელეთ სრულყოფა. ვინ იცი, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს რჩევები იქით მისცეთ ხალხს.

თუ სასოწარკვეთილი ხართ და ამქვეყნად ყველაფერს წყევლით, რომ ყურად იღეთ ჩემი რჩევა – გამოდის,  უკურნებელი ხართ და ტყუილების ლაპარაკი უნდა გააგრძელოთ. რას იზამთ, გამოსწორება კი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ!

2 responses to “როგორ ვიცხოვროთ ტყუილის გარეშე

  1. mari February 20, 2010 at 9:36 am

    me titkmis ar vityuebi. sheileba ragac ar vtkva mara es tyuili ki ara ufro damalvaa, mara tu mkitxaven simartles vambob,radgan mware simartle yoveltvis mirchevnia sicrues, amitom garshemomyofebi mendobian. yoveltvis vcdilob simartlis tqmas da rtuli araa, ese ufro advilia cxovreba.

  2. kotikojafaridze May 27, 2013 at 3:54 pm

    Reblogged this on kotiko jafaridze.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: