Meloholica's Page

I Am What I Am

მსახიობები და წარმატებული როლები II

ვაგრძელებ თემას “მსახიობები და წარმატებული როლები” და მინდა წარმოგიდგინოთ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან: ჯეისონ სტეტჰემი, ქეით ჰადსონი, მეთიუ მაკკონაჰი, მილა იოვოვიჩი და ჯუდ ლოუ.

ლუდ ლოუ (Jude Law) 6 წლის ასაკიდან დგას სცენაზე, ტელე ეკრანებზე კი 14 წლის ასაკში გამოჩნდა და მაყურებლების გული მაშინვე დაიპყრო. ჩემი ყურადღება კი “ხელოვნური ინტელექტით” მიიპყრო, სადაც მართლა ძალიან კარგად ითამაშა და ფილმიც ძალიან ძალიან მომეწონა, თუმცა იმ დროისთვის ჯუდი უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო. მეორე ფილმი, რომელმაც ჩემში დიდი ემოციები გამოიწვია, არის “ცივი მთა” (Cold Mountain), სადაც ლოუ მართლაც შეუდარებელია.  ამ რამდენიმე დღის წინ კი ვუყურე ფილმს “შერლოკ ჰოლმსი” (Sherlock Holmes) და კიდევ ერთხელ შემაყვარა თავი🙂 მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან ძალიან ძალიან კარგი მსახიობია და ყველას გირჩევთ, რომ უყუროთ ყველა ფილმს, სადაც კი უთამაშია🙂

მილა იოვოვიჩი (Milla Jovovich) – ქალი ლეგენდა..  1997 წელს გამოსული ფილმით “მეხუთე ელემენტი” (The Fifth Element) ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ასევე ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: Resident Evil, Ultraviolet, You Stupid Man და ა.შ.

მეთიუ მაქკონახი (Matthew McConaughey) – მსახიობი, რომელიც ჩემში ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს. ის შეუდარებელია ყველა ფილმში და ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულიც დაიმსახურა. ცნობილია ფილმებიდან: The Wedding Planner, How To Lose A Guy In 10 Days, Failure to Launch, Fool’s Gold, Ghosts of Girlfriends Past..

მეთიუს შემდეგ, როგორ არ უნდა ვისაუბრო ქეითზე (Kate Hudson), ეს უბრალოდ დიდი სირცხვილი იქნებოდა : )) მეთიუმ და ქეითმა ორ ფილმში მიიღეს მონაწილეობა და ორივე პოპულარულია. ისინი მართლაც უხდებიან ერთმანეთს და კარგადაც თამაშობენ.. ქეითი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: Almost Famous, Le Divorce, How To Lose A Guy In 10 Days, Raising Helen, You,Me and Dupree, My Best Friend’s Girl, Fool’s Gold, Bride Wars

და ბოლოს,  ჯეისონ სტეტჰემი (Jason Statham), რომელმაც მაყურებელს 1 როლით დაამახსოვრა თავი, ესაა     “კარტი, ფული და ორი ლულა”. ის მართლაც გამორჩეული მსახიობია და ჩემი აზრით ყველასგან განსხვავებული. ძალიან მომწონს ფილმებში: Transporter (სამივე ნაწილი), London, Revorlver, Crank, Death Race.

One response to “მსახიობები და წარმატებული როლები II

  1. robert pattinson June 21, 2011 at 10:07 am

    au ratom araperia natqvami robert pattinsonze? is xom tineijerebis kerpia?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: