Meloholica's Page

I Am What I Am

დაგეგმვა და სტრესი

stressცნობილმა ანალიტიკოსმა ერიკ ბერნმა, შეიმუშავა იოლი და ეფექტური მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია ადამიანების სტრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა. იმისათვის რომ მიხვდე საიდან წარმოიქმნა პრობლემები – სამსახურში, გეგმების განხორციელებისას, სასიყვარულო ურთიერთობისას, უბრალოდ უნდა გაიხსენო რას გეუბნებოდა დედა ბავშვობაში, როდესაც გაკვეთილების სწავლის დრო დგებოდა, შენ კი ამ დროს სასეირნოდ გინდოდა წასვლა. ამ საკითხში დედების უმეტესი ნაწილი იყოფა სამ კატეგორიად:

  • დედა 1: იმეცადინე საღამოს 6 საათამდე, შემდეგ კი შეგიძლია წახვიდე.
  • დედა 2: უნდა ისწავლო ყველაფერი რაც დავალებად გაქვს, ამის შემდეგ შეგიძია წახვიდე.
  • დედა 3: თუ ყველაფერს ისწავლი საღამოს 6-მდე, შეგიძლია წახვიდე, მერე დაგიგვიანდება და ვეღარ წახვალ.

პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს დროის შეზღუდვასთან. “იმეცადინე 6-მდე”-ში იგულისხმება: არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ისწავლი, მთავარია იმუშავო 6-მდე და შენ თავისუფალი ხარ!

მეორე სქემა: “გააკეთე ყველაფერი და თავისუფალი ხარ”

მესამე შემთხვევაში დედა მიგვანიშნევს: “თუ ყველაფერს ვერ მოასწრებ 6-მდე თავისუფალი ვერ იქნები”. ბერნის აზრით სწორედ მესამე ვარიანტი აყენებს ბავშვს დიდ სტრესს და უიღბლოობისკენ უბიძგებს.

დედების სამი ტიპის “შელოცვა” წარმოქმნის სამი ტიპის კარიერისტებს:

  • “ადამიანი ათიდან – ექვსამდე” – რომელსაც დიდი წარმატება ელის საოფისე კარიერაში
  • “ადამიანი თავისუფალი გრაფიკით” – რომელიც ხშირად აგვიანებს სამსახურში, მაგრამ მის მიტოვებას არ აპირებს იქამდე, სანამ ყველაფერს არ გააკეთებს რაც გასაკეთებელი აქვს
  • “ნერვიული თანამშრომელი” – რომელიც ყოველთვის ცდილობს ყველაფერი მოასწროს, გადამწყვეტ მომენტში კი კრახს განიცდის. მისი ლოზუნგია “მე ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის..”

აბა ეხლა აღიარეთ ადამიანების რომელი ტიპის კარიერისტებს მიეკუთვნებით : ))))

4 responses to “დაგეგმვა და სტრესი

  1. ♥ The Dream Teller ♥ January 10, 2010 at 7:43 pm

    იმედია პირველ ტიპს განვეკუთვნები და დიდი წარმატება მელის : ))

  2. Landish January 10, 2010 at 7:54 pm

    მანდ მეოთხე კატეგორიიის დედაც უნდა იყოს, რომელიც შვილს ეუბნებოდა, ისწავლე, თორე მოგიტ$ნავ კარგის ტრ#კს : ))

    ნუ ეს ჯასთ კიდდინგ..
    მარა ეხა ჩემ თავს რო ვუყურებ ვხვდები რო ალბათ მეორეს უფრო განვეკუთვნები..
    რადგან ადამიანი ვარ “თავისუფალი გრაფიკით” : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: