Meloholica's Page

I Am What I Am

როგორ ვიცხოვროთ მარტივად და ბედნიერად!

თუ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ და გსურთ უფრო მეტს მიაღწიოთ ცხოვრებაში ან შეიცვალოთ უკეთესობისაკენ, წაიკითხეთ ეს რჩევები, გაიზიარეთ და იმოქმედეთ “ახალი ცხოვრების” დასაწყებად. ნუ დაელოდებით მომდევნო ორშაბათს, დაიწყეთ დღესვე!

1. წარმატების საიდუმლო

ქაღალდის ერთ გვერდზე ჩამოწერეთ ყველა ის პროექტი,  (იდეა,საქმე) , რომელიც უკვე წარმატებით განახორციელეთ. ამოიწერეთ მიზეზები, რომელთა გამოც წარმატებას მიაღწიეთ. მეორე გვერდზე ის პროექტები, რომელთა შესრულებაც ვერ შეძელით. ამოწერეთ წარუმატებლობის მიზეზები. ახლა დაფიქრდით და შეეცადეთ გამოასწოროთ შეცდომები და გაამრავლოთ წარმატებები.

2. ვიკლებთ წონაში

გაზაფხულზე მეტად აქტუალურია წონის დაკლების საკითხი. 10 კილოს 1 თვეში ვერ დაიკლებთ, (დაიავადმყოფებთ ორგანიზმს) შეგიძლიათ პირველ თვეს შეამციროთ ღვეზელების ნამცხვრებისა და ტკბილეულის რაოდენობა. თვეში 500 გრამს დაიკლებთ. შემდეგ თვეში შეეცადეთ დილაობით ივარჯიშოთ და სულ ცოტა ხანში სასურველ შედეგს მიაღწევთ – ტანწერწეტა გახდებით.

3. ავისრულოთ სურვილები

ჩამოწერეთ თქვენი სურვილები. გვერდით მიუწერეთ ის გზები, რომლებიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. მაგალითად: გადაწყვიტეთ უცხო ენის (იაპონურის) შესწავლა. “დავურეკავ ყველა უცხო ენის შემსწავლელ ცენტრს”, “ინტერნეტში მოვძებნი ენის შემსწავლელ უფასო საიტებს”, “გამოვკითხავ მეგობრებს თუ სად და ვისთან შეიძლება ენის შესწავლა” და ა.შ.

4. მოიხსენით შავი სათვალე

ქალები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან  პესიმისტური ფიქრებისადმი. დაივიწყეთ: “ვერ შევძლებ”, “არ გამომივა”, “დავმარცხდები”. დაიმახსოვრეთ: თქვენ ნიჭიერი, სიმპათიური, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ხართ და ყველაფერი გამოგივათ.

5. მეუღლე თქვენი საუკეთესო მეგობარია

დილით ნუ მოჰყვებით წუწუნს: “უამრავი საქმე მაქვს, მაგვიანდება..” მოეფერეთ და გაუღიმეთ საკუთარ მეუღლეს. შინ დაბრუნებული ნუ ჩაერთვებით სერიალებში. მეუღლეს გამოჰკითხეთ სამსახუში მომხდარი ამბები. გაამხნევეთ და მოეფერეთ. არავითარ შემთხვევაში არ იკამათოთ ძილის წინ.

6. გაანებივრეთ საკუთერი თავი

შავი დღისთვის ფულის გადანახვა საჭიროა, მაგრამ ნუ იტყვით უარს საკუთარ სიამოვნებაზე და ზოგჯერ გაანებივრეთ საკუთარი თავი სიურპრიზებითა და საჩუქრებით. ეს უფრო მეტად გაგიხალისებთ ცხოვრებას, ვიდრე მომავალზე ფიქრი.

7. დაეხმარეთ მეგობრებს

მიმოიხედეთ, იქნებ გარშემომყოფებს თქვენი დახმარება ესაჭიროებათ. შეძლებისდაგვარად მხარში ამოუდექით მათ. გახსოვდეთ: “მადლი ჰქენი, ქვაზე დადე..”

8. დახვეწილობის შესანარჩუნებლად

უარი თქვით ლიფტზე. 5 თეთრიანებიც დაგეზოგებათ და ფეხის კუნთებსაც გაიმაგრებთ. ყოველდღე 1 ჭიქით მეტი წყალი დალიეთ. ორცხობილას მაგივრად ვაშლი ჭამეთ. შეძლებისდაგვარად, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, ივარჯიშეთ. დაიმახსოვრეთ ოქროს სიტყვები: “ისაუზმე დედოფალივით, ისადილე პრინცესასავით და ივახშმე კონკიასავით.”

9. კანი, კანი, კანი…

ასაკის მატებასთან ერთად, მასთან დაკავშირებული პრობლემებიც მატულობს. სისტემატურად მიაკითხეთ დერმატოლოგს. შეიძინეთ სახის კანის მოსავლელი საშუალებები. მიიღეთ ვიტამინები და მიკროელემენტები.

10. დაისვენეთ

ორგანიზმს დასვენება სჭირდება. დაღლილობის დროს, გასამხნევებლად ნუ მიეძალებით ყავას. ნუ გაიბუღებით სიგარეტით. უმჯობესია 10-15 წუთით დაისვენოთ, დაიძინოთ (მეტიტაციის 10 წუთი სიმხნევესა და ენერგიას დაგიბრუნებთ).

11 ტკბილი ძილი

ძილის წინ (ორი საათით ადრე) მიიღეთ აბაზანა. ბალიშზე ლავანდის ზეთი (დამამშვიდებელია და დასაწყნარებელი) აპკურეთ და ტკბილად დაგეძინებათ. შეიძლება ძალიან დიდი ხანი გძინავთ ან ძილი გაკლიათ. დასვენების დღეებში გამორთეთ მაღვიძარა და საკუთარ თავს გამოძინების საშუალება მიეცით.

12. სიამოვნების წიგნი

ყოველთვის თან იქონიეთ უბის წიგნაკი, სადაც სასიამოვნო განცდებს ჩაიწერთ. და “ბედნიერ” ფოტოებს ჩააკრავთ. აგრეთვე შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ის სასიამოვნო ადგილები, რომელთა ნახვა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

და ბოლოს. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ან თავიდან დაწყება მარტივია. მთავარია მოინდომოთ.

4 responses to “როგორ ვიცხოვროთ მარტივად და ბედნიერად!

  1. anukii July 19, 2010 at 2:43 pm

    dzalian saintereso ramaa:*

  2. xatuna August 3, 2012 at 7:28 am

    მადლობთ

  3. kotikojafaridze May 27, 2013 at 3:48 pm

    Reblogged this on kotiko jafaridze.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: