Meloholica's Page

I Am What I Am

Tag Archives: Blog

გილოცავთ ახალ წელს!!!

ისე, სად მეჩქარებოდა არა? მომავალ წელს ვერ მოგილოცავდით? 🙂 მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზიო ხომ გაგიგიათ.. სადღაც 1 კვირაა გავედი და აღარ დავბრუნებულვარ, არა გატყუებთ – დღეს დავბრუნდი და მინდა მომენტით ვისარგებლო და მოგილოცოთ ახალი წელი.  რაღაცნაირად ამ წლის ძალიან დიდი იმედი მაქვს და არა მარტო მე, ყველა მხრიდან ის მესმის, რომ ეს წელი იქნება ძაააალიან მაგარი და ძაააალიან საოცარი. ხოდა ძაააააალიან მაგარი წელი გქონოდეთ ჩემი ერთგულო მკითხველებო და არა მარტო.  გკოცნით და გეხვევით თქვენი მელოჰოლიკა – ალკოჰოლიკა 🙂 🙂 🙂

P.S.  მაგარი იდეებით დავბრუნდი და ახლო მომავალში სიურპრიზებიც გელით. 🙂

Advertisements

დავალება #7

ამ დავალებაში უნდა მეპოვა მეგობარი ბლოგერი. დააჭირე

მეც ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ჩემს მეგობართან დამეგობრება . ესაა ადამიანი, რომელიც პირველი კითხულობს ჩემს პოსტებს, მაძლევს რჩევებს და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას..  ესაა ჩემსავით დამწყები ბლოგერი ლედი პრადა.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩემი წინა შესრულებული დავალებები:

#1: “პრეზენტაცია ლიფტისთვის”

#2: დააკვირდით სტატისტიკას

#3: ლისტ-პოსტი

#4: მოიფიქრე 10 პოსტი

#5: გააკეთე ბლოგერის კალენდარი!

#6: 80 რჩევა პროფესიონალური ბლოგინგისთვის

გაკვეთილი#6

ესეც ჩემი შესრულებული დავალება #6: 80 რჩევა პროფესიონალური ბლოგინგისთვის

1.იყიდეთ დომენი და დააინსტალირეთ ვორდპრესი
2.თუ ფული არ გაქვთ ან გეზარებათ, გამოიყენეთ Blogger-ი. იგი ადვილია, უფასოა და Google-ისაა. ამიტომაც ძიებისას თქვენი ბლოგი უფრო ზედა რეზულტატებში გამოჩნდება. [wordpress რომ მიყვარს? 😦 )
3.მოიფიქრეთ ბლოგის მახვილგონივრული აღწერა (tagline)
4.ფოკუსირება მოახდინეთ ნიშურ თემაზე
5.გაუღიმეთ საძიებო სისტემებს – გამოიყენეთ ტეგები
6.მოფიქრეთ სხარტი სათაურები პოსტებისთვის [ვცდილობ]
7.პოსტებში აუცილებლად დალინკეთ შიდა გვერდები და ძველი პოსტები
8.პოსტების ბოლოს განათავსეთ ”მსგავსი პოსტების” ჩანართი. [კარგი იდეაა]
9.ებრძოლეთ სპამს!
10.იყავით ფოკუსირებული ბლოგის განვითარებაზე
11.დაიცავით ბლოგი უცხო პირთა შეჭრისგან – დააყენეტ ძნელად გამოსაცნობი პაროლები
12.იფიქრეთ პრემიუმ დიზაინზე [უორდპრესი არ მაძლევს მაგის საშუალებას]
13.კარგად შეახამეთ ბრენდინგის ელემენტები
14.გადაიტანეთ RSS Feedburner-ზე [ჯერ არ ვიცი მაგდენი]
15.მიეცით მკითხველებს საშუალება გამოიწერონ ბლოგი იმეილით [არც ამდენი]
16.მიეცით მკითხველებს კომენტარების გამოწერის საშუალება
17.დარეგისტრირდით Google Analytics-ზე [უახლოეს მომავალში ვიზამ..]
18.გახადეთ პოსტები სკანირებადი და კითხვადი
19.გაათავისუფლეთ ბლოგი ზედმეტი ნაგვისგან [ჯერ არ მაქვს ნაგავი]
20.შეინახეთ პოსტების და კომენტარების სამარქაფო ვერსია (ყოველი შემთხვევისთვის)
21.პოსტი გააფორმეთ მინიმუმ 1 სურათით
22. ატვირთეთ ისინი თქვენს საკუთარ სერვერზე ან ბლოგერის უფასო სერვისით ისარგებლეთ. [ვიყენებ წორდპრესის მიერ ბოძებულ 3 გეგას :)) ]
23.არ გამოიყენოთ უფასო იმიჯ-ჰოსტინგები
24.დაიცავით თვით-დისციპლინა
25.დარეგისტრირდით blogroll.ge-ზე
26.ბლოგიდან მოაცილეთ გაფუჭებული ბმულები რომლებიც არსად არ ილინკება. [ ჯერ არ მაქვს მასეთები]
27.უპასუხეთ მკითხველის კომენტარებს [ყოველთვის ვპასუხობ]
28.დაწერეთ მიწვეული-პოსტი რომელიმე პოპულარულ ბლოგზე [თუ მიმიწვევენ, დავწერ]
29.იკითხეთ სხვა ბლოგები ახალი იდეებისთვის [ყოველთვის ვკითხულობ..]
30.იყავით აქტიური ინტერნეტში და ცხოვრებაში [ 8 საათი სამსახურში, 2-3 საათი ინტერნეტში.. ]
31.გამოძვერით ”ტექსტი მეფობს”- ჩარჩოდან
32.შექმენით ალიანსი სხვა ბლოგერთან
33.შეიძინეთ ახალი უნარ-ჩვევები – შეისწავლეთ ბლოგის ტექნიკური მხარეები
34.გახადეთ მკითხველისთვის ადვილი თქვენთან დაკავშირება
35.იქონიეთ გამზადებული მედია კიტი რეკლამის დამკვეთებისთვის [ეს ჯერ არ მჭირდება]
36.გადაიღეთ ვიდეო-პოსტი [ჯერ არა! მერე ვნახოთ]
37.არ იპასიუროთ, დაარეკლამეთ თქვენი ბლოგი [შეძლებისდაგვარად..]
38.მადლობა გადაუხადეთ თქვენს სტუმრებს
39.დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაავრცელეთ უფასოდ. [წიგნი არასოდეს დამიწერია :)) ]
40.მკითხველის რომელიმე საინტერესო კომენტარს ახალ პოსტში ციტირება გაუკეთეთ და განავრცეთ
41.არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები მკითხველის შესახებ, თქვენ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ. – ამიტომ ნუ დაიწყებთ პოსტებს შემდეგი ფრაზით – “როგორც უკვე იცით, …” აუხსენით მათ ყოველი დეტალი.
42.დაილაგეთ სამუშაო მაგიდა
43.სპონსორი გჭირდებათ? მოიძიეთ!
44.გამორთეთ კომენტარების მოდერაცია
45.არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ვერ პოსტავდით. ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ დაწერეთ ახალი პოსტი. პაუზას ვერავინ შეამჩნევს.
46.დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet) [ჩაგამატე]
47.წაიკითხეთ წიგნი
48.გაყიდეთ ან გააჩუქეთ ტელევიზორი
49.იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან
50..მეტი კომენტარების მოსაპოვებლად პოსტებში დასვით შეკითხვები
51.დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაყიდეთ
52.შეწყვიტეთ დაგეგმვა, დაიწყეთ წერა!
53.წერეთ ყოველ დღე [საქმე რომ არაფერი მქონდეს, ასეც ვიზამდი ]
54.თუ ფიქრობთ, რომ კარგად წერთ, წერეთ დღეში ორჯერ
55.არ უთხრათ თქვენი ბლოგის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულს, თანამშრომლებს. [არავინ იცის ლედი პრადას გარდა]
56.თუ ისინი მაინც აღმოაჩენენ მას, სთხოვეთ დაივიწყონ თქვენი ბლოგის მისამართი. [მასეც ვიზამ]
57.გალინკეთ სხვები. გალინკეთ ყველა ვინც გაგლინკავთ. ლინკებით განსხვავდება ბლოგერი მაიმუნისგან.
58.დაწერეთ რამე რეალური თქვენს შესახებ!
59.თუკი კვირაზე მეტია არ დაგიწერიათ სექსზე, პოლიტიკაზე და რელიგიაზე ესე იგი ”სუფთა თამაშს” თამაშობთ, რაც იმას ნიშნავს რომ #55 რჩევის შესრულებისას ჩაიჭერით. გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ.
60.დააყენეთ მთვლელი და მიეცით საშუალება ყველას ნახოს თქვენი სტატისტიკა.
61.თუ არ იცით როგორ კეთდება ეს – ისწავლეთ. იმ წუთიდან რაც ბლოგს გააკეთებთ კარგი რაღაცეები მოხდება, მათ შორის ის, რომ ახალ რამეებს ისწავლით.
62.სანამ ”გამოქვეყნებას დააჭერთ. მონიშნეთ მთელი პოსტი და დააჭირეთ CTRL+C-ს. ეშმაკს არ სძინავს!
63.წერეთ გულწრფელად. ყოველი პოსტი წინაზე გულწრფელი უნდა იყოს.
64.ცვალეთ წერის სტილი. წერეთ ლამაზი ზღაპრები. იოცნებეთ სახალხოდ. გამოფინეთ ყველაზე ჭუჭყიანი თეთრეული. სახელებით მოიხსენიეთ კონკრეტული პიროვნებები. იტირეთ, იჩხუბეთ, იმღერეთ, არ მოგერიდოთ, რომ ვინმე დაგცინებთ.
65.კვირაში ერთხელ მაინც ჩაწერეთ აუდიო პოსტები.
66.არ იზარმაცოთ!
67.დასასვენებლად მიდიხართ? არ მოკლათ ბლოგი! – დაუტოვეთ იგი ალიანსელს (იხ. #32) ან წინასწარ დაწერეთ სამომავლო პოსტები და გადაანაწილეთ თქვენს შვებულებაზე.
68.დაწერეთ ღია წერილები. გააკეთეთ სიები. წერეთ სხვის შეცდომებზე.
69.გამოიგონეთ საკუთარი თავი.
70.წერა დაიწყეთ იმ ამბით, რაც დღეს გადაგხდათ.
71.როცა არ იცით რა დაწეროთ, დაწერეთ მიმოხილვები, მაგალითად მიმოიხილეთ გუშინ ნანახი ფილმი.
72.ხშირად წერეთ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ.
73.გამოააშკარავეთ საკუთარი თავი. მოყევით თქვენი საიდუმლოებები. ამ პოსტების წაშლა შემდგომში ყოველთვის შეიძლება.
74.არ გამოაქვეყნოთ თქვენი ნამდვილი სახელი. არ ილაპარაკოთ სამსახურზე თუ გაწუხებთ სამსახურიდან გამოგდების საკითხი.
75.არ გამოაქვეყნოთ თქვენი ლექსები, მათ არავინ წაიკითხავს. განსაკუთრებით – თუ ისინი გენიალურია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ სასაცილო და იდიოტური ლექსები.
76.მოყევით თქვენი მეგობრების შესახებ
77.შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ! [მიყვაააარს]
78.წაიკითხეთ ათასობით ბლოგი და დატოვეთ სასიამოვნო კომენტარები
79.ამობეჭდეთ ეს სია, გაიკარით სამუშაო მაგიდასთან და ყოველდღე გადახედეთ!
80.შთაგონებისთვის – იკითხეთ Sweet.ge [ყველგან და ყოველთვის.. ] 🙂

52% 😛

#5 ბლოგერის კალენდარი

ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, მაინც შევასრულე სვითის მე-5 დავალება Click

პირველ რიგში შევიმუშავე პოსტვის სიხშირე. გადატვირთული გრაფიკის გამო მომიწევს კვირაში მინიმუმ 4-ჯერ პოსტვა.

  • ორშ –  თავისუფალი თემა
  • ოთხშ – კინო/მუსიკა
  • პარ –  სილამაზე/მოდა/რჩევები
  • კვ –  My Life Story

ასევე შევადგინე კალენდარი ჩემი წინა შესრულებული დავალების მიხედვით მოიფიქრე 10 პოსტი

Click Here

დავალება #4 მოიფიქრე 10 პოსტი

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მემგონი შევასრულე დავალება. მართალია, 10-ის მაგივრად 16 თემა გამომივიდა, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, მთავარი ისაა რომ ყველა დავწერო 😀 Read more of this post

სტატისტიკა

ვასრულებ #2 დავალებას სვითის გაკვეთილებიდან 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს, მართალია მოგვიანებით, მაგრამ მაინც. ჯერ დამწყები ბლოგერი ვარ და არც მქონდა ისეთი  სტატისტიკა, რომ  ან თვალყური მედევნებინა და ან ეს პოსტი გამეკეთებინა.

ეს გახლავთ ჩემი სტატისტიკა:

სულ უნიკალური მომხმარებლების რაოდენობა: 41
დღეს: ჰიტები: 2 » უნიკალური ვიზიტორები: 2
გუშინ: ჰიტები: 5 » უნიკალური ვიზიტორები: 5

ყველაზე ხშირად შედიან მთავარ გვერდზე და თემაში “მოდური სათვალე”

სულ ეს არის : D