Meloholica's Page

I Am What I Am

Dear Diary

დიდი ხანია არ მიწერია ჩემს თავზე და არა მარტო ჩემზე. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ აღარ ვწერ. თქვენს კომენტარებზეც იშვიათად ვახერხებდი პასუხის მოწერას. არადა რომ იცოდეთ თქვენი სათითაო კომენტარი, როგორ მიხარებს გულს🙂 სტიმულს მაძლევს და ვცდილობ უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაცია გამოვაქვეყნო. მოკლედ რომ ვთქვა, თქვენი კომენტარების წყალობითაა ეს ბლოგი ცოცხალი.🙂 ამისათვის დიდ მადლობას გიხდით და ბოდიშს მოგიხდით აქამდე რომ არ ვჩანდი🙂 ამის მიზეზი კი მხოლოდ ერთია..

ადრეც ავღნიშნე და ალბათ იცით, რომ ვმუშაობ და დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებ. არის ისეთი კვირები, როდესაც ერთი დღეც არ მიწევს დასვენება. არის ისეთი დღეები, როდესაც დილის 7 საათიდან – საღამოს 7-მდე იქ მიწევს ყოფნა და არის ისეთი დღეებიც, როცა 1 წუთი ვერ ვახერხებ დასვენებას. აი ეს ყველაფერი ერთად ავიღოთ, კარგად ავურიოთ და მივიღებთ 1,5 თვის ნატანჯ ადამიანს🙂

1 სიახლე, რომელმაც სიცოცხლის 20% წამართვა. (საზიზღარი🙂 )

ალბათ ყველას აქვს ოცნება, რომელზეც დღე და ღამე ოცნებობს, მისით იძინებს და იღვიძებს, რომელიც სულ თვალწინ უდგას და უიმისოდ ცხოვრება წარმოუდგენელი ჰგონია. სწორედ ასეთი ოცნების მსხვერპლი გავხდი. პატარა ბავშვივით ავტყდი და სანამ ჩემი არ გავიტანე, ჩემი დავიმართე. თითქმის ერთი წელი ვოცნებობდი ერთ-ერთ სმარტფონზე. როგორც კი გამიჩნდა ყიდვის შანსი, მაშინვე გამოვიყენე და წავედი შესაძენად. წარმოიდგინეთ ჩემი თავი, როდესაც ჩემი გახდა.. ჩემი!!!

იმ დღესვე შევისწავლე მენიუ, ფუნქციები, ჩავწერე სიმღერები, ვიდეოები და სრულიად ავითვისე🙂 როდესაც რადიოს დატესტვის დრო დადგა, ჩევაერთე ყურსასმენები და.. ვაი.. არ მუშაობს..😦 ერთ ყურში ისმისმ მეორეში -ხანდახან. თან უცნაურად შრიალებს. ავტეხე პანიკა და მეორე დღესვე წავიღე შესაცვლელად, თან ძალიან მეშინოდა – რომ არ შეეცვალათ? შეამოწმეს. კიდევ ერთხელ შეამოწმეს.. კიდევ ერთხელ.. და ბოლოს მესმის სასიხარულო პასუხი: “შეგიცვლით”. იმის მოყოლას აღარ დავიწყებ თუ როგორ ამოვარჩიე 10 ტელეფონიდან 1, იმიტომ რომ ყველას რაღაც ნაკლი ჰქონდა.  შევამოწმე და წამოვედი და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, სახლში რომ შევაერთე, ამასაც იგივე პრობლემა ჰქონდა. აქაც 1 ყურში ისმოდა და მეორეში არა. ცოტა დამაკლდა რომ არ დამემტვრია🙂 ისე მომეშალა ნერვები, ზედ აღარ ვუყურებდი, მივაგდე და შევეგუე იმ აზრს, რომ გაფუჭებული ტელეფონი ვიყიდე.

გავიდა 2 დღე.. 3.. არ ვიღებ ხმას, არავის ვეუბნები რა მჭირს, დავდივარ ჩაფიქრებული და დაღონებული.. ტელეფონსაც დილით ჩავიდებ ჩანთაში – საღამოს ამოვიღებ.. სიხარულის გრძნობა საეროდ დავკარგე..

ზუსტად მესამე დღეს, უსაქმოდ ვიჯექი სამსახურში და გადავწყვიტე ერთი ყურით მომესმინა რაიმესთვის. შევაერთე და ცოტა მეტი ძალა დავატანე და ვაი.. დატკაცუნდა და შესაერთებელი ჩაჯდა ბუდეში.

ახლა მითხარით: კაი, მე დებილი ვიყავი და ვერ შევაერთე, მაგრამ იქ, სადაც ვიყიდე, სადაც სპეციალისტები ჰყავთ და ნებისმიერ მოდელს აკეთებენ – იმათ რა ჭირდათ? სრულიად ჯანსაღი ტელეფონი, რატომ შემიცვალეს და რატომ თავში არ ჩამარტყეს, როცა ვუთხარი არ უმუშავებს შესაერთებელი – მეთქი? 

ძალიან კი გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ რომ არ მეთქვა არ შემეძლო.  ჩემი უვიცობის ბრალი კი იყო, მაგრამ მთლად ჩემიც არ იყო :)))

რჩევა: ნაყიდ ნივთს თუ დეფექტი აღმოუჩინეთ, მაშინვე არ ატეხოთ პანიკა. შეამოწმეთ 10-ჯერ, 20-ჯერ (ჩემს შემთხვევაში 3 დღე ამოწმეთ) და მხოლოდ შემდეგ მოედავეთ ვინმეს. 

ესეც ჩემი მხეცის ფოტო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: