Meloholica's Page

I Am What I Am

Tag Archives: განწყობა

უიღბლოს ფსიქოლოგია

ფაქტია –  თუ იღბლიანობა ხშირად წარმოადგენს კვლევისა და განხილვის საგანს (ეს გასაგებიცაა – ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ  როგორ მიაღწიო წარმატებას ), უიღბლობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ეთმობა და,  როგორც წესი, ბრალდება გარემოებას ან ბედს, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები.

ხანდახან ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს ხოლმე, რომ ის უიღბლოა, “looser“–ია, მაგრამ არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში თვითონაა დამნაშავე ( როგორ აღიაროს თვითშემმეცნებელმა და თვითშემფასებელმა გონებამ თავი სუსტად? ის ხომ თვითონ არის საკუთარი თავის საზომი და მისით შეიმეცნებს სამყაროს).

1) წარუმატებელი ადამიანების  პირველი, ყველაზე საინტერესო და „შხამიანი“ სახეობა  –  ეს არის ადამიანი, რომლის ინტელექტიც (ასევე, გაგებისა და ანალიზის უნარი) უფრო მაღალია, ვიდრე მისი რეალურად გამოყენების შესაძლებლობა, ბევრად მაღალი, ვიდრე ამავე ადამიანის შემოქმედებითი შესაძლებლობები.
როგორც ერთი ოდესღაც არც თუ ისე ცუდი პოეტი, დღეს კი არყისა და ბილიარდის მოყვარული, იტყოდა: „მას ისე არ გამოსდის, როგორც უნდა და ისე არ უნდა, როგორც გამოსდის“.

ასეთი ადამიანი დროთა განმავლობაში ხდება კრიტიკული და შურიანი. ის ბევრ სფეროშია გათვითცნობიერებული, მაგრამ შინაგანად ღრღნის ფაქტი, რომ ღირებულს ვერაფერს ქმნის. მას რაიმეს სერიოზულად გაკეთების  სურვილი უქრება, რადგან იცის, რომ სხვებზე უკეთესად მაინც არ გამოუვა, ცუდად გაკეთება კი ეთაკილება.  ასეთ ადამიანს ეზიზღება ყველა ის, ვინც ძალას არ ზოგავს მიზნის მისაღწევად, რაც თავისთავად , ამ ჩვენი უიღბლოსთვის, არასაკადრისია. მისი მოწოდებაა – იყოს სამზარეულოს, ან სალონის მოლაყბე: აი, აქ კი ბრწყინავს, ამსხვრევს ავტორიტეტებს, აზანზარებს სამყაროს და საჩვენებელი, „გამნიღბავი“ თითით მიანიშნებს კლასიკოსების ლაფსუსებსა და მზის ლაქებზე.

მართლაც, რომ „ვაი, ჭკუისაგან!“ – რომ ყოფილიყო სულელი და გონებაშეზღუდული, დაკმაყოფილდებოდა ბევრად უფრო ნაკლებით: იმუშავებდა, მწვერვალისკენ წავიდოდა, სიამოვნებას მიიღებდა მიღწეული პატარ–პატარა გამარჯვებებისაგან. ასე კი: „მეფე ვერ ვიქნები, ჰერცოგობა – არ მეკადრება –  მე უიღბლო ვარ!… დავლიოთ ბატონებო!“.

ზოგჯერ, უბრალო კაცთმოყვარეობის გამო მოგინდება, ასეთ ადამიანებს  მოაკლო ინტელექტი, რომ ნაკლებად იფიქრონ ამ ქვეყნის უბადრუკობაზე და რამის კეთება მაინც დაიწყონ. ასეთი უიღბლოების ავადმყოფური, საცოდავ–აგრესიული სახის გამომეტყველება აუტანელია, როგორც გადამდები ავადმყოფობით დაავადებული ძაღლის თვალები – ერთდროულად გინდება მათი გამოკვებაც და მათგან განზე გასვლაც.

2) მეორე სახეობა –  ეს არის უიღბლოების ყველაზე საინტერესო და  ტრაგიკული ტიპი და მასში შედიან ადამიანები, რომელთაც ბუნებისგან ყველაფერი ებოძათ:
არიან ლამაზები, ჭკვიანები, მომხიბვლელები, ნიჭიერები. ყველაფერი იოლად ეძლევათ და ამიტომ განსაკუთრებულად არც არაფერი სურთ!!! მათ ბავშვობიდან უწინასწარმეტყველებენ წარმატებულ კარიერას სხვადასხვა სფეროში, ისინი იოლად ასრულებენ წამოწყებულ საქმეს და მიიწევენ ზემოთ; გზაზე არ ხვდებათ რთული წინააღმდეგობები და სწორედ ამიტომ, მიაღწევენ რა ზრდასრულ ასაკს (არა 50 წელს, არამედ სრულწლოვანებას), აღმოჩნდება, რომ არ აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორიცაა უნარი, დაიხარჯო ბოლომდე შენს საქმეში, მიიღო სიამოვნება მძიმე და ზოგჯერ მონოტონური შრომისგანაც კი. თავიანთი ნიჭიერების „წყალობით“ ასეთმა ადამიანებმა არ იციან, რას ნიშნავს  დაძაბული მუდმივი მუშაობა და როდესაც ცხოვრებაში ნამდვილად რთულ წინააღმდეგობებს წააწყდებიან, შინაგანად ტყდებიან, ან იოლად იხევენ უკან შემდეგი მოტივით: „რატომ დავიდგა წელებზე ფეხი, როდესაც შეიძლება სხვა საქმის იოლად და წარმატებულად კეთება?!“

როდესაც ადამიანს არ აქვს მნიშვნელოვანი მოტივი  ძალების მობილიზებისთვის, არ  აქვს მიზანი, ის შინაგანად ინგრევა და სავალალო შედეგამდე მიდის – გადის ოცი წელი და დგება პიროვნების კრიზისი…კომპანიის საყვარელი თანამშრომელი, თაყვანისმცემლების კერპი – სულ იოლად ლოთდება  და ნელ–ნელა ქვემოთ ეშვებია: „ყველამ  რაღაცას მიაღწია, მე კი, ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი, რას წარმოვადგენ ახლა?… ვინ ვარ?….ჰეი, თაყვანისმცემლებო, ვის გაქვთ დასალევი?!“

ეს არის ზღაპარი მწევარზე, რომელიც ფეხზე მიბმულ ბირთვს დაათრევს, რომ ძალიან სწრაფად არ ირბინოს. ის ისე სწრაფად დარბის, რომ შეუძლია, დაიძინოს, სანამ სხვები გარბიან და როცა დანარჩენები მიზანს მიუახლოვდებიან, მაშინ იხსნის ბირთვს და გარბის რაც ძალა და ღონე აქვს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სხვებმა უკვე მიასწრეს და ჯილდოც აღებულია.

ბრძენმა და მომთმენმა  ხალხმა იაპონელებმა ტყუილად არ  აღიარეს  მიზნის მიღწევის სიმბოლოებად ლოკოკინა და კუ: „ნელ–ნელა იცოცე, ლოკოკინავ, ფუძიამას ფერდობზე… მაღლა, მწვერვალისაკენ! “
3) უიღბლოების ყველაზე ღირსეული ნაირსახეობა – რომანტიკოსები. ისინი ხშირად არარეალურ, საფუძველსმოკლებულ საგნებზე ოცნებობენ. თვალები უციმციმებთ, მათი სული „მღერის“ და, სამწუხაროდ, სწორედ ამიტომ ასეთი ადამიანები ხშირად იქცევიან  ნაძირლების სასურველი და იოლ ნადავლად. ისინი ცუდად ერკვევიან ცხოვრებაში, რადგან, როგორც წესი, სხვა ადამიანებზე მსჯელობენ საკუთარი თავიდან გამომდინარე. ისინი მუდამ სხვების გაბედნიერებაზე, რაიმე დიდებულის შექმნაზე ფიქრობენ, მაგრამ, როგორც წესი, მათი კეთილშობილებით ხშირად ცუდად სარგებლობენ. დიახ, ესენი არიან კეთილშობილი უიღბლოები.
რაც უფრო დიდ გეგმებს დაისახავს ადამიანი, მით მეტია შანსი, რომ წარუმატებლობა განიცადოს: დაბრკოლება ბევრია, მიზანი – რთული და ძნელად მისაღწევი, რაც უფრო ღრმად შედიხარ ტყეში, მით მეტი წინააღმდეგობა გხვდება; ბევრი შრომაა საჭირო, რისკიც მეტია და კონკურენციაც.


4) არსებობენ ნევროტული უიღბლოებიც
– მათ ისეთი მძაფრი სურვილები აქვთ, ისინი ისე ცდილობენ, ფორიაქობენ, რომ სიჩქარეში მცდარ ნაბიჯებს დგამენ და საქმეს აფუჭებენ. მათ ისე სურთ მიზნის მიღწევა, ისე განიცდიან, რომ ვეღარ ხვდებიან, რეალურად რა და როგორ უნდა გააკეთონ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ ჭკვიანები არიან, გადაჭარბებული მონდომების გამო უსაზღვროდ ნერვიულობენ, ერთგვარი აფექტის მდგომარეობაში ვარდებიან და სულელებს ემსგავსებიან.

ასეთ უიღბლოებს შორის გვხვდებიან „უვნებელი ხეპრეები“, რომლებიც სიცილს იწვევენ და ხშირად ბელეტრისტების საყვარელ პერსონაჟებად გვევლინებიან. ისინი ვერ განიხილავენ პრობლემას კომპლექსურად, ვერ ხედავენ მიზეზშედეგობრივ კავშირს საწყის ქმედებებსა და საბოლოო შედეგებს შორის.

5) უიღბლოთა ყველაზე „სავალალო სახეობა“ – ადამიანი, რომელიც „ყველაფერს სწორად აკეთებს“, მაგრამ ცუდი და გაუთვალისწინებელი მოვლენები ამსხვრევენ მის გეგმებს
. ასეთი უიღბლოები ემსგავსებიან აზარტულ მოთამაშეს, რომელიც არა მარტო საკუთარ, არამედ ნათესავებისა და ახლობლების ქონებასაც ანიავებენ: ისინი ხომ წესების დაცვით თამაშობენ. უიღბლობა კი რისკის არსებობის ვერშეფასებაა. მათ აკლიათ ინტუიცია, როგორც თვისება, უნარი,  შეაფასო, გაითვალისწინო ფაქტების ერთობლიობა და შეძლო რთული სიტუაციის მართვა. და საერთოდ, ეს არის არასწორი თვითშეფასების შედეგი.

უიღბლო ადამიანი ერთი–ორი წარუმატებლობის შემდეგ ყველას მწუხარებით უყვება საკუთარი უიღბლობის შესახებ. წარუმატებლობა ხომ ყველაფერს ხსნის: “ მე კი ლომივით ვიბრძოდი, მაგრამ ღმერთების წინააღმდეგ ვერ წახვალ“ – ვერაფერს იტყვი, სასიამოვნო და იოლი პოზიციაა.


6) უიღბლოების  ყველაზე ტრაგიკული სახეობა.
ადამიანის ამ ტიპის უიღბლოდ  ჩამოყალიბება  გარდატეხის ასაკში ხდება – როდესაც მოზარდს ყველაფერი ეძლევა,  ყველაფერი აქვს დადებითი ემოციების მისაღებად, არ აწყდება გარემოს წინააღმდეგობას და სწორედ აქ ჩნდება საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტი – სურვილი ყველა ტიპის  შეგრძნებების (როგორც დადებითის, ისე უარყოფითის) მიღებისა. ამ დროს მოზარდის ჯერ კიდევ ბავშვური ტვინი იწყებს ძებნას, თუ რას მიეკედლოს, სად არის „ცუდი და განსხვავებული“, რა არის ტრაგიკული? (გაიხსენეთ პატარა ბუდა.)
ამგვარად, ცნობიერშიც და არაცნობიერშიც იჭრება უარყოფითის ფაქტორი: ხშირად ეს არის ფიქრი ტრაგიკულ სიკვდილზე, სიძნელეებსა და სავალალო ბედზე, რასაც რეალურად არავითარი საფუძველი არ აქვს. ასეთი ადამიანი მომავალი წარუმატებლობების შესახებ მტანჯველი აზრებისგან თავს იცავს იმით, რომ წინასწარ ეგუება, ფსიქოლოგიურად ამზადებს თავს ამისთვის. ეს არის ადამიანი,  რომელსაც  სუსტი, არამყარი ფსიქიკა და ცვალებადი ხასიათი აქვთ.

ასეთ უიღბლობას შეგვიძლია, დავარქვათ იღბლიანობის შიში: ადამიანი ხვდება წარმატების  შენარჩუნების სირთულეს და ირჩევს მითს უიღბლო მომავლის შესახებ.

თუ თქვენ წინასწარ განეწყობით წარუმატებლობისთვის, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას.
საჭიროა, გვახსოვდეს, რომ უნარი „ბედი დაიჭირო კუდით“, ეს არის უნარი, ფეხზე წამოდგე ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც დაეცემი.

http://www.humancapital.ge

Advertisements

სასაცილო, ბრძნული ან/და უბრალოდ ფრაზები..

ინტერნეტში მორიგი სერფინგის დროს გადავაწყდი რამდენიმე ფრაზას, რომელიც მომეწონა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ

1. თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი..

2. ღმერთო დამეხმარე რომ გავხდე ათეისტი..

3. დავინახე თუ არა – მივხვდი, რომ “დევიღუპე”..  🙂

4. სჯობს სწრაფად დაიწვა ვიდრე ნელნელა ჩაქრე..

5. ლოდინმა დაგღალა? წარმოიდგინე, რამდენად აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ელოდე 😦

6. არასოდეს გაეკიდო კაცს და ტრანსპორტს, რადგან შემდეგი აუცილებლად მოვა..

7. მინდა ცხოვრებას ბნელ თვალებში თითი ვატაკო..

8. მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, ვიდრე მეცნიერებას არ აღმოუჩენია რომ ვიღაც სხვანი ვართ

9. არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო.

10. და მე გავდივარ შენი მომსახურების ზონიდან..

11. უნდა იცხოვრო არა მასთან ვისთანაც შეგიძლია, არამედ იმასთან ვის გარეშეც არ შეგიძლია.. (ეს იდეა მომეწონა 😉 )

12. მხოლოდ სუსტები იძიებენ შურს, ძლიერებს შეუძლიათ პატიება..

13. ყველაზე დამცინავი პასუხი, დამცინავი ღიმილია

14. ცხოვრება მოსაწყენი მონაკვეთია ძილსა და ძილს შორის

15. წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ! (სამოსელი პიველი)

16. ადამიანი ფრესკა არ არის, რომ პირდაპირ მიაჩერდე. ადამიანი ქანდაკებაა, გარს უნდა შემოუარო და იმ მხრიდან შეხედო,საიდანაც უკეთესად იმზირება

17.წუთისოფელს ერთი წამით თავი თუ დაუხარე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა… (ოთარაანთ ქვრივი)

უაილდის დორიან გრეის პორტრეტიდან:

“ცხოვრება თავისთავად წარმავალი წამიერებაა”

“იქცე ცხოვრების მაყურებლად-ნიშნავს თავიდან აიშორო ამქვეყნიური ტანჯვა”

“წარული შეიძლება ამოშალო მეხსიერებიდან სინანულით, უარყოფით და დავიწყებით, მაგრამ მომავალი ხომ გარდაუვალია”.

“ის ადამიანი კი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთანხმოებაშია”

ახალი და სასიამოვნო მუსიკა

1. W&W vs. Jonas Stenberg – Alligator Fuckhouse

2. The Thrillseekers – Savanna

3. Faithless – Not Going Home (Armin van Buuren Remix)

4. Andy Moor & Ashley Wallbridge feat Meighan Nealon – Faces

5. Velvetine- Safe [Wherever You Are] (Rank 1 Remix)

და ბოლოს..

კაცი ლეგენდა

არ შეიძლება რომ ამ ადამიანს არ ვუწოდო “ნიჭიერი”.

ცვალებადი ხასიათი გაქვს?

ჩვენი განწყობა ამინდს ჰგავს – გამუდმებით იცვლება.  იმისათვის, რომ ჩვენი მოღრუბლული ცხოვრება მუდამ მზიანი და ენერგიული გავხადოთ, ამ რჩევებიდან რამის გამოყენება შეგვიძლია.

1. თუ ყოველ დღე ძალიან ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი, დაყავი რამდენიმე ნაწილად და აკეთე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ.

2. შეამცირე შენი ყოველდღიური გეგმა. ამით მეტი დრო დაგრჩება მოდუნებისთვის.

3. აიღე ფურცელი და დაწერე რას გრძნობ, რას განიცდი..

4. მოუსმინე საყვარელ მუსიკას

5. ძილის წინ გაიხსენე, მთელი დღის განმავლობაში რა გააკეთე. თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვს გაკეთებული, მიულოცე შენს თავს. შენ ეს შეძელი!

6. ყოველ დღე მიიღე 3 ტიპის ჯანსაღი საკვები

7. შეამცირე ალკოჰოლის მიღება

8. დაგეგმე შენი მომავალი. დაფიქრდი: ვინ გინდა იყო მომავალში? მწერალი? მაშინ შეუდექი საქმეს და აკეთე ის საქმე, რაც ნამდვილ სიამოვნებას განიჭებს

9. გამოცადე შენი თავი მხატვრობაში

10. გაინებივრე თავი და ისიამოვნე.  ბავშვი გინდა იყო? – იყავი!

11. იპოვე ბალანსი გადაღლილობასა და დასვენებულ მდგომარეობას შორის.

12. სახლიდან გასვლისთანავე იფიქრე მომავალზე

13. იზრუნე იმაზე, რომ 100%-ით  კარგ ხასიათზე იყო და დატკბი ცხოვრებით

14. თუ ყოველ დღე იმეორებ, რომ შენ მოწყენილი ვარსკვლავი ხარ, უიმედო და ნამდვილი დრამა, დაფიქრდი, ეს ისტორია ნამდვილად გარგად მოქმედებს შენზე?

15. უყურე კომედიას

16. გააკეთე რამე საკუთარი თავისთვის – მიიღე აბაზანა, მიირთვი საყვარელი კერძი, გაიკეთე მასაჟი..

17. მოუყევი შენს მეგობარს შენი გრძნობების შესახებ. რას გრძნობ, რას განიცდი.. ოღონდ ეცადე ნამეტანი ბევრი არ მოგივიდეს და თავი არ მოაბეზრო

18. მასაც მოუსმინე, იქნებ მარტო შენ არ გაქვს პრობლემა და მასაც უნდა რამის თქმა.. შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენი პრობლემა სულაც არაა უდიდესი კატასტროფა კატასტროფათა შორის.

19. თუ არ გყავს მეგობარი – დროა შეიძინო

20. ივარჯიშე – იარე იოგაზე, ბუნებაში გაისეირნე..

21. იყავი მათთან ვისაც უყვარხარ. ოჯახთან, მეგობრებთან..

22. მიიღე აბაზანა ყოველ დღე

23. ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დაწექი. იკითხე წიგნი ან ჩაი დალიე – ძალიან ამშვიდებს!

24. იპოვე ის სიყვარული, რომელიც შენში იმალება, სადღაც კუთხეში და გაანთავისუფლე. დაივიწყე სიძულვილი და გამოხატე სიყვარული..

25. ნუ ცდლობ ტელევიზორით ან ინტერნეტში ხეტიალით დროის გაყვანას. არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც შეგიძლია აკეთო

26. ყოველ დღე იმეორე: “მე ეს შემიძლია”, “მე ამას გავაკეთებ”

27. როცა რამის ნაკლებობას იგრძნობ, ეცადე ეს რაღაც შენთვითონ გააკეთო. მაგ: თუ სიყვარული გაკლია, გახდი მოსიყვარულე. თუ მეგობარი გაკლია – გახდი მეგობრული

28. ყოველ დღე აკეთე ხალხისთვის რამე სასიამოვნო. კომპლიმენტებით აავსე, ან დაეხმარე რამე საქმის კეთებისას

29. თუ მზიანი ამინდია, გადი სახლიდან გარეთ და მზეს მიეფიცხე

30. გაიღიმე. როცა ვიღიმებით, ბედნიერებას ვგრძნობთ.

შენიშვნა: თუ გამუდმებით ცუდ ხასიათზე ხართ და ვერ იტანთ გარშემომყოფებსა და საკუთარ თავს, და თუ ეს ყველაფერი 2 კვირაა გრძელდება, ან მეტი, უმჯობესი იქნება თუ ოჯახის ექიმს მიმართავთ. ამაში ცუდი არაფერია..

Wasted Feeling

Wasted Feeling..

ესეც ჩემი ანკეტა

ძალიან ბევრი ადამიანის ბლოგზე წავაწყდი მსგავს “ანკეტებს” და გადავწყვიტე მეც შემევსო. მემგონი დროა ცოტა უკეთ გამიცნოთ 🙂

  • მიყვარს – ოჯახი და მეგობრები
    ვოცნებობ – ბრიტანეთში მოგზაურობაზე
    მძულს –  როცა მაღვიძებენ, მაგრამ არ ვიმჩნევ 🙂
    ვნანობ – საერთოდ რასაც აკეთებ, აკეთებ იმიტომ, რომ შენ მასე გინდა და ამიტომაც არ უნდა ინანო, მაგრამ მე მაინც ვნანობ :))
    კმაყოფილი ვარ – ყველაფრით.. ოჯახით, მეგობრებით და ა.შ.
    მენატრება – ზღვა, ტალღები, მზე..
    მსურს – განვახორციელო ყველა ის გეგმა, რაც ჩავიფიქრე
    მაღიზიანებს – როცა ჭკუას მარიგებენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ იმ საქმესთან, რასაც მე ვაკეთებ.
    მეშინია – მიწისძვრის და სიჩქარის
    ვიცი – ის, რომ არაფერი ვიცი
    არ ვიცი – ხომ ვთქვი რომ არ ვიცი 🙂
    შემიძლია – ძალიან ადვილად ვატკინო ადამიანს გული, რასაც მერე მთელი ცხოვრება ვნანობ 😦
    არ შემიძლია – ადამიანს ვენდო 100%-ით
    ვმეგობრობ – მათთან, ვინც იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა
    ვაპატიებ – რომ ვაკვირდები – ყველაფერს
    ვტირი – ბოლოს როდის ვიტირე აღარც მახსოვს.. ალბათ მაშინ, როცა გულს მტკენენ
    ვიცინი – ვიცინი რო? : ))
    ღირსი ვარ – ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა რისი ღირსი ვარ
    ვკარგავ – დროს, როცა კომპთან ვხვდები
    მშურს – არ მშურს : ))
    ვემალები – Skype-ში რამოდენიმეს
    მაინტერესებს – არქეოლოგია. დიდი სიამოვნებით გავხდებოდი არქეოლოგი
    არ მაინტერესებს – რას ფიქრობს ხალხი ჩემზე
    მახსოვს – ძალიან ბევრი რაღაც მახსოვს, ძირითადად კარგი მომენტები : )
    მრცხვენია – ზოგიერთი ადამიანის მაგივრად
    ვავადმყოფობ – იშვიათად, მაგრამ დიდი ხნით
    ვმალავ – ზოგიერთ მონაკვეთს ჩემი ცხოვრებიდან
    ვინახავ – მატარებლის, ავტობუსის, თვითმფრინავის, კინოს და ა.შ. ბილეთებს
    მწამს – ღმერთის
    მიკვირს – როგორ გავხდი ბლოგერი, როცა ამაზე არასდროს მიფიქრია
    მიხარია – როცა სხვების ბედნიერებას ვხედავ
    ვჭორაობ – იშვიათად.. არ მიყვარს
    ვდარდობ – როცა მენატრება
    ვამაყობ – ეეე რა კითხვებია : )))) ვერ ვიტყვი რითი ვამაყობ 🙂
    ვაკეთებ – იმას, რაც გასაკეთებელია
    ვეფერები – ჩემს თუთიყუშს : ))
    მსიამოვნებს – :უსერ:
    მესიზმრება – უცნაური სიზმრები..
    ვეხმარები – როცა შემიძლია დახმარება
    ვეწევი – ბლოგინგს
    მწყინს – როცა მინდა ვინმეს გული გადავუშალო და ის არ მისმენს
    ვხარჯავ – დროს
    ვღალატობ – აღარ ვღალატობ არავის :)))
    ვკამათობ – მხოლოდ მაშინ, როცა 100% მართალი ვარ
    ვუხეშობ – როცა მეუხეშებიან
    ვუსმენ – ყველაფერს, რაც მსიამოვნებს
    ვყოყმანობ – მე ყოველთვის ვყოყმანობ
    ვკითხულობ – ყველაფერ საინტერესოს
    ვამზადებ – იშვიათად მაგრამ კარგად :))
    ვუყურებ – დექსტერს
    ვცხოვრობ – გარეუბანში, ფაქტიურად სოფლელი ვარ
    ვცემ – არავის
    ვყვირი – როცა ძალიან ძაააააააალიან მიშლიან ნერვებს
    ვმღერი – ჩუმად.. ჩემთვის
    ვასრულებ – მისის სმიტის როლს, ფილმ “მისტერ და მისის სმიტებში” :)))
    დავდივარ – სამსახურში
    ვმკურნალობ –  კბილზე :))
    ვერიდები -შარიან ადამიანებს
    ვთამაშობ – ბილიარდს, ოღონდ ინტერნეტში
    ვიტყუები – როცა საქმეს ჭირდება
    ვეთაყვანები – :ბლინკ:
    ვგიჟდები – დისშვილებზე
    ვაგროვებ – ყველაფერს, რაც სიამოვნებას მანიჭებს
    ვიხდი – როცა მცხელა
    ვეჭვიანობ – როცა საეჭვოა
    ვიზიდავ – ყველა დეგენერატს 😦
    ვალამაზებ – ეს გამოვტოვოთ 😛

ნეტა იქამდე წამეკითხა კითხვები, სანამ დავიწყებდი შევსებას.. ზოგი ძალიან უაზრო კითხვაა, ზოგიც მეორდება. მაგრამ არაუშავს, რაღაცნაირად გადავლახე :))

ვტაგავ ჩემს ძმას და მეგობარს Ladyprada-ს

გილოცავთ ახალ წელს!!!

ისე, სად მეჩქარებოდა არა? მომავალ წელს ვერ მოგილოცავდით? 🙂 მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზიო ხომ გაგიგიათ.. სადღაც 1 კვირაა გავედი და აღარ დავბრუნებულვარ, არა გატყუებთ – დღეს დავბრუნდი და მინდა მომენტით ვისარგებლო და მოგილოცოთ ახალი წელი.  რაღაცნაირად ამ წლის ძალიან დიდი იმედი მაქვს და არა მარტო მე, ყველა მხრიდან ის მესმის, რომ ეს წელი იქნება ძაააალიან მაგარი და ძაააალიან საოცარი. ხოდა ძაააააალიან მაგარი წელი გქონოდეთ ჩემი ერთგულო მკითხველებო და არა მარტო.  გკოცნით და გეხვევით თქვენი მელოჰოლიკა – ალკოჰოლიკა 🙂 🙂 🙂

P.S.  მაგარი იდეებით დავბრუნდი და ახლო მომავალში სიურპრიზებიც გელით. 🙂

ძალიან ლამაზი მუსიკა აღმოვაჩინე

ყველაზე ძალიან კი ის გამიკვირდა, აქამდე რომ არ მქონდა მოსმენილი 🙂

ფაილის მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდი Andy-ს

ბედნიერების ხუთი კომპონენტი

Girl_smileბედნიერება ცხოვრებით ტკბობაა. გარე სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნის შეგრძნება, მაგრამ ადამიანები ბედნიერებას მუდმივად ვერ ინარჩუნებენ. ცხოვრებასა და ყოფას თან ახლავს წარუმატებლობა, იმედგაცრუება, უარყოფითი ემოციები. რაშია ადამიანის ბედნიერების ამოსავალი წერტილი?

პირველი – ჰარმონია

შეიძლება ცხოვრების მანძილზე ვთამაშობთ, თუნდაც საკუთარი თავის ან სხვადასხვა მხატვრული სახით წარმოვსახავთ მას, მაგრამ ჩვენი აზრები და იდეები, მიზნები და ქმედებები განსაზღვრავს, ვინ ვართ სინამდვილეში. შეიძლება თავი შევირაცხყოთ ბოროტი აზრებით, ვიყოთ პატივმოყვარე და ამაყი, მაგრამ საკმარისია საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ, რომ იმად ვიქცეთ, ვინც სინამდვილეში ვართ. ამ მომენტში მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზა საკუთარი თავისკენ, დაველაპარაკოთ მას, გავუგოთ და მივიღოთ, შევიგრძნოთ საკუთარი სრულფასოვნება და ძალა – ესაა ჰარმონია.

მეორე – ინტერესები

ცხოვრება მით უფრო საინტერესოა, რაც მეტია გართობა და საქმიანობა. მონოტონურ და უმოქმედო ცხოვრებას დეპრესიამდე მივყავართ. ინტერესები გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები, დავისვენოთ მძიმე ფიქრებისგან და განვთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისაგან. ინტერესების სფერო მრავალფეროვანია: სპორტი, ლიტერატურა, მუსიკა, მოგზაურობა.. მაგრამ ყველა მათგანი ერთი და იგივეს – დადებით ემოციებს გვიქმნის.

მესამე – სიყვარული

სხვებთან ემოციური ურთიერთობები ამყარებს საკუთარი თავის პატივისცემას და შეგრძნებას, რომ ვიღაცას ვჭირდებით, ვიღაცას უხარია ჩვენს გვერდით ყოფნა, დამატებით ძალებს გვმატებს და გვიბიძგებს მოქმედებისაკენ.

მეოთხე – მეგობრობა

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეგრძნებაა ცხოვრებაში. რა სასიამოვნოა იმ ადამიანის კომპანიაში ყოფნა, რომელსაც დიდი ხანია იცნობ და რომელთანაც ბევრი სასიამოვნო მოგონება გაკავშირება. კარგი მეგობარი დასაყრდენია ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებში. ყოველთვის ვიცით, რომ რთულ პერიოდში დახმარების ხელს გამოგვიწვდის და გვერდით დაგვიდგება. თავადაც ხომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დახმარება გავუწიოთ, როგორი პრობლემაც არ უნდა არსებობდეს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მეგობარს დახმარება არ შეუძლია, მისი მორალური თანადგომა გვეხმარება მოქმედებაში.

მეხუთე – პოზიტიური აზროვნება

რისკენ ისწრაფის საზოგადოება? – ჰარმონიის, მშვიდობისა და დღესასწაულებისაკენ. ასე იყო, არის და იქნება ყოველთვის. დადებითის საწყისი დადებითი აზროვნებაა. როგორც არ უნდა შემობრუნდეს იღბალი, კარგი დასასრული იმედი და რწმენა ყოველთვის ძალას გვმატებს. თუ საფუძვლად ავიღებთ დევიზს: “ცუდს ყოველთვის კარგი მოსდევს”, მაშინ სასოწარკვეთის საბაბიც აღარ გვექნება. საკუთარი თავის დადებითად განწყობით საბოლოო გამარჯვებას ვუყრით საფუძველს, იმდენად, რამდენადაც ჩვენი აზრები მატერიალურია.

და ბოლოს, რა არის საჭირო ბედნიერებისათვის? ნუ ვკითხავთ თავს, ბედნიერი ვართ თუ არა, უბრალოდ, ვისწრაფოთ მისკენ, ყური ვუგდოთ საკუთარ თავს, გავაფართოვოთ ინტერესებისა და მეგობრების წრე და რაც მთავარია, გვიყვარდეს.