Meloholica's Page

I Am What I Am

Summer 2010: თბილისი-ყაზბეგი-ანანური-თბილისი

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ალბათ იმიტომ, რომ საწერი ბევრი დამიგროვდა🙂

დავიწყებ იმით, რომ 16 ივლისს სიყვარულის დღე ყოფილა და მე წარმოდგენაც არ მქონდა. თურმე, 16 მკათათვე (ანუ ივლისი) , პატრიარქის ილია მეორის სახელს უკავშირდება. 1980 წელს მან სამება მოილოცა და მრევლს მიმართა, ეს დღე სულიერი სიყვარულის დღედ დაწესებულიყო.

როცა ტრანსპორტში ჩავსხედით და გიდმა მოგვილოცა, მე წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა, უბრალოდ გერგეთის სამების სანახავად მივდიოდი და მინდოდა ეს დღე კარგ ადამიანებთან გამეტარებინა. მოკლედ, მივდიოდით და ჩვენს წინ წარმოუდგენელი სილამაზე იშლებოდა. ადრე გავლით ვიყავი ნამყოფი ამ ადგილებში, მაგრამ ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, თურმე დამვიწყებია რამხელა სილამაზის პატრონია საქართველო. სულ მაღლა და მაღლა ავდიოდით.. გუდაურისკენ ისეთი სილამაზე და ისეთი ჰაერი იყო , თავბრუ დამეხვა (ოღონდ არ ვამეტებ :)) )

სულ რამდენიმე საათში მივაღწიეთ ყაზბეგამდე და დავიწყეთ ფეხით სვლა. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ არ ვიცოდი ეს ზღვა ხალხი რატომ მიდიოდა ეკლესიისკენ, მე მრავალრიცხოვან ექსკურსიებს მივაწერე ეს ამბავი და  გავუდექი გზას გერგეთის სამებისკენ


დიახ, სწორედ იქ მივდივართ, სადღაც შორს ეკლესია რომ მოჩანს. ბოლომდე არ მეგონა, რომ იქამდე ავაღწევდი. თურმე სამი გზა ადის: რთული და მოკლე, საშუალო სირთულის –  მაგრამ ცოტა უფრო გრძელი და იოლი –  მაგრამ ყველაზე გრძელი. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაზე რთული გზით დავიწყეთ მოძრაობა და ჯერ ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ ვიხვეწებოდი დამტოვეთ და წადით – მეთქი : )) რომ არა ჩვენი ექსკურსიამძღოლი ნინო, ალბათ ვერც ავიდოდი.

გზად უამრავი ადამიანი შემხვდა, რომელიც ლოცვით მოყუვებოდა გზას და რაც მთავარია ფეხშიშველი. ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება იმ გზაზე ფეხშიშველი სიარული, მაგრამ მათ სწამდათ.. ისინი ლოცვით მოდიოდნენ.. და რაღაც მომენტში შემრცხვა, რომ მე ისე არ მწამდა –  როგორც მათ, მე მთელი გზა ვწუწუნებდი საშინელი გზის გამო – ისინი კი სიამოვნებით მოდიოდნენ მომღიმარი სახეებით..

დანიშნულების პუნქტამდე სულ ცოტა მანძილიღა რჩებოდა, როცა პატრიარქმა გამოიარა. ისიც იქ მიდიოდა სადაც ჩვენ..

რაც უფრო მაღლა ავდიოდი, მით უფრო ლამაზი ხედები იშლებოდა, თუმცა რატომღაც ბევრი სურათი არ გადამიღია

რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც იქნა ავაღწიე გერგეთის სამებამდე, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და დაახლოებით XIV საუკუნეშია აგებული. ულამაზესი ადგილია, უბრალოდ თვალებს არ ვუჯერებდი ამ სილამაზეს რომ ვუყურებდი. ესეც რამდენიმე ფოტო

უამრავი ხალხი იყო, ზღვა..

იქიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა:

მის მერე როგორ უნდა ვთქვა, რომ ღრუბლებში არ მისეირნია : )))

მოვილოცეთ, ფოტოები გადავიღეთ, სულიერად და ფიზიკურად დავისვენეთ და დავიწყეთ დაშვება, ოღონდ ახლა უკვე საშუალო სირთულის გზით და სადღაც 15 წუთში ჩავედით.  ხომ შეიძლებოდა იგივე გზით ასვლა არა? :)))

სადღაც 4 საათისკენ გამოვუდექით უკან მომავალ გზას. იქაც რამდენიმე ფოტოს გადაღება მოვახერხე. ეს ფოტოები ძალიან მომწონს :წუბ:

სადღაც შორს ყაზბეგის მთამაც დაგვანახა თავი


ემოციებით დატვირთულებმა ანანურშიც შევიარეთ. ბევრი საინტერესო ამბავი გავიგე მის შესახებ და სიამოვნებითაც დავათვალიერე ყველა მისი კუთხე-კუნჭული.

შესვლისთანავე გვხვდება ასეთი სურათიეს ეკლესია თუ არ ვცდები მე-17 საუკუნეშია აგებული

შიგნით ასევე გვხვდება მეორე ეკლესია, რომელიც მე-15 საუკუნითაა დათარიღებული

და ბოლოს.. ჟინვალის წყალსაცავი, რომელიც მართლაც ულამაზესია

ეს დღე მართლაც სიურპრიზებით სავსე და საკმაოდ საინტერესოც იყო. იმდენად დიდი სულიერი საზრდო მივიღე, რომ საერთოდ გადამავიწყა დაღლილობა და დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ ერთხელ. ვიცი რომ ყაზბეგი უფრო დიდი სილამაზის პატრონია და სიამოვნებით დავათვალიერებდი ყველა მის სილამაზეს.

ფოტოებისთვის ბოდიშს გიხდით, თითქმის ყველა ფოტო გადაღებულია მობილური ტელეფონით და ცოტა ხარისხში მოიკოჭლებს.

გმადლობთ ყურადღებისთვის!😀

3 responses to “Summer 2010: თბილისი-ყაზბეგი-ანანური-თბილისი

  1. moyvaruli June 6, 2011 at 5:08 pm

    წამით წარმოვიდგინე,რომ მეც იქ ვიყავი…❤

  2. Ucxo Babi October 9, 2012 at 5:52 pm

    ase megona mec shentan ertad gavdiodi am gzas ise gemrielad da lamazad chamoayalibe yvelaperi :):) yochag like

  3. xatia June 9, 2013 at 5:53 pm

    gergetis samebamde nivis daqiraveba ra jdeba xom ar icit?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: