Meloholica's Page

I Am What I Am

20 სერიალი

ამ პოსტის დასაწერად ჩამოვწერე სია და თვალებს არ დავუჯერე. ის, არც მეტი და არც ნაკლები 20 ყოფილა. მეთვითონაც არ ვიცი ამდენი სერიალებისთვის დრო როგორ მრჩება, მაგრამ ფაქტია, რომ ოცივეს  ერთდროულად ვუყურებ🙂 მართალია, რამდენიმე შეჩერებულია და სულ მალე გაგრძელდება, მაგრამ მაინც ხომ უნდა ვუყურო : )) დავიწყებ ჩემი ფავორიტი სერიალებიდან:

#1. Dexter – ვერ წარმოიდგენთ ეს საყვარელი მანიაკი როგორ მიყვარს. ეს ერთადერთი სერიალია, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ველი და ყოველი სერია უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ის მართლაც პირველია! გამოსულია 4 სეზონი. იძახიან, რომ მე-5 სექტემბრიდან დაიწყება და მეც ველი..

2.  Supernatural –  ამის ყურება მეგობრების ხათრით დავიწყე და არც ვნანობ. მართლა კარგი სერიალია. ზღაპარია, მაგრამ საინტერესო. ამჟამად ვუყურებ მე-5 სეზონს.

3.  Being Human – ეს სერიალი 3 მეგობარზეა – ვამპირზე, მაქციაზე და მოჩვენებაზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და არიან საუკეთესო მეგობრები. ძალიან თბილი და საყვარელი სერიალია. 1 სერიას მაინც უყურეთ და დარწმუნდებით.

4. House – ამას ბევრი ახსნა არ ჭირდება🙂 მე-2 სეზონზე გადავედი (თავიდან დავიწყე..)

5. Lost – ამ სერიალმა უკვე კიბო გამიჩინა, მაგრამ იმდენად მაინტერესებს ფინალი, რომ მაინც ვუყურებ.. უკვე ბოლო სეზონი გადის და იმედია მალე დაამთავრებენ.

6.  Smallville – სუპერმენის ისტორია.. თავიდან მომწონდა და 1 ამოსუნთქვით ვუყურებდი, მაგრამ რაღაც ვეღარ მომწონს..

7.  Misfits – ინგლისური სერიალი ინგლისური იუმორით. 1 სეზონია გამოსული, მაგრამ ჩემი გული უკვე დაიპყრო, იმედია გააგრძელებენ.

8.  The vampire diaries – ამ სერიალს მხოლოდ 1 მსახიობის გულისთვის ვუყურებ.  ვამპირებს თუ არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ კარგი სერიალია.

9.  Life Unexpected – მოზარდი გოგონა იპოვნის თავის მშობლებს, რომლებიც თითქმის თავისი ტოლები არიან. მამა – ბარმენი, რომელსაც ცხოვრება “ჰკიდია” და დედა – რომელიც რადიოში მუშაობს და მას ყველა იცნობს. შვილის გამოჩენის შემდეგ კი მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და ცდილობენ გოგონას აღზრად, რომელიც მთელი ცხოვრება დამოუკიდებლად და თავისუფლად ცხოვრობდა. სახალისო სერიალია. მომწონს.

10.  Heroes – ამ სერიალში სიგიჟემდე მიყვარს საილერი, რომელიც ყველაზე უარყოფითი გმირია სერიალების ისტორიაში.  მაგრამ მე მიყვარს🙂

11.  Lie to me – მართალია ჯერ პირველ სეზონზე ვარ, მაგრამ მართლა კარგი სერიალია. თუ გინდათ რომ ადმაიანის ფსიქოლოგიას გაეცნოთ – უყურეთ!

12. Ultimate Survival –  ბეარ გრილსის ისტორიები.. ჩემს თვალში ის ნამდვილი გმირია  : ))))

13.  Gossip girl – ამასაც იმიტომ ვუყურებ, რომ მაინტერესებს როგორ დამთავრდება

14.  Ugly Betty – უშნო ბეტი, რომელიც მთავარი რედაქტორის თანაშემწეა.  ნეტა ყველას მასე უმართლებდეს ცხოვრებაში : ))

15.  One Thee Hill – ამ სერიალს რატომ აგრძელებენ მაინც ვერ ვხვდები.. ის მე-4 ან მე-5 სეზონზე უნდა დაემთავრებინათ და მაგარი დასასრული გამოუვიდოდათ, მაგრამ რაკი გამოდის, მეც ვუყურებ როცა დრო მაქვს

16. Family Guy –  სულ ახლახანს დავიწყე პირველი სეზონი და აი ძაააან მაგარი რაღაცაა.. ყველას გირჩევთ..

18. Melrose  Place – 2 დღეა ამ სერიალს ვუყურებ. თავიდან თითქოს არაფერი, მაგრამ მერე ძალიან ჩამითრია. მაგარი ამბები ტრიალებს :))

19.  Californication – ამ სერიალში დევიდ დუხოვნი შეუდარებელია. მხოლოდ მისი გულისთვის ვუყურებ.

20. Flash forward – ესეც ახალი სერიალი, რომელშიც ძალიან ჩახლართული სიტუაციებია და ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები.

P.S. სულაც არ ვარ უსაქმური. დღეში 8 საათს სამსახურში ვატარებ : )))))

2 responses to “20 სერიალი

  1. 2929 June 26, 2010 at 3:46 pm

    da dros rogor anawileb rom samsaxurshic imushao da filmebsac uyuro? me ver vaxerxeb😦 da sul mshursavit shennairi moswrebuli adamianebis🙂

    • meloholica June 26, 2010 at 3:57 pm

      როგორ და.. ამ სერიალებიდან უმეტესი ნაწილი შეჩერებულია, ხოლო რომელიც გამოდის დღეში ერთ ან ორ ახალ სერიას რომ უყურო, ჩათვალე რომ თავი ქუდში გაქვს.😀

      თუმცა ამ ბოლო დროს საქმეები დავუმატე ჩემს თავს და სერიალებისთვის მართლა ვეღარ ვიცლი😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: