Meloholica's Page

I Am What I Am

Dorian Gray – კიდევ ერთი ეკრანიზაცია

ყველას თუ არა, დარწმუნებული ვარ უმეტესობას, წაკითხული თუ არა – გაგებული მაინც ექნება ოსკარ უაილდის “დორიან გრეის პორტრეტის” შესახებ. ამის შესახებ უკვე დაწერილი მაქვს პოსტი, რომელიც შეგიძლიათ გადაიკითხოთ <<<დორიან გრეის პორტრეტი>>>. როგორც უკვე ავღნიშნე, ფილმი ეკრანიზირებულია 15-ჯერ. მისი პირველი პრემიერა შედგა 1913 წლის 17 მარტს აშშ-ში.  მეორე 1915-ში, მესამე – 1916-ში და ა.შ. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი ნანახი მაქვს, მაგრამ კარგი გადაღებული რომ ყოფილიყო, ალბათ ჩვენამდეც მოაღწევდა. თუმცა ძალიან მაინტერესებს 2004 წელს გადაღებული The Picture of Dorian Gray, რომელშიც მთავარ როლს ჯოშ დუამელი ასრულებს. (მიყვარს და რა ვქნა🙂 )

ახლა კი გადავიდეთ 09.09.09-ში გამოსულ ფილმზე, რომლის რეჟისორიც ოლივერ პარკერი გახლავთ და მთავარ როლებს ასრულებენ: ბენ ბარნსი (გრეი), კოლინ ფირთი (ლორდ ჰენრი),  ბენ ჩაპლინი (ბაზელი), ემილია ფოქსი (ლედი ვიქტორია) და ა.შ.

ვისაც წიგნი არ აქვს წაკითხული, მინდა მოკლედ ავხსნა, თუ რაზეა საერთოდ ეს ფილმიც და წიგნიც: საკმაოდ სიმპათიური (თუმცა ფილმში ნაკლებად სიმპათიური) დორიანი ჩადის ლონდონში, სადაც  ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. ჰენრი დაარწმუნებს დორიანს, რომ ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო, მხოლოდ მის სილამაზეშია და მას შეუძლია ყველა სიამოვნება შეიგრძნოს. დორიანმა ბაზელს დაახატინა თავისი პორტრეტი და ეშმაკთან დადო გარიგება, რომლის შემდეგაც ყოველი მისი ჩადენილი  ბოროტება, მხოლოდ მის პორტრეტზე აისახებოდა, თვითონ კი ისეთივე რჩებოდა, როგორიც ახალგაზრდობაში იყო – უბერებელი და ლამაზი. 25 წლიანი სიამოვნების ძიების  შემდეგ, ის იღლება და ბრუნდება ლონდონში, სადაც ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მაგრამ..

ფილმი საკმაოდ კარგადაა გადაღებული. სავსეა ეროტიული სცენებით, რომლის მეშვეობითაც ძალიან ადვილია იმ ყველაფრის აღქმა, რასაც დორიანი განიცდიდა და ეძებდა. კარგი ფილმია მათთვის, ვისაც წიგნი არ აქვს წაკითხული, მაგრამ ჩემი აზრით წიგნი ყოველთვის იყო, არის და იქნება საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე წამიკითხავს.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ეს წიგნი და თუ წიგნის კითხვა არ გიყვართ – ფილმსს მაინც უყურეთ🙂 დარწმუნებული ვარ, ყველას გვაქვს დორიანის ნაირი სარკე და ვხედავთ ჩვენს შეცდომებს..

ფილმის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან

2 responses to “Dorian Gray – კიდევ ერთი ეკრანიზაცია

  1. Niniii :))) April 9, 2011 at 7:02 pm

    auu saidan gadmovweroo ? :((( mindaaaa..

  2. Niniii :))) April 9, 2011 at 7:03 pm

    allnovies0idan ar wers :((m ‘coming son’ aweriaa😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: