Meloholica's Page

I Am What I Am

Tag Archives: downtempo

Chillout – Chill out music

ელექტრონული მუსიკის სტილი, რომლის სახელიც წარმოიშვა ინგლისური სიტყვიდან chill – დაწყნარდი, მოდუნდი.

90-ნი წლების დასაწყისში გამოვიდა რამდენიმე ალბომი  “Chillout” სახელწოდებით. ეს ალბომები ძალიან ახლო კავშირში იყო ისეთ სტილებთან, როგორებიცაა: Downtempo, Trip Hop, House, Nu jazz, Psybient, Lounge. ამ სტილზე ზეგავლენა მოახდინა Trance, Ambient და Intelligent Dance Music (IDM) ჟანრებმა.  ტერმინი “ჩილ-აუთი” გამოიყენება “დამამშვიდებელი” ტონალობის აღსაღწერად.  ის ჰიპნოზური რიტმებით გამოირჩევა. ხშირად “სოფტ- ტექნოსაც” ეძახიან.

ამ ბოლო ხანებში პოპულარობით სარგებლობს პროგრესივ-ტრანსის და პროგრესივ-ჰაუსის მუსიკოსებში, ამიტომ ამ ჟანრს ხშირად Ibiza Trance/Balearic House-საც უწოდებენ. ეს მუსიკა გამოსახავს იბიცის კუნძულების ატმოსფეროს. როგორც ჩილ-აუთის მსმენელები იძახიან, მას შეუძლია სულიერად აამაღლოს ადამიანი და მისი მოსმენისას შეიძლება თვალწინ წარმოგვიდგეს ზღვის სანაპირო და მზის ჩასვლა.

Advertisements