Meloholica's Page

I Am What I Am

რა არ უნდა გააკეთო გასაუბრებაზე

interview2ძალიან არ მიყვარს გასაუბრებები და ალბათ არც არავის უყვარს, მაგრამ თუ სამსახურის შოვნა გინდა, ეს გარდაუვალია.  გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, თუ რა არ უნდა გააკეთოთ გასაუბრებაზე.

მიხვედით და აჭიკჭიკდით

ინტერვიუ იმდენად კარგად წარიმართა, რომ ერთი სული გაქვთ, ყველას მოუყვეთ ამ ახალი ამბის შესახებ. ალბათ უკვე ყველასთან განიხილე თუ როგორ ჩაიარა ინტერვიუმ, ისაუბრე მის დადებით და უარყოფით მხარეებზე და არც კი გიფიქრია იმაზე, რომ მათ შეიძლება საუკეთესო კანდიდატის სახელი და გვარი “დაგუგლონ”, ესტუმრონ შენს გვერდებს სოციალურ ქსელებში, სადაც ყოველთვის წააწყდებიან შენს ნამდვილ პოზიციას. შეიკავე თავი ზედმეტი ლაქლაქისგან ინტერნეტსაიტებზე და მეგობრებთანაც – მანამდე მაინც, სანამ ოფიციალრად აგიყვანენ ახალ თანამდებობაზე.

ო არა, შენ ოთახში საშინელი სურნელი მიმოაფრქვიე!

აუცილებლად თან იქონიე ნაზი სურნელის მქონე სუნამო და იპკურე ის 20 წუთით ადრე, სანამ ინტერვიუზე შეხვალ. მძაფრი სუნამო, რომელიც მთელ ოთახს მოიცავს და თავსაც აატკივებს ოთახში მსხდომთ, ნამდვილად ვერ მოგიტანს წარმატებას. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს. გასაუბრებამდე პარფიუმის უზომო გამოყენება, უბრალოდ, მიუღებელია და შენ აუცილებლად მოგაკრავენ არასერიოზული ადამიანის იარლიყს. საბოლოო ჯამში საკუთარ თავს უინტერესოს გახდი და აიძულებ დამსაქმებელს, არჩევანი სხვაზე შეაჩეროს.

თითქოს დამეგობრდით

ადამიანი, რომელიც ინტერვიუზე დაგხვდა, ძალიან კომუნიკაბელური და იუმორის გრძნობით სავსე აღმოჩნდა, ასევე გაირკვა, რომ უყვარს იგივე ბრენდები, რაც შენ… არაა გასაკვირი, რომ მაშინვე ყურადღებას ადუნებ და იწყებ მასთან საუბარს, როგორც დიდი ხნის ნაცნობთან. ამ დროს დიდია შანსი სიტუაცია ვეგარ გააკონტროლო. დაფიქრდი, ეს შესაძლოა იყოს გამოცდა, რომელზეც გამოწმებენ, თუ როგორ გაქვს გათავისებული საკუთარი როლი, როგორ შეიძლია დისტანციის დაჭერა უფროსთან და სამსახურში, ყველა სიტუაციაში – კოლეგებთან თუ შემკვეთებთან – სერიოზულობის შენარჩუნება.

ყოფილი ბოსი მოიხსენიე როგორც ტერმინატორი

თუკი შენი ყოფილი ბოსი ნამდვილი ტირანია, შენ კი გსურს უფრო მაღალ თანამდებობას მიაღწიო, დამსაქმებლის მიერ შეკითხვას, თუ რატომ გინდა კარიერული წინსვლა, თავი აარიდე. ამით მას ნათლად აჩვენებ, რომ სულაც არ ხარ ჭორიკანა, არ ლაპარაკობ ცუდად შენს კომპანიაზე და უფროსზე ზურგს უკან და რომ ადამიანებს ადვილად ეწყობი. შეეცადე კარგად ჩამოყალიბდე იმის თაობაზე, თუ რატომ ხარ საჭირო ადამიანი ამ თანამდებობისათვის. დამსაქმებელი სწავლობს შენს ხასიათს და თუკი იტყვი, რომ შენი ყოფილი ბოსი იდიოტი იყო, ნამდვილად არ ჩაგეთვლება კარგ ჟესტად.

დაგავიწყდა ამოსუნთქვა

რა თქმა უნდა, შენ გსურს, რომ საკუთარი თავის პრეზენტაციამ შედეგი მოგიტანოს, მაგრამ ლაქლაქი პაუზის გარეშე ინტერვიუს დროს ნამდვილად წამგებიანია. ზოგ კანდიდატს იმდენად უნდა თავისი აზრები გაუზიაროს დამსაქმებელს, რომ საერთოდ ავიწყდება, რისი გაგება სურს მის ვიზავის. შენს დამსაქმებელს აუცილებლად გაუჩნდება ეჭვი, საერთოდ უსმენ თუ არა და სამართლიანად ჩათვლის, რომ ცუდი მსმენელი ხარ. მკვლევარები გვირჩევენ, მაქსიმალურად გამოავლინო საკუთარი კომუნიკაბელურობა, გასცე ჭკვიანური პასუხები და დაარწმუნო მოსაუბრე, რომ ყურადღებით უსმენ. ნუ ამოისუნთქავ იმ მთავარ სიტყვებთან, რომელთა გაგონებაც დამსაქმებელს უნდა, შემდეგ გამოიყენე ეს ფრაზები საკუთარი თავის ვრცლად დასახასიათებლად, სუნთქვა კი ჩვეულ რიტმში გააგრძელე

ყველას გისურვებთ წარმატებებს :*

სტატიისთვის კი დიდ მადლობას ვუხდი ჟურნალ Cosmopolitan-ს.

15 responses to “რა არ უნდა გააკეთო გასაუბრებაზე

  1. piccolina November 16, 2009 at 10:46 am

    ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რომელიღაცა ჟურნალიდან დააკოპირე
    ქართულ რეალობასთან მაინცდამაინც არაა შესაბამისობაში )))

  2. meloholica November 16, 2009 at 3:07 pm

    bolos garkvevit miweria rom statia jurnal Cosmopolitans ekutvnis ))

  3. jenaro October 9, 2012 at 7:01 pm

    kargi rchevaa da aucileblad gavitvaliswineeeb

  4. Gogi Makaradze January 19, 2014 at 11:13 am

    ver davregistrirdi vinmem damexmareetraaa

  5. MoooB January 21, 2014 at 8:54 am

    auuu magariaaaaaaaaa😀

  6. Ramazi September 4, 2015 at 11:10 pm

    Damexmaret damaregistriret xalxno

  7. 591990050 September 13, 2015 at 3:27 pm

    rogor davregistrirdee mecc mindaa

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: