Meloholica's Page

I Am What I Am

Tag Archives: რჩევები

როგორ ვისწავლოთ უცხო ენა

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ინგლისურის სწავლა, მაგრამ არ იციან რა მეთოდებით ისწავლონ. ძალიან კარგია თუ კურსებზე შეხვალთ, კერძო მასწავლებელთან ივლით და ა.შ. მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია ამ მეთოდით სწავლა, ხშირად მოსაბეზრებელ პროცედურად ეჩვენებათ და თავს ანებებენ. ბოლოს კი გამოდის, რომ რაღაც იციან, მაგრამ საუბარი მაინც არ შეუძლიათ.  ამიტომ, გადავწყვიტე დამეწერა რამდენიმე რჩევა, რომელსაც პირადად მე აქტიურად ვიყენებ, კმაყოფილი ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც დაგეხმარებათ.


ისაუბრეთ შიშის გარეშე


ადამიანების უმეტესი ნაწილი გაურბის უცხო ენაზე საუბარს, რადგან მიაჩნიათ, რომ თუ რაღაც შეეშლებათ, მათ აუცილებლად დასცინებენ და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებიან. ამის შიშით, ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები ისაუბრონ, ან საერთოდ არ საუბრობენ. ნუ გააკეთებთ ამას! უცხო ენის შესწავლის უმოკლესი გზაა საუბარი, საუბარი და საუბარი. შეიძლება შეგეშალოთ ერთხელ და ორჯერ, მაგრამ ამის შემდეგ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს. დაიმახსოვრეთ, შიშით ვერ შეძლებთ სასურველი შედეგის მიღებას, ამიტომ დაივიწყეთ შიში!


გამოიყენეთ ყველა რესურსი


თუ სწავლობ სკოლაში, უნივერსიტეტში ან სულაც მასწავლებელთან დადიხარ (არ აქვს მნიშვნელობა), ეცადე სხვა მეთოდებითაც იმეცადინო. არსებობს ძალიან ბევრი საშუალება და გზა, იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, ამიტომ არ ისწავლო მხოლოდ ერთი მეთოდით. არსბობს ცოდნის დონის ასამაღლებელი გადასარევი საშუალება – ინტერნეტი, სადაც უამრავ სასარგებლო მასალას იპოვნით.


შეიქმენით უცხოენოვანი გარემო


თუ ინგლისურს სწავლობთ, იყიდეთ ჟურნალები და წიგნები, მიმოფანტეთ ოთახში და ხანდახან იკითხეთ. უსმინეთ რადიოს, უყურეთ საინფორმაციო გაოშვებებს და ფილმებს, ესაუბრე მეგობრებს ინგლისურად ისე, როგორც შეგიძლია. ამით შენ შეძლებ მიაღწიო ისეთ შედეგს, როგორიცაა “ინგლისურად აზროვნება”.


უყურეთ ფილმებს და სატელევიზიო გადაცემებს უცხო ენაზე


ეს იმდენად სახალისო და ეფექტური მეთოდია, რომ თქვენთვითონ გაოცდებით შედეგით. ფილმების ყურებისას გაიმდიდრებთ ლექსიკონს და საშუალება გექნებათ მოისმინოთ მსახიობების აქცენტი.  იგივე შეიძლება ითქვას საინფორმაციო გმოშვებებზეც.


უსმინეთ მუსიკას


მუსიკის მოსმენაც ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად. ამისათვის საჭიროა იმ სიმღერის ტექსტის მოძიება, რასაც უსმენთ. დღეს უამრავი საიტი არსებობს, სადაც უპრობლემოდ შეძლებთ ტექსტების მოძიებას. ამის შემდეგ ეცადეთ მომღერალთან ერთად გაიმეოროთ სიტყვები და თუ იმღერებთ ამით “2კურდღელსაც დაიჭერთ”, სიმღერასაც ისწავლით : ))))


ისწავლეთ რაც შეიძლება ხშირად


გრამატიკის და სიტყვების ხშირი სწავლა, წარმატების საწინდარია


ხშირად აკეთეთ ტესტები და წერეთ სავარჯიშოები


ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ სავარჯიშოების წერა მოსაბეზრებელია და ტყუილი დროის ფლანგვაა, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. თუ არ წერე სავარჯიშოები და კვირაში/თვეში/წელში ერთხელ არ შეიმოწმე თავი ტესტების საშუალებით, ვერასდროს გაიგებ რა ისწავლე და რას მიაღწიე. ამიტომ, თუ არასდროს არ გაგიკეთებია ტესტი და არ იცი რა დონეზე იცი მაგ. ინგლისური, მემგონი დროა დღესვე შეუდგე საქმეს.


მოუსმინეთ თქვენს თავს


არავის უყვარს თავისი ხმის მოსმენა, მაგრამ აჯობებს ხანდახან გამოცადო შენი თავი. თვეში ერთხელ მაინც ჩაიწერე შენი ხმა და შეამოწმე როგორ გამოთქვამ სიტყვებს.


უსმინეთ ინგლისურად


ამაში ვგულისხმობ ტელეფონზე საუბარს, რადიოს, აუდიო წიგნების და CD-ების მოსმენას ინგლისურ ენაზე. ეს სატელევიზიო პროგრამების ყურებაზე უკეთესი საშუალებაა, რადგან შენ ვერ ხედავ  მოსაუბრეს და ცდილობ უფრო დაკვირვებით მოუსმინო. ძალიან ბევრი ადამიანი ამტკიცებს, რომ ტელეფონზე საუბრისას 2-ჯერ მეტად დაკვირვებით უსმენენ მოსაუბრეს.


და ბოლოს


Have fun! 😀

Advertisements

როგორ ვიცხოვროთ მარტივად და ბედნიერად!

თუ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ და გსურთ უფრო მეტს მიაღწიოთ ცხოვრებაში ან შეიცვალოთ უკეთესობისაკენ, წაიკითხეთ ეს რჩევები, გაიზიარეთ და იმოქმედეთ “ახალი ცხოვრების” დასაწყებად. ნუ დაელოდებით მომდევნო ორშაბათს, დაიწყეთ დღესვე!

1. წარმატების საიდუმლო

ქაღალდის ერთ გვერდზე ჩამოწერეთ ყველა ის პროექტი,  (იდეა,საქმე) , რომელიც უკვე წარმატებით განახორციელეთ. ამოიწერეთ მიზეზები, რომელთა გამოც წარმატებას მიაღწიეთ. მეორე გვერდზე ის პროექტები, რომელთა შესრულებაც ვერ შეძელით. ამოწერეთ წარუმატებლობის მიზეზები. ახლა დაფიქრდით და შეეცადეთ გამოასწოროთ შეცდომები და გაამრავლოთ წარმატებები.

2. ვიკლებთ წონაში

გაზაფხულზე მეტად აქტუალურია წონის დაკლების საკითხი. 10 კილოს 1 თვეში ვერ დაიკლებთ, (დაიავადმყოფებთ ორგანიზმს) შეგიძლიათ პირველ თვეს შეამციროთ ღვეზელების ნამცხვრებისა და ტკბილეულის რაოდენობა. თვეში 500 გრამს დაიკლებთ. შემდეგ თვეში შეეცადეთ დილაობით ივარჯიშოთ და სულ ცოტა ხანში სასურველ შედეგს მიაღწევთ – ტანწერწეტა გახდებით.

3. ავისრულოთ სურვილები

ჩამოწერეთ თქვენი სურვილები. გვერდით მიუწერეთ ის გზები, რომლებიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. მაგალითად: გადაწყვიტეთ უცხო ენის (იაპონურის) შესწავლა. “დავურეკავ ყველა უცხო ენის შემსწავლელ ცენტრს”, “ინტერნეტში მოვძებნი ენის შემსწავლელ უფასო საიტებს”, “გამოვკითხავ მეგობრებს თუ სად და ვისთან შეიძლება ენის შესწავლა” და ა.შ.

4. მოიხსენით შავი სათვალე

ქალები განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან  პესიმისტური ფიქრებისადმი. დაივიწყეთ: “ვერ შევძლებ”, “არ გამომივა”, “დავმარცხდები”. დაიმახსოვრეთ: თქვენ ნიჭიერი, სიმპათიური, ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ხართ და ყველაფერი გამოგივათ.

5. მეუღლე თქვენი საუკეთესო მეგობარია

დილით ნუ მოჰყვებით წუწუნს: “უამრავი საქმე მაქვს, მაგვიანდება..” მოეფერეთ და გაუღიმეთ საკუთარ მეუღლეს. შინ დაბრუნებული ნუ ჩაერთვებით სერიალებში. მეუღლეს გამოჰკითხეთ სამსახუში მომხდარი ამბები. გაამხნევეთ და მოეფერეთ. არავითარ შემთხვევაში არ იკამათოთ ძილის წინ.

6. გაანებივრეთ საკუთერი თავი

შავი დღისთვის ფულის გადანახვა საჭიროა, მაგრამ ნუ იტყვით უარს საკუთარ სიამოვნებაზე და ზოგჯერ გაანებივრეთ საკუთარი თავი სიურპრიზებითა და საჩუქრებით. ეს უფრო მეტად გაგიხალისებთ ცხოვრებას, ვიდრე მომავალზე ფიქრი.

7. დაეხმარეთ მეგობრებს

მიმოიხედეთ, იქნებ გარშემომყოფებს თქვენი დახმარება ესაჭიროებათ. შეძლებისდაგვარად მხარში ამოუდექით მათ. გახსოვდეთ: “მადლი ჰქენი, ქვაზე დადე..”

8. დახვეწილობის შესანარჩუნებლად

უარი თქვით ლიფტზე. 5 თეთრიანებიც დაგეზოგებათ და ფეხის კუნთებსაც გაიმაგრებთ. ყოველდღე 1 ჭიქით მეტი წყალი დალიეთ. ორცხობილას მაგივრად ვაშლი ჭამეთ. შეძლებისდაგვარად, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, ივარჯიშეთ. დაიმახსოვრეთ ოქროს სიტყვები: “ისაუზმე დედოფალივით, ისადილე პრინცესასავით და ივახშმე კონკიასავით.”

9. კანი, კანი, კანი…

ასაკის მატებასთან ერთად, მასთან დაკავშირებული პრობლემებიც მატულობს. სისტემატურად მიაკითხეთ დერმატოლოგს. შეიძინეთ სახის კანის მოსავლელი საშუალებები. მიიღეთ ვიტამინები და მიკროელემენტები.

10. დაისვენეთ

ორგანიზმს დასვენება სჭირდება. დაღლილობის დროს, გასამხნევებლად ნუ მიეძალებით ყავას. ნუ გაიბუღებით სიგარეტით. უმჯობესია 10-15 წუთით დაისვენოთ, დაიძინოთ (მეტიტაციის 10 წუთი სიმხნევესა და ენერგიას დაგიბრუნებთ).

11 ტკბილი ძილი

ძილის წინ (ორი საათით ადრე) მიიღეთ აბაზანა. ბალიშზე ლავანდის ზეთი (დამამშვიდებელია და დასაწყნარებელი) აპკურეთ და ტკბილად დაგეძინებათ. შეიძლება ძალიან დიდი ხანი გძინავთ ან ძილი გაკლიათ. დასვენების დღეებში გამორთეთ მაღვიძარა და საკუთარ თავს გამოძინების საშუალება მიეცით.

12. სიამოვნების წიგნი

ყოველთვის თან იქონიეთ უბის წიგნაკი, სადაც სასიამოვნო განცდებს ჩაიწერთ. და “ბედნიერ” ფოტოებს ჩააკრავთ. აგრეთვე შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ის სასიამოვნო ადგილები, რომელთა ნახვა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

და ბოლოს. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა ან თავიდან დაწყება მარტივია. მთავარია მოინდომოთ.

Movies – ფილმები და რა ფილმები..

მინდა გავაგრძელო ჩემი რუბრიკა და მოგითხროთ იმ ფილმების შესახებ, რომლებსაც ვუყურე და მომეწონა ან არც ისე.. 🙂 სიმართლე გითხრათ, ამ ბოლო დროს კარგი ფილმები გამოვიდა/დაიდო ქართულ საიტებზე, რომლებსაც ახლა თქვენთან ერთად განვიხილავ.

Holmes

ალბათ ყველას გსმენიათ ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსის შესახებ. ეს ფილმიც სწორედ მასზეა.  სასიამოვნო საყურებელია და ძალიან საინტერესო. ზოგჯერ სასაცილოც.. მთავარ როლებs რობერტ დაუნი უმცროსი და ჯუდ ლოუ ასრულებენ, რომლებიც ჩემს ფავორიტ მსახიობების სიაში შედიან.

ფილმის რეჟისორი: გაი რიჩი

ჟანრი: დრამა, დეტექტივი, სათავგადასავლო

ალბათ დამეთანხმებით, რომ გაი რიჩის მართლაც გამორჩეული ფილმები აქვს და ეს ერთ-ერთი მათგანია. მოკლედ მე ძალიან მომეწონა და ყველას გირჩევთ. ჩემი შეფასებაა 10/8

Whip It

ფილმი მოგვითრობს ისტორიას, პატარა ტეხასელ გოგონაზე . მთავარი გმირი, რომელიც გლამურული სილამაზის კონკურსების მუდმივი მონაწილეა, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს როლერების შეჯიბრში.  ძალიან საინტერესო და სახალისო ფილმია. ფილმის რეჟისორი დრიუ ბერიმორი გახლავთ და ფილმშიც აქვს პატარა როლი და მინდა ვაღიარო, რომ მას ნამდვილად კარგი ფილმი გამოუვიდა.

ჟანრი: დრამა, კომედია

ჩემი შეფასებაა 10/8

The dancer

მას ინდიას ეძახიან.  ძალიან ლამაზია, კარგად ცეკვავს.. აქვს ოცნება – უნდა ბროდვეიზე ცეკვა.  ყოველ საღამოს ის ეჯიბრება სხვადასხვა ცნობილ დიჯეებს და ნებისმიერ მუსიკაზე: რეპზე, ჯაზზე ან სოულზე ინარჩუნებს ტემპს და აოცებს მაყურებელს. მაგრამ მას აქვს 1 ნაკლი, რომლის გულისთვისაც ყველა იწუნებს.. ამ ფილმმა გამაოცა, გამაოგნა.. პირველ რიგში კი ის გამიკვირდა, რომ აქამდე არ მქონდა ნანახი. უყურეთ ფილმს მეხუთე ელემენტის შემქმნელებისგან და ისიამოვნეთ კარგი მუსიკითა და კარგი ცეკვით. ჩემი შეფასებაა 10/9

Everybody’s Fine

არ მომეწონა! არა, არა და არა.. ძალიან დავიღალე და ძირითადად ვახვევდი. კი, ძალიან შემეცოდა მთავარი გმირი, მაგრამ ძალიან დამღლელი და მომაბეზრებელი იყო პირადად ჩემთვის.  ფილმი მოგვითხრობს დაქვრივებული პენსიონერის შესახებ, რომელიც ცდილობს, თავისი ოჯახის ერთად შეკრებას და არ გამოსდის. ამიტომ გადაწყვეტს თავად მოინახულოს შვილები და იწყებს დიდ მოგზაურობას.. და ბოლოს.. ის აღმოაჩენს, რომ თავის შვილებს სულაც არ ჰქონიათ ისეთი ცხოვრება, როგორიც მას წარმოედგინა..

10/4 😦

When in Rome

ახალი და ცინცხალი ფილმი დოშ დუამელის მონაწილეობით.

ფილმის შინაარსი: წარმატებული, მაგრამ უიმედოთ მარტოხელა გოგონა – ხელოვნებათმცოდნე ბეტი მიემგზავრება რომში თავისი უმცროსი დის ქორწილში. ტრევის შადრევანში ის ხედავს იშვიათ და ამის გამო ძვირფასს მონეტებს. ბეტი მოიპარავს ამ მონეტებს და ამის შემდეგ გახდება რამოდენიმე მამაკაცის დევნის ობიექტი… რადგან იმ მამაკაცებმა რომლებმაც ჩააგდეს ეს მონეტები შადრევანში, ახლა მასზე შეყვარებულები არიან… ძალიან სახალისო ფილმია, მაგრამ მომენტებში ძალიან მოსაბეზრებელი და “ზღაპარი”.  რომ ვთქვა ისაა, რასაც ველოდი – მეთქი, მოგატყუებთ.

10/7

დღეისათვის სულ ეს იყო.. მომავალ პოსტში ვისაუბრებ ფილმებზე: From Paris with Love, Agora, Adam, Valentine’s Day და ა.შ. ახლა მეზარება : ))

ცვალებადი ხასიათი გაქვს?

ჩვენი განწყობა ამინდს ჰგავს – გამუდმებით იცვლება.  იმისათვის, რომ ჩვენი მოღრუბლული ცხოვრება მუდამ მზიანი და ენერგიული გავხადოთ, ამ რჩევებიდან რამის გამოყენება შეგვიძლია.

1. თუ ყოველ დღე ძალიან ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი, დაყავი რამდენიმე ნაწილად და აკეთე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ.

2. შეამცირე შენი ყოველდღიური გეგმა. ამით მეტი დრო დაგრჩება მოდუნებისთვის.

3. აიღე ფურცელი და დაწერე რას გრძნობ, რას განიცდი..

4. მოუსმინე საყვარელ მუსიკას

5. ძილის წინ გაიხსენე, მთელი დღის განმავლობაში რა გააკეთე. თუ რამე მნიშვნელოვანი გაქვს გაკეთებული, მიულოცე შენს თავს. შენ ეს შეძელი!

6. ყოველ დღე მიიღე 3 ტიპის ჯანსაღი საკვები

7. შეამცირე ალკოჰოლის მიღება

8. დაგეგმე შენი მომავალი. დაფიქრდი: ვინ გინდა იყო მომავალში? მწერალი? მაშინ შეუდექი საქმეს და აკეთე ის საქმე, რაც ნამდვილ სიამოვნებას განიჭებს

9. გამოცადე შენი თავი მხატვრობაში

10. გაინებივრე თავი და ისიამოვნე.  ბავშვი გინდა იყო? – იყავი!

11. იპოვე ბალანსი გადაღლილობასა და დასვენებულ მდგომარეობას შორის.

12. სახლიდან გასვლისთანავე იფიქრე მომავალზე

13. იზრუნე იმაზე, რომ 100%-ით  კარგ ხასიათზე იყო და დატკბი ცხოვრებით

14. თუ ყოველ დღე იმეორებ, რომ შენ მოწყენილი ვარსკვლავი ხარ, უიმედო და ნამდვილი დრამა, დაფიქრდი, ეს ისტორია ნამდვილად გარგად მოქმედებს შენზე?

15. უყურე კომედიას

16. გააკეთე რამე საკუთარი თავისთვის – მიიღე აბაზანა, მიირთვი საყვარელი კერძი, გაიკეთე მასაჟი..

17. მოუყევი შენს მეგობარს შენი გრძნობების შესახებ. რას გრძნობ, რას განიცდი.. ოღონდ ეცადე ნამეტანი ბევრი არ მოგივიდეს და თავი არ მოაბეზრო

18. მასაც მოუსმინე, იქნებ მარტო შენ არ გაქვს პრობლემა და მასაც უნდა რამის თქმა.. შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენი პრობლემა სულაც არაა უდიდესი კატასტროფა კატასტროფათა შორის.

19. თუ არ გყავს მეგობარი – დროა შეიძინო

20. ივარჯიშე – იარე იოგაზე, ბუნებაში გაისეირნე..

21. იყავი მათთან ვისაც უყვარხარ. ოჯახთან, მეგობრებთან..

22. მიიღე აბაზანა ყოველ დღე

23. ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დაწექი. იკითხე წიგნი ან ჩაი დალიე – ძალიან ამშვიდებს!

24. იპოვე ის სიყვარული, რომელიც შენში იმალება, სადღაც კუთხეში და გაანთავისუფლე. დაივიწყე სიძულვილი და გამოხატე სიყვარული..

25. ნუ ცდლობ ტელევიზორით ან ინტერნეტში ხეტიალით დროის გაყვანას. არსებობს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც შეგიძლია აკეთო

26. ყოველ დღე იმეორე: “მე ეს შემიძლია”, “მე ამას გავაკეთებ”

27. როცა რამის ნაკლებობას იგრძნობ, ეცადე ეს რაღაც შენთვითონ გააკეთო. მაგ: თუ სიყვარული გაკლია, გახდი მოსიყვარულე. თუ მეგობარი გაკლია – გახდი მეგობრული

28. ყოველ დღე აკეთე ხალხისთვის რამე სასიამოვნო. კომპლიმენტებით აავსე, ან დაეხმარე რამე საქმის კეთებისას

29. თუ მზიანი ამინდია, გადი სახლიდან გარეთ და მზეს მიეფიცხე

30. გაიღიმე. როცა ვიღიმებით, ბედნიერებას ვგრძნობთ.

შენიშვნა: თუ გამუდმებით ცუდ ხასიათზე ხართ და ვერ იტანთ გარშემომყოფებსა და საკუთარ თავს, და თუ ეს ყველაფერი 2 კვირაა გრძელდება, ან მეტი, უმჯობესი იქნება თუ ოჯახის ექიმს მიმართავთ. ამაში ცუდი არაფერია..

დაგეგმვა და სტრესი

stressცნობილმა ანალიტიკოსმა ერიკ ბერნმა, შეიმუშავა იოლი და ეფექტური მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია ადამიანების სტრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა. იმისათვის რომ მიხვდე საიდან წარმოიქმნა პრობლემები – სამსახურში, გეგმების განხორციელებისას, სასიყვარულო ურთიერთობისას, უბრალოდ უნდა გაიხსენო რას გეუბნებოდა დედა ბავშვობაში, როდესაც გაკვეთილების სწავლის დრო დგებოდა, შენ კი ამ დროს სასეირნოდ გინდოდა წასვლა. ამ საკითხში დედების უმეტესი ნაწილი იყოფა სამ კატეგორიად:

  • დედა 1: იმეცადინე საღამოს 6 საათამდე, შემდეგ კი შეგიძლია წახვიდე.
  • დედა 2: უნდა ისწავლო ყველაფერი რაც დავალებად გაქვს, ამის შემდეგ შეგიძია წახვიდე.
  • დედა 3: თუ ყველაფერს ისწავლი საღამოს 6-მდე, შეგიძლია წახვიდე, მერე დაგიგვიანდება და ვეღარ წახვალ.

პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს დროის შეზღუდვასთან. “იმეცადინე 6-მდე”-ში იგულისხმება: არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ისწავლი, მთავარია იმუშავო 6-მდე და შენ თავისუფალი ხარ!

მეორე სქემა: “გააკეთე ყველაფერი და თავისუფალი ხარ”

მესამე შემთხვევაში დედა მიგვანიშნევს: “თუ ყველაფერს ვერ მოასწრებ 6-მდე თავისუფალი ვერ იქნები”. ბერნის აზრით სწორედ მესამე ვარიანტი აყენებს ბავშვს დიდ სტრესს და უიღბლოობისკენ უბიძგებს.

დედების სამი ტიპის “შელოცვა” წარმოქმნის სამი ტიპის კარიერისტებს:

  • “ადამიანი ათიდან – ექვსამდე” – რომელსაც დიდი წარმატება ელის საოფისე კარიერაში
  • “ადამიანი თავისუფალი გრაფიკით” – რომელიც ხშირად აგვიანებს სამსახურში, მაგრამ მის მიტოვებას არ აპირებს იქამდე, სანამ ყველაფერს არ გააკეთებს რაც გასაკეთებელი აქვს
  • “ნერვიული თანამშრომელი” – რომელიც ყოველთვის ცდილობს ყველაფერი მოასწროს, გადამწყვეტ მომენტში კი კრახს განიცდის. მისი ლოზუნგია “მე ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის..”

აბა ეხლა აღიარეთ ადამიანების რომელი ტიპის კარიერისტებს მიეკუთვნებით : ))))

8 წესი: მამაკაცები და ჩვენ

ყველა ქალბატონს აქვს თავისი ნაღვლიანი სასიყვარულო ისტორია. ჩხუბი, გაუგებრობა, კონფლიქტი, ეჭვიანობა და ა.შ. არადა იმისათვის რომ სიყვარულით და ურთიერთგაგებით იცხოვრო, სულ რაღაც პატარა ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, რომელიც ალბათ არაერთხელ გსმენიათ, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ.

პირველი წესი

ნუ შეიყვარებ ზომაზე მეტად

ჩვენ გვგონია, რომ ზომაზე მეტი სიყვარულით გადავარჩენთ ჩვენს ურთიერთობას. როცა ქალს უყვარს, ის მთელ თავს მას უძღვნის და მისგანაც იგივეს მოელის. ცდები! ძალიან ნუ  შეიყვარებ, თორემ ის შენგან წავა – წავა იქ, სადაც შეეძლება სიყვარულისთვის ბრძოლა. ძალიან ბევრჯერ თქმულა – კაცი მონადირეა. ის მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული, ძალიან მალე კარგავს ინტერესს იმ ქალის მიმართ, რომელიც სიყვარულით ავსებს და აღმერთებს მას.  მამაკაცი იღლება და იწყებს სხვაზე ოცნებას, მასზე, ვინც ჯერ კიდევ წინაა, რომელიც მისთვის გამოცანაა და რომელიც დასაპყრობი ჰყავს.

მეორე წესი

არ მისცე მოდუნების საშუალება

თუ არ გინდა, რომ მამაკაცი დაკარგო – ყოველთვის გააკეთე ისე, რომ სულ დაძაბული იყოს. ის არ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შენ მთლიანად მას ეკუთვნი. ყოველთვის უნდა განიცდიდეს მცირე მოუსვენრობას, იყოს ტონუსში, თორემ მისი შენდამი ინტერესი ძალიან მალე გაქრება. არ მოაბეზრო თავი, მოძებნე რამე საქმე და ცოტა ხნით მოშორდი. მეგობრებთან გაერთე ან სხვა ნებისმიერი საქმე აკეთე. მან არ უნდა იფიქროს, რომ მთელი შენი ყურადღება მას ეკუთვნის და ის ერთადერთია მსოფლიოში, რაც შენს ინტერესს იწვევს. დააინტრიგე სვასთან ფლირტით. შეიძლება იეჭვიანოს, მაგრამ ამით თქვენი ურთიერთობა უფრო გამყარდება.

მესამე წესი

სულში არ ჩაუძვრე

ყველა მამაკაცი ცდილობს შეინარჩუნოს მიზანდასახულის, თავისუფალის და დამოუკიდებელის იმიჯი და ამ იმიჯის დანგრევის ყოველი პატარა მცდელობა, მასში პანიკურ შიშს იწვევს. როდესაც მამაკაცთან ძალიან ახლოს მივდივართ და ვცდილობთ მის სულში ჩახედვას, უმეტესობას უარყოფითი რეაქცია აქვს. ისინი გაურბიან ასეთ ურთიერთობებს და ცდილობენ იპოვონ ის კომფორტული დისტანცია, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ. არ გადააბიჯო მათ საზღვრებს, მამაკაცებს არ შეუძლიათ გულის სწრაფად გადაშლა. მას თუ ენდომება, ის თავად მოგიყვება ყველაფერს, მთავარია არ იჩქარო.

მეოთხე წესი

მუშაობაში ხელს ნუ შეუშლი

მამაკაცებისთვის საქმეები, კარიერა და სამსახური პირველ ადგილს იკავებს. ყველა ქალს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მამაკაცისთვის ის პირველი არაა. ყოველთვის აგვიანებს შეხვედრებზე – მას საქმეები აქვს, ის დასვენების დღეს ვერ ატარებს ოჯახთან – სამუშაო აქვს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია კარიერა, ვიდრე ოჯახთან დროის ტარება.. ჩვენ ვცდილობთ კაცი ახლოს გვყავდეს, ის კი თავისუფლებაზე ოცნებობს.

დაწყნარდი. ის ასეა მოწყობილი. დაინდე! მას არ შეუძლია უბრალოდ ბედნიერი იყოს, არ შეუძლია უბრალოდ უყვარდეს – ის ყოველთვის ცდილობს რაღაცის მიღწევას. იმის მაგივრად, რომ იტანჯო, რამე სასიამოვნო საქმე გამოიძებნე და იმით დაკავდი. წაიკითხე წიგნი, შეისწავლე უცხო ენა, ჩაეწერე ათობით კურსებზე – გახადე შენი ცხივრება საინტერესო, ოღონდ მამაკაცის გარეშე. და მაშინ თქვენი ერთად ყოფნა დღესასწაული იქნება და არა მორიგი საქმეების გარჩევა.

მეხუთე წესი

ასიამოვნე

საწოლში მამაკაცს სჭირდება სიახლეები, მძაფრი შეგრძნებები. ის თუ ამ ყველაფერს შენში ვერ იპოვის – სხვაგან იპოვის. მოიშორე კომპლექსები, გახადე თქვენი სექსუალური ურთიერთობა შენს იარაღად, კოზირად. ტემპერამენტიანი, მხურვალე, გაბედული, გახსნილი, მომთხოვნი და მიმცემი – ასეთი უნდა იყო საწოლში.

ძალიან ბევრი ასე არ იქცევა, რცხვენია.. რცხვენია თავისი თავის, ტანის.. შეიგნე – შენ კარგი ხარ. ის ხარ, რაც ხარ! შენ მისი საჩუქარი ხარ. არასოდეს შეადარო თავი სხვა ქალებს. აჩუქე შენი თავი და იცოდე შენი თავის ფასი.

მეექვსე წესი

არ აკრიტიკო

კრიტიკა – თავმოყვარეობაზე დარტყმაა. ყოველი ჩვენთაგანი იცნობს იმ სიტუაციას, როცა კაცი არ აღიარებს თავის შეცდომას, რადგან არ გააკრიტიკონ. ის გაექცევა ყველა კონფლიქტს, სკანდალს, გარჩევებს, თუ იგრძნობს, რომ ვერ შეძლებს მასში გამარჯვებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მან თავისი სისუსტე უნდა გამოაჩინოს, რაც იმიჯს შეულახავს. არ მისცე შენიშვნები, არ “გაუბურღო” ტვინი – როგორც ვიცით ხოლმე 🙂 ამ ყველაფრის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლება.

მეშვიდე წესი

კაცი – ბავშვია. გამოიყენე ეს ფაქტი

ყველა მამაკაცში ბავშვი ცხოვრობს, რომელმაც საკმარისად ვერ ითამაშა, ვერ დატკბა თავისი ბავშვობით. საკმარისია პატარა სითბო, მკერდში ჩაკვრა, ტკბილი სიტყვა და ჩათვალე რომ ის შენია. იყავი მომთმენი და თბილი. შეაქე, გაიზიარე მისი სიხარული, აქე და იამაყე. ის ბავშვია -არ შეიძლება, რომ ამაზე სითბოთი არ გიპასუხოს. მაგრამ ეცადე ძალიან არ გაათამამო. აგრძნობინე, რომ შენც გჭირდება სითბო და ყურადღება.

მერვე წესი

არასოდეს დაკარგო საკუთარი თავი. იყავი ისეთი – როგორიც ხარ!

Read more of this post

კოსმეტიკის ლიკვიდაცია

ენი კოსმეტიკის ჩანთა აფეთქებულ ფაბრიკას ჰგავს? შებერილობით და ზედმეტი წონით იტანჯება? მიკარების გეშინია? რამის პოვნა შეუძლებელია? მაშინ ეს ინფორმაცია სწორედ შენთვისაა!

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია – კოსმეტიკის ნახევარზე მეტი გამოუდეგარია. გატეხილი, შესქელებული, ფერშეცვლილი, დალექილი კოსმეტიკა ხელებში გედებათ და ნერვებზე მოქმედებს. მაგრამ “მარაგის ამოწურვის” შიში გვათმენინებს ამ ყველაფერს. მორჩა! ბოლოს და ბოლოს თქვით:  “ვაღიარებ, რომ არ მინდა ავიტანო Beauty-ქაოსი. ჩემი კოსმეტიკის ჩანთა აღარ მემორჩილება და საჭიროა რეორგანიზაცია!”

ახლა კი აიღეთ სათითაოდ და გულახდილად უპასუხეთ კითხვებს: “რამდენი ხანია, რაც აღარ გამომიყენებია?”, “მჭირდება?” “ხარისხიანია?” . ერთ კითხვაზე მაინც თუ მიიღებთ უარყოფით პასუხს, თამამად ჩააბრძანეთ ნაგვის ურნაში.

პუდრი, ჩრდილი, რუმიანა

როდის გამოვეთხოვოთ. ვადის გასვლისთანავე. როგორც წესი, მისი გამოყენება შეიძლება 1,5 – 2 წელი

  • თუ ფერი შეიცვალა და კანზეც არათანაბრად ნაწილდება, ე.ი. ის გამოუდეგარია, თან ბაქტერიების მსხვერპლიც ხდები.
  • პუდრი მაშინვე უნდა მოიშოროთ, როგორც კი მისი შუა ნაწილი ბოლომდე დაიხარჯება. კიდეებში დარჩენილი რაღაც ნაწილი, უკვე აღარ გამოგადგებათ.
  • არ ეცადოთ აპლიკატორების გარეცხვა/გასუფთავება. მათ თავისი სამუშაო უკვე შეასრულეს და ჯობია ახლით შეცვალოთ.

როგორ მოვუაროთ

  • ყველა პუდრს, თვალის ჩრდილს, აქვს თავისი დამცავი “საფენი”, რომლის ამოცლასაც არ გირჩევთ. მისი წყალობით სარკეც სუფთად შეინახება და პუდრიც და თვალის ჩრდილიც სირბილეს შეინარჩუნებს.
  • სანამ სახეზე პურდს წაისვამთ, სახე სველი ქაღალდით დაინამეთ. ნუ გეშინია, კანს არაფერი მოუვა, პირიქით – პუდრს დიდხანს შეინარჩუნებ სახეზე.
  • აპლიკატორები შეცვალეთ ფუნჯით. ადვილად სუფთავდება და მისი გამოყენებაც უფრო სასიამოვნოა.

ტუში

როდის გამოვეთხოვოთ. როგორც კი დაკარგავს კრემისებურ სტრუქტურას.

  • გაფუჭებულ ტუშს, როგორც წესი, სპირტისებური სუნი აქვს.
  • წამწამებს ეკვრის, მრგვალდება და სახეზე შამოდის? იმედიც არ გქონდეს, რომ ხვალ ან ზეგ ეს პრობლემა გამოსწორდება.
  • ბოლოს როდის წაისვი ვერცხლისფერი ტუში? ოქროსფერი? ცისფერი? ისინი, როგორც წესი, ყოველთვის დიდი ხნით აწყვია და ფუჭდება.

როგორ მოვუაროთ

  • ყოველთვის კარგად დაახურეთ თავსაფარი.
  • ყურადღება მიაქციეთ, რომ ფუნჯზე არ წარმოიქმნას ქვები, ამისათვის ხშირად წმინდეთ ქაღალდით. გახსნისთანავე წაისვით, 1 წამითაც არ შეყოვნდეთ!
  • არასოდეს ეცადოთ გამშრალ ტუშში რაიმე სითხის ჩამატებას: წყლის, ტონიკის, თვალის წვეთების და სპირტის. სპირტი შლის ტუშის შემადგენელ ფორმულას და შეიძლება ალერგიულ რეაქციამდე მიგიყვანოთ.

ტონალური კრემი

როდის გამოვეთხოვოთ. როგორც კი შეეცვლება ფერი, სუნი, ტექსტურა.

  • წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გაგიკვირდეთ, თუ კანის ქავილი დაგეწყოთ და გამონაყარი გაგიჩნდებათ.
  • თუ ტონალური კრემი გაჩუქეს და ის არ შეესაბამება თქვენი კანის ტიპს და ასაკს, არც კი ეცადოთ ექსპერიმენტის ჩატარებას.

როგორ მოვუაროთ

  • ყოველთვის, სანამ ტონალურს წაისვამთ, დაიბანეთ ხლები. ამით თავს დაიცავთ მიკრობებისგან.
  • შეინახეთ ბნელ ადგილას. სინათლეზე ბაქერიები გაცილებით სწრაფად მრავლდება.
  • არ შეურიოთ ორი ტიპის ტონალური. ისინი ბევრ აქტიურ კომპონენტებს შეიცავს და შეიძლება ერთად ვერ იცხოვრონ.

ფრჩხილის ლაქი

როდის გამოვეთხოვოთ. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ძირამდე ჩასული ლაქის გამოყენება, მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავებს 5-6 გამოყენების შემდეგ, გადაგდება მოგვიწევს.

  • ყოველთვის ეცადეთ შეიძინოთ პატარა ფლაკონით.
  • თუ შესქელდა, მაშინვე უნდა გამოემშვიდობოთ. არ შეურიოთ “აცეტონი”. მისი გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ და მაშინვე მოგიწევთ გადაგდება.
  • სეზონის დასრულებისთანავე მოიშორეთ საზაფხულო/საზამთრო ფერები. მომდევნო რამდენიმე თვე ის მაინც არგამოგადგებთა და გამოშრება.

როგორ მოვუაროთ

  • სანამ თავსახურს დააფარებთ, მოაშორეთ “ყელს” ლაქის ნარჩენები. ისხელს უშლის კარგად დახურვაში.
  • გამოყენებამდე არ შეანჯღრიოთ. წარმოქმნილი ბუშტუკები ხელს უწყობს სწრაფ აორთქლებას.
  • მკვეთრ სინათლეზე სწრაფად იცვლის ფერს, ამიტომ შეინახეთ ბნელ ადგილას.
  • ფუნჯი გაწმინდეთ და მოაცილეთ შესქელებული ლაქი. ამის წყალობით, უკეთესად წაისვამთ ფრჩხილზე ლაქს.

ტუჩსაცხი და “ბლესკი”

როდის გამოვეთხოვოთ

  • ბოლო დროს ვარდისფერი ფერი გიზიდავთ? ძალიან ბევრი ტუჩსაცხი ხომ არ დაგიგროვდათ?  Pink – ტონებიდან ამოირჩიეთ ის, რომელსაც ნამდვილად იყენებთ, დანარჩენიკი დაარიგეთ.
  • წითელი ტუჩსაცხი ყველა ქალს უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ თვეში 1-2-ჯერ იყენებთ, მაშინ აუცილებელი სულაც არაა მისი ყოველდღე ტარება.
  • როდის გაიქერავეთ თმა? მაშინ რაში გჭირდებათ ბორდოსფერი “ბლესკი”? ის მხოლოდ შავგვრემნებს უხდებათ.

როგორ მოვუაროთ

  • საერთოდ, პომადას ღუპავს როგორც სიცივე, ასევე სიცხეც. არ შინახოთ მანქანაში ან მაცივარში.
  • თუ პომადაზე ბლესკს ისვამთ, აუცილებლად მოაშორეთ აპლიკატორს პომადის ნარჩენები.
  • პომადის ფორმა განისაზღვრება ტუჩის ფორმის მიხედვით. თუ პომადის ფორმა არ შეესაბამება თქვენი ტუჩის ფორმას, მისი შეცვლა მხოლოდ გაცხელებული დანის მეშვეობითაა შესაძლებელი.

ფანქრები

როდის გამოვეთხოვოთ

  • ფანქარი არ დაიყვანოთ ბოლომდე. საცოდავად გამოიყურება და არაესთეტიკურია. გამოიყენეთ ელეგანტურად გრძელი ფანქარი და ისიამოვნეთ ყოველი მოძრაობისას.
  • თუ ფანქრის თავსახური  დაგეკარგათ, არ ეცადოთ მისი შეცვლა – ბამბით, ქაღალდით და ა.შ. გამოაძევეთ კოსმეტიკის ჩანთიდან , რათა არც ჩანთა დაგისვაროთ და არც სხვა კოსმეტიკური საშუალებები.
  • თუ ფანქარი კანს გიკაწრავთ, ნუ ეცდებით რაიმე მეთოდებით მის გამოყენებას. ამდენ წვალებას, ჯობია სხვა იყიდოთ!

როგორ მოვუაროთ

  • ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება, რომ თავსახური მჭიდროდ ეხუროს.
  • თუ თვეზე მეტია ფანქარი არ გამოგიყენებიათ, გათალეთ და განახლდება. ყოველთვის გაწმინდეთ აპლიკატორიც და სათლელიც.

თუ თქვენი კოსმეტიკის ჩანთა არაჩვეულებრივ მდგომარეობაში თვეზე მეტს გაძლებს – იამაყეთ. რეკორდი მოხსენით. თქვენს მეტი ამას ვერავინ შეძლებდა!

Movies

ალბათ გახსოვთ ჩემი ძველი პოსტი ფილმების შესახებ, სახელად Movies გირჩევთ.. არ გირჩევთ.., ეს პოსტიც მისი გაგრძელებაა. ანუ მინდა განვიხილო ბოლოს ნანახი რამოდენიმე ფილმი და ამას რა თქმა უნდა ფილმ 2012-ით დავიწყებ

2012

200909151937 რომ იცოდეთ რამდენ ხანს ველოდი მას, რამდენ ხანს ვოცნებობდი.. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი შიშმა შემიპყრო და თითქოს აღარც მინდოდა მისი ნახვა. მეგონა, იმდენად იმოქმედებდა ჩემზე, რომ სულ მასზე ვიფიქრებდი და კოშმარებით ვიცხოვრებდი 🙂 მოკლედ, დიდი შიშებით და გულის ხეთქვით წავედი კინოში (ისიც Ladyprada-მ წამიყვანა ძალით). ვუყურებდი, დავიძაბე, სპეცეფექტებით ავღფრთოვანდი, მაგრამ რომ გითხრათ, შემეშინდა და არიქა ვეღარ ვიძინებ – მეთქი, მოგატყუებთ. ძალიან მაგარი ფილმია, მაგრამ რაღაცნაირად რეალობას ვერ დავუკავშირე.  ზღაპარია მეგობრებო, ზღაპარი 🙂

Paranormal Activity

200910261553აი ამ ფილმს კი, მართლა ყველამ უნდა უყუროთ. ფილმი მოგვითხრობს წყვილის შესახებ, რომლებიც ფიქრობენ რომ მათ სახლში რაღაც ამოუცნობი არსება ბინადრობს და ყიდულობენ ვიდეოკამერას, რომლითაც ყველაფერს იღებენ.  ძალიან საინტერესო და შოკის მომგვრელი ფილმია. ყველას გირჩევთ. თან რეალური ამბავია. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე წუხელ არ მეძინა ისეთ ემოციებში ვარ 🙂

The Rebound

200906174024 ძაააალიან ლამაზი და საყვარელი ფილმია. ორივე მსახიობი ძალიან მიყვარს და მათი დუეტითაც ავღფრთოვანდი.  ფილმი მოგვითხრობს 25 წლის ბიჭზე და მარტოხელა დედაზე, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ..  ძალიან საინტერესო შინაარსიანი ფილმია.  ვისაც ჯერ არ გინახავთ, ახლავე უყურეთ 🙂

დღეისათვის სულ ეს იყო. დროის სიმცირის გამო ვეღარ ვახერხებ ფილმების ყურებას, რაც ძალიან მწყინს 😦 გკოცნით და გეხვევით თქვენი მელოჰოლიკა 😀 :*

რა არ უნდა გააკეთო გასაუბრებაზე

interview2ძალიან არ მიყვარს გასაუბრებები და ალბათ არც არავის უყვარს, მაგრამ თუ სამსახურის შოვნა გინდა, ეს გარდაუვალია.  გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, თუ რა არ უნდა გააკეთოთ გასაუბრებაზე.

მიხვედით და აჭიკჭიკდით

ინტერვიუ იმდენად კარგად წარიმართა, რომ ერთი სული გაქვთ, ყველას მოუყვეთ ამ ახალი ამბის შესახებ. ალბათ უკვე ყველასთან განიხილე თუ როგორ ჩაიარა ინტერვიუმ, ისაუბრე მის დადებით და უარყოფით მხარეებზე და არც კი გიფიქრია იმაზე, რომ მათ შეიძლება საუკეთესო კანდიდატის სახელი და გვარი “დაგუგლონ”, ესტუმრონ შენს გვერდებს სოციალურ ქსელებში, სადაც ყოველთვის წააწყდებიან შენს ნამდვილ პოზიციას. შეიკავე თავი ზედმეტი ლაქლაქისგან ინტერნეტსაიტებზე და მეგობრებთანაც – მანამდე მაინც, სანამ ოფიციალრად აგიყვანენ ახალ თანამდებობაზე. Read more of this post

Miss You

Miss you.. Miss you..

Simple Plan – I Miss You lyrics

to see you when i wake up is a gift
i didn’t think could be real
to know that you feel the same as i do
is a three fold utopian dream
you do something to me that i can’t explain
so would i be out of line if i said
i miss you

i see your picture
i smell your skin on the empty pillow next to mine
you have only been gone 10 days
but already im wasting away
i know ill see you again
weither far or soon
but i need you to know
that i care
and i miss you