Meloholica's Page

I Am What I Am

კოსმეტიკის ლიკვიდაცია

ენი კოსმეტიკის ჩანთა აფეთქებულ ფაბრიკას ჰგავს? შებერილობით და ზედმეტი წონით იტანჯება? მიკარების გეშინია? რამის პოვნა შეუძლებელია? მაშინ ეს ინფორმაცია სწორედ შენთვისაა!

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია – კოსმეტიკის ნახევარზე მეტი გამოუდეგარია. გატეხილი, შესქელებული, ფერშეცვლილი, დალექილი კოსმეტიკა ხელებში გედებათ და ნერვებზე მოქმედებს. მაგრამ “მარაგის ამოწურვის” შიში გვათმენინებს ამ ყველაფერს. მორჩა! ბოლოს და ბოლოს თქვით:  “ვაღიარებ, რომ არ მინდა ავიტანო Beauty-ქაოსი. ჩემი კოსმეტიკის ჩანთა აღარ მემორჩილება და საჭიროა რეორგანიზაცია!”

ახლა კი აიღეთ სათითაოდ და გულახდილად უპასუხეთ კითხვებს: “რამდენი ხანია, რაც აღარ გამომიყენებია?”, “მჭირდება?” “ხარისხიანია?” . ერთ კითხვაზე მაინც თუ მიიღებთ უარყოფით პასუხს, თამამად ჩააბრძანეთ ნაგვის ურნაში.

პუდრი, ჩრდილი, რუმიანა

როდის გამოვეთხოვოთ. ვადის გასვლისთანავე. როგორც წესი, მისი გამოყენება შეიძლება 1,5 – 2 წელი

  • თუ ფერი შეიცვალა და კანზეც არათანაბრად ნაწილდება, ე.ი. ის გამოუდეგარია, თან ბაქტერიების მსხვერპლიც ხდები.
  • პუდრი მაშინვე უნდა მოიშოროთ, როგორც კი მისი შუა ნაწილი ბოლომდე დაიხარჯება. კიდეებში დარჩენილი რაღაც ნაწილი, უკვე აღარ გამოგადგებათ.
  • არ ეცადოთ აპლიკატორების გარეცხვა/გასუფთავება. მათ თავისი სამუშაო უკვე შეასრულეს და ჯობია ახლით შეცვალოთ.

როგორ მოვუაროთ

  • ყველა პუდრს, თვალის ჩრდილს, აქვს თავისი დამცავი “საფენი”, რომლის ამოცლასაც არ გირჩევთ. მისი წყალობით სარკეც სუფთად შეინახება და პუდრიც და თვალის ჩრდილიც სირბილეს შეინარჩუნებს.
  • სანამ სახეზე პურდს წაისვამთ, სახე სველი ქაღალდით დაინამეთ. ნუ გეშინია, კანს არაფერი მოუვა, პირიქით – პუდრს დიდხანს შეინარჩუნებ სახეზე.
  • აპლიკატორები შეცვალეთ ფუნჯით. ადვილად სუფთავდება და მისი გამოყენებაც უფრო სასიამოვნოა.

ტუში

როდის გამოვეთხოვოთ. როგორც კი დაკარგავს კრემისებურ სტრუქტურას.

  • გაფუჭებულ ტუშს, როგორც წესი, სპირტისებური სუნი აქვს.
  • წამწამებს ეკვრის, მრგვალდება და სახეზე შამოდის? იმედიც არ გქონდეს, რომ ხვალ ან ზეგ ეს პრობლემა გამოსწორდება.
  • ბოლოს როდის წაისვი ვერცხლისფერი ტუში? ოქროსფერი? ცისფერი? ისინი, როგორც წესი, ყოველთვის დიდი ხნით აწყვია და ფუჭდება.

როგორ მოვუაროთ

  • ყოველთვის კარგად დაახურეთ თავსაფარი.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ფუნჯზე არ წარმოიქმნას ქვები, ამისათვის ხშირად წმინდეთ ქაღალდით. გახსნისთანავე წაისვით, 1 წამითაც არ შეყოვნდეთ!
  • არასოდეს ეცადოთ გამშრალ ტუშში რაიმე სითხის ჩამატებას: წყლის, ტონიკის, თვალის წვეთების და სპირტის. სპირტი შლის ტუშის შემადგენელ ფორმულას და შეიძლება ალერგიულ რეაქციამდე მიგიყვანოთ.

ტონალური კრემი

როდის გამოვეთხოვოთ. როგორც კი შეეცვლება ფერი, სუნი, ტექსტურა.

  • წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაგიკვირდეთ, თუ კანის ქავილი დაგეწყოთ და გამონაყარი გაგიჩნდებათ.
  • თუ ტონალური კრემი გაჩუქეს და ის არ შეესაბამება თქვენი კანის ტიპს და ასაკს, არც კი ეცადოთ ექსპერიმენტის ჩატარებას.

როგორ მოვუაროთ

  • ყოველთვის, სანამ ტონალურს წაისვამთ, დაიბანეთ ხლები. ამით თავს დაიცავთ მიკრობებისგან.
  • შეინახეთ ბნელ ადგილას. სინათლეზე ბაქერიები გაცილებით სწრაფად მრავლდება.
  • არ შეურიოთ ორი ტიპის ტონალური. ისინი ბევრ აქტიურ კომპონენტებს შეიცავს და შეიძლება ერთად ვერ იცხოვრონ.

ფრჩხილის ლაქი

როდის გამოვეთხოვოთ. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ძირამდე ჩასული ლაქის გამოყენება, მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებს 5-6 გამოყენების შემდეგ, გადაგდება მოგვიწევს.

  • ყოველთვის ეცადეთ შეიძინოთ პატარა ფლაკონით.
  • თუ შესქელდა, მაშინვე უნდა გამოემშვიდობოთ. არ შეურიოთ “აცეტონი”. მისი გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ და მაშინვე მოგიწევთ გადაგდება.
  • სეზონის დასრულებისთანავე მოიშორეთ საზაფხულო/საზამთრო ფერები. მომდევნო რამდენიმე თვე ის მაინც არგამოგადგებთა და გამოშრება.

როგორ მოვუაროთ

  • სანამ თავსახურს დააფარებთ, მოაშორეთ “ყელს” ლაქის ნარჩენები. ისხელს უშლის კარგად დახურვაში.
  • გამოყენებამდე არ შეანჯღრიოთ. წარმოქმნილი ბუშტუკები ხელს უწყობს სწრაფ აორთქლებას.
  • მკვეთრ სინათლეზე სწრაფად იცვლის ფერს, ამიტომ შეინახეთ ბნელ ადგილას.
  • ფუნჯი გაწმინდეთ და მოაცილეთ შესქელებული ლაქი. ამის წყალობით, უკეთესად წაისვამთ ფრჩხილზე ლაქს.

ტუჩსაცხი და “ბლესკი”

როდის გამოვეთხოვოთ

  • ბოლო დროს ვარდისფერი ფერი გიზიდავთ? ძალიან ბევრი ტუჩსაცხი ხომ არ დაგიგროვდათ?  Pink – ტონებიდან ამოირჩიეთ ის, რომელსაც ნამდვილად იყენებთ, დანარჩენიკი დაარიგეთ.
  • წითელი ტუჩსაცხი ყველა ქალს უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ თვეში 1-2-ჯერ იყენებთ, მაშინ აუცილებელი სულაც არაა მისი ყოველდღე ტარება.
  • როდის გაიქერავეთ თმა? მაშინ რაში გჭირდებათ ბორდოსფერი “ბლესკი”? ის მხოლოდ შავგვრემნებს უხდებათ.

როგორ მოვუაროთ

  • საერთოდ, პომადას ღუპავს როგორც სიცივე, ასევე სიცხეც. არ შინახოთ მანქანაში ან მაცივარში.
  • თუ პომადაზე ბლესკს ისვამთ, აუცილებლად მოაშორეთ აპლიკატორს პომადის ნარჩენები.
  • პომადის ფორმა განისაზღვრება ტუჩის ფორმის მიხედვით. თუ პომადის ფორმა არ შეესაბამება თქვენი ტუჩის ფორმას, მისი შეცვლა მხოლოდ გაცხელებული დანის მეშვეობითაა შესაძლებელი.

ფანქრები

როდის გამოვეთხოვოთ

  • ფანქარი არ დაიყვანოთ ბოლომდე. საცოდავად გამოიყურება და არაესთეტიკურია. გამოიყენეთ ელეგანტურად გრძელი ფანქარი და ისიამოვნეთ ყოველი მოძრაობისას.
  • თუ ფანქრის თავსახური  დაგეკარგათ, არ ეცადოთ მისი შეცვლა – ბამბით, ქაღალდით და ა.შ. გამოაძევეთ კოსმეტიკის ჩანთიდან , რათა არც ჩანთა დაგისვაროთ და არც სხვა კოსმეტიკური საშუალებები.
  • თუ ფანქარი კანს გიკაწრავთ, ნუ ეცდებით რაიმე მეთოდებით მის გამოყენებას. ამდენ წვალებას, ჯობია სხვა იყიდოთ!

როგორ მოვუაროთ

  • ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, რომ თავსახური მჭიდროდ ეხუროს.
  • თუ თვეზე მეტია ფანქარი არ გამოგიყენებიათ, გათალეთ და განახლდება. ყოველთვის გაწმინდეთ აპლიკატორიც და სათლელიც.

თუ თქვენი კოსმეტიკის ჩანთა არაჩვეულებრივ მდგომარეობაში თვეზე მეტს გაძლებს – იამაყეთ. რეკორდი მოხსენით. თქვენს მეტი ამას ვერავინ შეძლებდა!

6 responses to “კოსმეტიკის ლიკვიდაცია

  1. BloggerGirl December 5, 2009 at 5:53 pm

    sul ar maqvs kosmetikuri chanta😀 :D: D

  2. Jood Tb_parazitka January 1, 2010 at 3:53 pm

    sainteresoa.. : )
    didad ar var kosmetikis moyvaruli, magram ragacebi gamomadgeba echvi maqvs laqse bleskze da fanqarze😛

  3. mari August 21, 2015 at 1:49 pm

    me gamomadga es rcheva da auxve 2 welia chemi kosmetiki chanta axalivitaaa

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: