Meloholica's Page

I Am What I Am

Category Archives: Mini Post

მინი ფსიქოლოგიური ტესტი (გოგონას ისტორია)

დედის დასაფლავებაზე გოგონამ დაინახა მამაკაცი, რომელსაც არ იცნობდა.

მოეწონა. ის მისი ოცნების მამაკაცი იყო.

პირველივე დანახვით  შეუყვარდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, გოგონამ მოკლა თავისი და.

კითხვა: რა მოტივი ამოძრავებდა გოგონას?

თუ ამ კითხვას სწორად უპასუხეთ – ფსიქოპატი ხართ.

ეს ტესტი მოიგონა ამერიკელმა ფსიქოლოგმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პოტენციური მკვლელის გამოვლენა.

თუ არასწორად უპასუხეთ კითხვას – ეს კარგია თქვენთვის. თუ თქვენმა მეგობარმა სწორად უპასუხა, გირჩევთ მოერიდოთ მას :)))

ველი პასუხებს, ცოტა ხანში კი გაგიზიარებთ გოგონას მკვლელობის მიზეზს 🙂

Summer 2010: თბილისი-ყაზბეგი-ანანური-თბილისი

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ალბათ იმიტომ, რომ საწერი ბევრი დამიგროვდა 🙂

დავიწყებ იმით, რომ 16 ივლისს სიყვარულის დღე ყოფილა და მე წარმოდგენაც არ მქონდა. თურმე, 16 მკათათვე (ანუ ივლისი) , პატრიარქის ილია მეორის სახელს უკავშირდება. 1980 წელს მან სამება მოილოცა და მრევლს მიმართა, ეს დღე სულიერი სიყვარულის დღედ დაწესებულიყო.

როცა ტრანსპორტში ჩავსხედით და გიდმა მოგვილოცა, მე წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა, უბრალოდ გერგეთის სამების სანახავად მივდიოდი და მინდოდა ეს დღე კარგ ადამიანებთან გამეტარებინა. მოკლედ, მივდიოდით და ჩვენს წინ წარმოუდგენელი სილამაზე იშლებოდა. ადრე გავლით ვიყავი ნამყოფი ამ ადგილებში, მაგრამ ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, თურმე დამვიწყებია რამხელა სილამაზის პატრონია საქართველო. სულ მაღლა და მაღლა ავდიოდით.. გუდაურისკენ ისეთი სილამაზე და ისეთი ჰაერი იყო , თავბრუ დამეხვა (ოღონდ არ ვამეტებ :)) )

სულ რამდენიმე საათში მივაღწიეთ ყაზბეგამდე და დავიწყეთ ფეხით სვლა. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ არ ვიცოდი ეს ზღვა ხალხი რატომ მიდიოდა ეკლესიისკენ, მე მრავალრიცხოვან ექსკურსიებს მივაწერე ეს ამბავი და  გავუდექი გზას გერგეთის სამებისკენ

Read more of this post

სასაცილო, ბრძნული ან/და უბრალოდ ფრაზები..

ინტერნეტში მორიგი სერფინგის დროს გადავაწყდი რამდენიმე ფრაზას, რომელიც მომეწონა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ

1. თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი..

2. ღმერთო დამეხმარე რომ გავხდე ათეისტი..

3. დავინახე თუ არა – მივხვდი, რომ “დევიღუპე”..  🙂

4. სჯობს სწრაფად დაიწვა ვიდრე ნელნელა ჩაქრე..

5. ლოდინმა დაგღალა? წარმოიდგინე, რამდენად აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ელოდე 😦

6. არასოდეს გაეკიდო კაცს და ტრანსპორტს, რადგან შემდეგი აუცილებლად მოვა..

7. მინდა ცხოვრებას ბნელ თვალებში თითი ვატაკო..

8. მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, ვიდრე მეცნიერებას არ აღმოუჩენია რომ ვიღაც სხვანი ვართ

9. არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო.

10. და მე გავდივარ შენი მომსახურების ზონიდან..

11. უნდა იცხოვრო არა მასთან ვისთანაც შეგიძლია, არამედ იმასთან ვის გარეშეც არ შეგიძლია.. (ეს იდეა მომეწონა 😉 )

12. მხოლოდ სუსტები იძიებენ შურს, ძლიერებს შეუძლიათ პატიება..

13. ყველაზე დამცინავი პასუხი, დამცინავი ღიმილია

14. ცხოვრება მოსაწყენი მონაკვეთია ძილსა და ძილს შორის

15. წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ! (სამოსელი პიველი)

16. ადამიანი ფრესკა არ არის, რომ პირდაპირ მიაჩერდე. ადამიანი ქანდაკებაა, გარს უნდა შემოუარო და იმ მხრიდან შეხედო,საიდანაც უკეთესად იმზირება

17.წუთისოფელს ერთი წამით თავი თუ დაუხარე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა… (ოთარაანთ ქვრივი)

უაილდის დორიან გრეის პორტრეტიდან:

“ცხოვრება თავისთავად წარმავალი წამიერებაა”

“იქცე ცხოვრების მაყურებლად-ნიშნავს თავიდან აიშორო ამქვეყნიური ტანჯვა”

“წარული შეიძლება ამოშალო მეხსიერებიდან სინანულით, უარყოფით და დავიწყებით, მაგრამ მომავალი ხომ გარდაუვალია”.

“ის ადამიანი კი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთანხმოებაშია”

Summer 2010: Vardzia

საქმებში ჩაძირულს ისე შემომეპარა ზაფხული, ვერც ვიგრძენი. ყოველ ზაფხულს, ერთი სურვილი მაქვს, სადმე წავიდე, რამე დავათვალიერო და ემოციებით დახუნძლული დავბრუნდე დედაქალაქში, თუმცა როგორც ვატყობ წელს იმაზე მეტს ვნახავ, ვიდრე ჩაფიქრებული მქონდა.

გავაგრძელებ იმით, რომ ზაფხული მომეპარა და მე ჯერ კიდევ “მეძინა” 🙂 რომ არა ერთი ძალიან მაგარი ადამიანი, მე იდეაშიც არ მქონდა სადმე წასვლა. შემოთავაზება ასეთი იყო: ხვალ ვარძიაში მივდივართ, წამოხვალ? როგორ შეიძლებოდა ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემა 🙂

არ ვიცოდი ვინ მივდიოდით, რანაირად მივდიოდით და რამდენი ხნით, მარტო ის ვიცოდი რომ დილის 7 საათზე ადგილზე უნდა ვყოფილიყავი და რა თქმა უნდა მეც მივჩანჩალდი.

როგორც აღამოჩნდა მივდიოდით  ტურით, გვყავდა გიდი და იმაზე მეტი სიამოვნება მელოდა წინ, ვიდრე წარმომედგინა 🙂 არასოდეს დავინტერესებულვარ ტურებით და არ ვიცოდი, რომ თურმე შეიძლება ერთ დღეს ადგე, ჩაიცვა და სრულიად მარტო გაჰყვე ასეთ ტურს და დაათვალიერო უამრავი საინტერესო ადგილი. მარტო ადგილების დათვალიერებით არ მთავრდება მთელი სიამოვნება, რაც მთავარია კიდევ რამდენიმე ადამიანს გაიცნობ, რომელიც შენსავით დაინტერესებულია იმ ყველაფრით, რაც შენ გაინტერესებს. მოგზაურობა ძალიან საინტერესო და სახალისო გამოდის და გინდება უფრო ხშირად იარო საქართველოს სხვადასხვა ადგილებში.

მოკლედ, სურათებით მოგიყვებით რა იყო იქ საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ კამერა არ მქონდა, მობილურით მაინც მოვახერხე რამდენიმე საინტერესო ფოტოს გადაღება.

დავიწყებ აი ამ საინტერესო მთიდან, რომელიც გზაში შეგვხვდა. ერთი შეხედვით მთაა, მაგრამ აქ როდესღაც ისეთივე ქალაქი ყოფილა, როგორიც ვარძიაშია. სამწუხაროდ დღეს დანგრეულია, მაგრამ რამდენიმე კედელი კიდევ შენარჩუნებულია

ამ კლდეში ნაკვეთი ქალაქის ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ გარედან საერთოდ არ ჩანდა და მტერი ვერ ამჩნევდა მას. გარედან ჩვეულებრივი ლკდე იყო, შიგნით კი სიცოცხლე დუღდა.  მაგრამ დრო და მიწისძვრები თავისას შვრება და ახლა მხოლოდ ნარჩენი კედლების ხილვა შეგვიძლია 😦

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, მივაღწიეთ ვარძიამდე

მისი ნახვისას ადამიანს საოცარი შეგრძნება გეუფლება. როცა აცნობიერებ, რომ აქ XII – XIII საუკუნეებში სიცოცხლე ჩქეფდა, რომ სწორედ აქ,  თამარ მეფე დააბიჯებდა და სწორედ მისი ბრძანებით შეიქმნა ეს საოცარი ქალაქი.


ყოველ დღე ერთ გამოქვაბულს ქმნიდნენ 365 დღის განმავლობაში და ზუსტად 1 წელიწადში ქალაქი აშენდა

ვიკიპედიიდან: “მეფე გიორგი დიდებულებთან ერთად სანადიროდ ამოსულა, მეფეს თავისი ასული – პატარა თამარიც თან წაუყვანია. ნადირობა დაიწყო. ნადირობით გატაცებულ მეფესა და მის მხლებლებს ბავშვი აღარ მოჰგონებიათ. თამაშით გართული თამარი გამოქვაბულებში დაიკარგა. შეწყდა ნადირობა. აღელვებული და შეშფოთებული მონადირენი აქეთ-იქით აწყდებოდნენ, თამარს ეძებდნენ. – სად ხარ თამარ! დაიძახა ერთ-ერთმა მხლებელმა. გამოქვაბულში გზა აბნეულმა თამარმა სიხარულით შესძახა “აქ ვარ ძია!”, და დაერქვა ამ ადგილს “ვარძია”

ამ საოცარი ქალაქიდან ჩამოსულებმა, იქვე მტკვრის პირას მოვაწყეთ პიკნიკი, დავისვენეთ და გავუდექით გზას. შემდეგი გაჩერება იყო ზედა ვარძია,  ვიხილეთ XI საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ეკლესია. ის ვარძიიდან 4 კმ-შია. როგორც იძახიან, ამ ადგილას თამარი ფეხით მიდიოდა და ლოცვით ღამეებს ათევდა. დღეს იქ დედათა მონასტერია. მე იქ ვნახე ის, რაც აქამდე არასდროს მენახა. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არ შემხვედრია ეკლესია, სადაც საჭირო არ იქნებოდა სანთლის ყიდვა – აი იქ კი სანთელი არ იყიდებოდა..   მართლაც საოცარი შეგრძნება დამეუფლა, როცა გვითხრეს, -ისე აიღეთ შვილებოვო. მემგონი აქ მეტი აღარაფერია დასამატებელი, ამით ყველაფერი ითქვა. ენა ჩამივარდა და გაკვირვებული სახით ვიდექი..

ეს არის ღვთისმშობლის ეკლესიის ნაწილი. მთლიანი ფოტო სამწუხაროდ არ გამაჩნია 😦


დედათა საცხოვრებელი

ის მართლაც საოცარი ადგილია. იმხელა სულიერი საზრდო დევს თვითოეულ კენჭშიც კი, რომ იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა, მაგრამ ჩევენი გზა გრძელდებოდა, უკვე საღამოვდებოდა და იძულებული ვიყავით წამოვსულიყავით.

გზაში შემოგვხვდა აი ასეთი კლდე. არ ვიცი ფოტოში როგორ ჩანს, მაგრამ მართლა ძალიან ლამაზი იყო. დიდ კლდეს მოწყვეტილი პატარ პატარა კლდეები, ისე ლამაზად ეყარა.. ისე ლამაზად..

თბილისისკენ მომავალ გზაზე, ხერთვისის ციხეშიც შევიარეთ.  ლეონტი მროველის ცნობებით, ალექსანდრე მაკედონელს აქ შეუვლია. რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ კარგ ადგილას კი შეუვლია :))

აქ ყველაზე სამწუხარო ფაქტი, აი ეს ვნახე

ამით ჩემი ისტორია დასასრულს მიუახლოვდა.  თბილისში ფაქტიურად მკვდარი დავბრუნდი, მაგრამ ეს ამად ღირდა 🙂

3.07.2010

Lockerz.com – იდან საჩუქარი ჩამომივიდა

ბოლომდე არასდროს მჯეროდა, რომ Lockerz-ი მართლა აგზავნიდა გამოწერილ ნივთებს. სადღაც თებერვალში გამოვიწერე მაისური, ისიც საცდელად, მაინტერესებდა ჩამომივიდოდა თუ არა. სადღაც 2 კვირის წინ კი ფოსტიდან მომივიდა შეტყობინება, რომ ჩემს სახელზე მოვიდა რაღაც 🙂 2 კვირა ფეხს ვითრევდი, რასაც ჰქვია ძალით წავედი.. ზუსტად იმ დღეს იყო თავსხმა წვიმა და მთელ ქალაქში საცობები. მოკლედ სახლიდან ფოსტამდე ზუსტად 3 საათი ვიარე. ისეთ ხასიათზე ვიყავი, რამის უკან გამოვბრუნდი და ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემს ამანათში გადავიხადე 4 ლარი და 40 თეთრი და მივიღე ასეთი საჩუქარი

Read more of this post

1 დღიანი მოგზაურობა

გუშინ გავიქეცი თბილისიდან და გაყინულ მთებს შევაფარე თავი. იცით ხანდახან ძალიან მაგარია გაქცევა და სხვა გარემოში მოხვედრა, თან ისეთ ადგილას, სადაც გსიამოვნებს ყოველი წუთის გატარება. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ციოდა და თავიდან ფეხამდე გავიყინე, მაინც ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. მთა, თოვლი, სიცივე და მარტოობა.. სხვა რა უნდა ადამიანს სრული ბედნიერებისთვის 🙂

Read more of this post

Wasted Feeling

Wasted Feeling..

ესეც ჩემი ანკეტა

ძალიან ბევრი ადამიანის ბლოგზე წავაწყდი მსგავს “ანკეტებს” და გადავწყვიტე მეც შემევსო. მემგონი დროა ცოტა უკეთ გამიცნოთ 🙂

  • მიყვარს – ოჯახი და მეგობრები
    ვოცნებობ – ბრიტანეთში მოგზაურობაზე
    მძულს –  როცა მაღვიძებენ, მაგრამ არ ვიმჩნევ 🙂
    ვნანობ – საერთოდ რასაც აკეთებ, აკეთებ იმიტომ, რომ შენ მასე გინდა და ამიტომაც არ უნდა ინანო, მაგრამ მე მაინც ვნანობ :))
    კმაყოფილი ვარ – ყველაფრით.. ოჯახით, მეგობრებით და ა.შ.
    მენატრება – ზღვა, ტალღები, მზე..
    მსურს – განვახორციელო ყველა ის გეგმა, რაც ჩავიფიქრე
    მაღიზიანებს – როცა ჭკუას მარიგებენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ იმ საქმესთან, რასაც მე ვაკეთებ.
    მეშინია – მიწისძვრის და სიჩქარის
    ვიცი – ის, რომ არაფერი ვიცი
    არ ვიცი – ხომ ვთქვი რომ არ ვიცი 🙂
    შემიძლია – ძალიან ადვილად ვატკინო ადამიანს გული, რასაც მერე მთელი ცხოვრება ვნანობ 😦
    არ შემიძლია – ადამიანს ვენდო 100%-ით
    ვმეგობრობ – მათთან, ვინც იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა
    ვაპატიებ – რომ ვაკვირდები – ყველაფერს
    ვტირი – ბოლოს როდის ვიტირე აღარც მახსოვს.. ალბათ მაშინ, როცა გულს მტკენენ
    ვიცინი – ვიცინი რო? : ))
    ღირსი ვარ – ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა რისი ღირსი ვარ
    ვკარგავ – დროს, როცა კომპთან ვხვდები
    მშურს – არ მშურს : ))
    ვემალები – Skype-ში რამოდენიმეს
    მაინტერესებს – არქეოლოგია. დიდი სიამოვნებით გავხდებოდი არქეოლოგი
    არ მაინტერესებს – რას ფიქრობს ხალხი ჩემზე
    მახსოვს – ძალიან ბევრი რაღაც მახსოვს, ძირითადად კარგი მომენტები : )
    მრცხვენია – ზოგიერთი ადამიანის მაგივრად
    ვავადმყოფობ – იშვიათად, მაგრამ დიდი ხნით
    ვმალავ – ზოგიერთ მონაკვეთს ჩემი ცხოვრებიდან
    ვინახავ – მატარებლის, ავტობუსის, თვითმფრინავის, კინოს და ა.შ. ბილეთებს
    მწამს – ღმერთის
    მიკვირს – როგორ გავხდი ბლოგერი, როცა ამაზე არასდროს მიფიქრია
    მიხარია – როცა სხვების ბედნიერებას ვხედავ
    ვჭორაობ – იშვიათად.. არ მიყვარს
    ვდარდობ – როცა მენატრება
    ვამაყობ – ეეე რა კითხვებია : )))) ვერ ვიტყვი რითი ვამაყობ 🙂
    ვაკეთებ – იმას, რაც გასაკეთებელია
    ვეფერები – ჩემს თუთიყუშს : ))
    მსიამოვნებს – :უსერ:
    მესიზმრება – უცნაური სიზმრები..
    ვეხმარები – როცა შემიძლია დახმარება
    ვეწევი – ბლოგინგს
    მწყინს – როცა მინდა ვინმეს გული გადავუშალო და ის არ მისმენს
    ვხარჯავ – დროს
    ვღალატობ – აღარ ვღალატობ არავის :)))
    ვკამათობ – მხოლოდ მაშინ, როცა 100% მართალი ვარ
    ვუხეშობ – როცა მეუხეშებიან
    ვუსმენ – ყველაფერს, რაც მსიამოვნებს
    ვყოყმანობ – მე ყოველთვის ვყოყმანობ
    ვკითხულობ – ყველაფერ საინტერესოს
    ვამზადებ – იშვიათად მაგრამ კარგად :))
    ვუყურებ – დექსტერს
    ვცხოვრობ – გარეუბანში, ფაქტიურად სოფლელი ვარ
    ვცემ – არავის
    ვყვირი – როცა ძალიან ძაააააააალიან მიშლიან ნერვებს
    ვმღერი – ჩუმად.. ჩემთვის
    ვასრულებ – მისის სმიტის როლს, ფილმ “მისტერ და მისის სმიტებში” :)))
    დავდივარ – სამსახურში
    ვმკურნალობ –  კბილზე :))
    ვერიდები -შარიან ადამიანებს
    ვთამაშობ – ბილიარდს, ოღონდ ინტერნეტში
    ვიტყუები – როცა საქმეს ჭირდება
    ვეთაყვანები – :ბლინკ:
    ვგიჟდები – დისშვილებზე
    ვაგროვებ – ყველაფერს, რაც სიამოვნებას მანიჭებს
    ვიხდი – როცა მცხელა
    ვეჭვიანობ – როცა საეჭვოა
    ვიზიდავ – ყველა დეგენერატს 😦
    ვალამაზებ – ეს გამოვტოვოთ 😛

ნეტა იქამდე წამეკითხა კითხვები, სანამ დავიწყებდი შევსებას.. ზოგი ძალიან უაზრო კითხვაა, ზოგიც მეორდება. მაგრამ არაუშავს, რაღაცნაირად გადავლახე :))

ვტაგავ ჩემს ძმას და მეგობარს Ladyprada-ს

გილოცავთ ახალ წელს!!!

ისე, სად მეჩქარებოდა არა? მომავალ წელს ვერ მოგილოცავდით? 🙂 მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზიო ხომ გაგიგიათ.. სადღაც 1 კვირაა გავედი და აღარ დავბრუნებულვარ, არა გატყუებთ – დღეს დავბრუნდი და მინდა მომენტით ვისარგებლო და მოგილოცოთ ახალი წელი.  რაღაცნაირად ამ წლის ძალიან დიდი იმედი მაქვს და არა მარტო მე, ყველა მხრიდან ის მესმის, რომ ეს წელი იქნება ძაააალიან მაგარი და ძაააალიან საოცარი. ხოდა ძაააააალიან მაგარი წელი გქონოდეთ ჩემი ერთგულო მკითხველებო და არა მარტო.  გკოცნით და გეხვევით თქვენი მელოჰოლიკა – ალკოჰოლიკა 🙂 🙂 🙂

P.S.  მაგარი იდეებით დავბრუნდი და ახლო მომავალში სიურპრიზებიც გელით. 🙂

Top 10 Movie Soundtracks