Meloholica's Page

I Am What I Am

Me Without You – მე შენს გარეშე

იყო და არა იყო რა, იყო ორი გოგონა. ერთს ერქვა მარინა, მეორეს – ჰოლი. ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ.. გადიოდა წლები: იცვლებოდა მოდა, ვარცხნილობები, მუსიკა, ჟარგონები, კუმირები.. ისევე როგორც ჩვენი გმირები. ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ, იცინოდნენ და ტიროდნენ, უყვარდებოდათ და “იყოფდნენ” ბიჭებს, იზრდებოდნენ და ცხოვრებაში თავის ადგილს ეძებდნენ.

…მაგრამ მათი მეგობრობა ცალმხრივი აღმოჩნდა!

ეს ფილმი ეძღვნება იმ დიდ გრძნობას, რომელსაც მეგობრობა ჰქვია და წლების განმავლობაში გრძელდება.. ის წარდგენილი იყო ბრიტანულ კინოაკადემიაზე და 2002 წლის “საუკეთესო ბრიტანული ფილმის” ჯილდო აიღო.

“მე უბრალოდ აღარ მინდა, რომ ერთად ვიყოთ. ეს არაა შენი ბრალი და არც გადანაშაულებ. უბრალოდ, მე ჩემი თავი აღარ მომწონს შენს გვერდით.. მახრჩობ.. ჩვენ ერთმანეთს ვახრჩობთ.. როცა შენთან ერთად ვარ, თავს საზიზღარ, მახინჯ, წარუმატებელ, არასაკმარისად კარგ, სასოწარკვეთილ, იმედგაცრუებულ ადამიანად ვგრძნობ.. ” – ფრაზა ფილმიდან

3 responses to “Me Without You – მე შენს გარეშე

  1. გიგოლი April 1, 2010 at 3:52 am

    ვნახავ აუცილებლად.

  2. Sophie Golden May 11, 2010 at 8:44 pm

    ერთერთი საუკეთესო ფილმია, რაც ამ ბოლო დროს ვნახე. შენ ცოტა მოკლედ გეწერა, მაგრამ მგონი, ასეც ჯობია, არ არის საჭირო ყველამ ნახოს ეს ფილმი.
    მიშელ უილიამსი, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგად თამაშობს თავის როლს. ძალიან “ჩემი” ფილმია, იმდენად, რომ ღიად არ შემიძლია ამაზე საუბარი. მიხარია, რომ ამ ბლოგზე ვნახე პოსტი “Me without you”-ს შესახებ.

  3. meloholica May 16, 2010 at 1:14 pm

    სოფი ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის. მართლა ძალიან დიდი შინაარსის მქონე ფილმია და მაშინ, როცა ამ ფილს ვუყურე, ზუსტად იგივე მომენტი მქონდა ცხოვრებაში და ასე მეგონა, ჩემზე იყო გადაღებული. ძალიან არ ჩავუღრმავდი, იმიტომ, რომ რისი თქმაც მინდოდა ამ პოსტით ის ვთქვი :))

    თუმცა დღეს რომ ვწერდე, ალბათ უფრო განვავრცობდი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: