Meloholica's Page

I Am What I Am

Summer 2010: Vardzia

საქმებში ჩაძირულს ისე შემომეპარა ზაფხული, ვერც ვიგრძენი. ყოველ ზაფხულს, ერთი სურვილი მაქვს, სადმე წავიდე, რამე დავათვალიერო და ემოციებით დახუნძლული დავბრუნდე დედაქალაქში, თუმცა როგორც ვატყობ წელს იმაზე მეტს ვნახავ, ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა.

გავაგრძელებ იმით, რომ ზაფხული მომეპარა და მე ჯერ კიდევ “მეძინა”🙂 რომ არა ერთი ძალიან მაგარი ადამიანი, მე იდეაშიც არ მქონდა სადმე წასვლა. შემოთავაზება ასეთი იყო: ხვალ ვარძიაში მივდივართ, წამოხვალ? როგორ შეიძლებოდა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემა🙂

არ ვიცოდი ვინ მივდიოდით, რანაირად მივდიოდით და რამდენი ხნით, მარტო ის ვიცოდი რომ დილის 7 საათზე ადგილზე უნდა ვყოფილიყავი და რა თქმა უნდა მეც მივჩანჩალდი.

როგორც აღამოჩნდა მივდიოდით  ტურით, გვყავდა გიდი და იმაზე მეტი სიამოვნება მელოდა წინ, ვიდრე წარმომედგინა🙂 არასოდეს დავინტერესებულვარ ტურებით და არ ვიცოდი, რომ თურმე შეიძლება ერთ დღეს ადგე, ჩაიცვა და სრულიად მარტო გაჰყვე ასეთ ტურს და დაათვალიერო უამრავი საინტერესო ადგილი. მარტო ადგილების დათვალიერებით არ მთავრდება მთელი სიამოვნება, რაც მთავარია კიდევ რამდენიმე ადამიანს გაიცნობ, რომელიც შენსავით დაინტერესებულია იმ ყველაფრით, რაც შენ გაინტერესებს. მოგზაურობა ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდის და გინდება უფრო ხშირად იარო საქართველოს სხვადასხვა ადგილებში.

მოკლედ, სურათებით მოგიყვებით რა იყო იქ საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ კამერა არ მქონდა, მობილურით მაინც მოვახერხე რამდენიმე საინტერესო ფოტოს გადაღება.

დავიწყებ აი ამ საინტერესო მთიდან, რომელიც გზაში შეგვხვდა. ერთი შეხედვით მთაა, მაგრამ აქ როდესღაც ისეთივე ქალაქი ყოფილა, როგორიც ვარძიაშია. სამწუხაროდ დღეს დანგრეულია, მაგრამ რამდენიმე კედელი კიდევ შენარჩუნებულია

ამ კლდეში ნაკვეთი ქალაქის ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ გარედან საერთოდ არ ჩანდა და მტერი ვერ ამჩნევდა მას. გარედან ჩვეულებრივი ლკდე იყო, შიგნით კი სიცოცხლე დუღდა.  მაგრამ დრო და მიწისძვრები თავისას შვრება და ახლა მხოლოდ ნარჩენი კედლების ხილვა შეგვიძლია😦

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივაღწიეთ ვარძიამდე

მისი ნახვისას ადამიანს საოცარი შეგრძნება გეუფლება. როცა აცნობიერებ, რომ აქ XII – XIII საუკუნეებში სიცოცხლე ჩქეფდა, რომ სწორედ აქ,  თამარ მეფე დააბიჯებდა და სწორედ მისი ბრძანებით შეიქმნა ეს საოცარი ქალაქი.


ყოველ დღე ერთ გამოქვაბულს ქმნიდნენ 365 დღის განმავლობაში და ზუსტად 1 წელიწადში ქალაქი აშენდა

ვიკიპედიიდან: “მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”, და დაერქვა ამ ადგილს “ვარძია”

ამ საოცარი ქალაქიდან ჩამოსულებმა, იქვე მტკვრის პირას მოვაწყეთ პიკნიკი, დავისვენეთ და გავუდექით გზას. შემდეგი გაჩერება იყო ზედა ვარძია,  ვიხილეთ XI საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ეკლესია. ის ვარძიიდან 4 კმ-შია. როგორც იძახიან, ამ ადგილას თამარი ფეხით მიდიოდა და ლოცვით ღამეებს ათევდა. დღეს იქ დედათა მონასტერია. მე იქ ვნახე ის, რაც აქამდე არასდროს მენახა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არ შემხვედრია ეკლესია, სადაც საჭირო არ იქნებოდა სანთლის ყიდვა – აი იქ კი სანთელი არ იყიდებოდა..   მართლაც საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როცა გვითხრეს, -ისე აიღეთ შვილებოვო. მემგონი აქ მეტი აღარაფერია დასამატებელი, ამით ყველაფერი ითქვა. ენა ჩამივარდა და გაკვირვებული სახით ვიდექი..

ეს არის ღვთისმშობლის ეკლესიის ნაწილი. მთლიანი ფოტო სამწუხაროდ არ გამაჩნია😦


დედათა საცხოვრებელი

ის მართლაც საოცარი ადგილია. იმხელა სულიერი საზრდო დევს თვითოეულ კენჭშიც კი, რომ იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა, მაგრამ ჩევენი გზა გრძელდებოდა, უკვე საღამოვდებოდა და იძულებული ვიყავით წამოვსულიყავით.

გზაში შემოგვხვდა აი ასეთი კლდე. არ ვიცი ფოტოში როგორ ჩანს, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზი იყო. დიდ კლდეს მოწყვეტილი პატარ პატარა კლდეები, ისე ლამაზად ეყარა.. ისე ლამაზად..

თბილისისკენ მომავალ გზაზე, ხერთვისის ციხეშიც შევიარეთ.  ლეონტი მროველის ცნობებით, ალექსანდრე მაკედონელს აქ შეუვლია. რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ კარგ ადგილას კი შეუვლია :))

აქ ყველაზე სამწუხარო ფაქტი, აი ეს ვნახე

ამით ჩემი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა.  თბილისში ფაქტიურად მკვდარი დავბრუნდი, მაგრამ ეს ამად ღირდა🙂

3.07.2010

3 responses to “Summer 2010: Vardzia

  1. Meloholica October 28, 2010 at 7:03 pm

    didi madloba🙂

  2. salome January 25, 2012 at 10:23 am

    dzaan magaria

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: