Meloholica's Page

I Am What I Am

Tag Archives: Sunglass

მოდური სათვალე 2009

წამყვანი დიზაინერების კოლექციებში სათვალის დიდი ასორტიმენტია. ძალიან ბევრი სტილი და ფორმა უკვე პოპულარული იყო წინა წლებშიც, მაგრამ წელსაც ინარჩუნებს თავის პოზიციას. მაშ ასე:

1. პირველ ადგილზეა ჯონ ლენონის სტილის მრგვალი სათვალე, რომლის საშუალო ზომა, ფერების სიმრავლე და სრულად ჩამუქებული  ლინზები, სახეს არაჩვეულებრივ იმიჯს უქმნის.

22be0699a2c6

2. გრადიენტული ლინზები , ანუ შეფერილი მინა – ერთი ფერიდან მეორეში გარდამავალი, ძალიან სასარგებლოა თვალისთვის და გამოუცნობ სტილს უქმნის ადამიანს.

გრადიენტული სათვალე შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის და ფორმის.

7d304adf3e883. 70-იანი სტილის სქელ ჩარჩოიანი სათვალე, უკვე რამდენიმე წელია მოდურ სათვალედ ითვლება და წარმატებით ინარჩუნებს თავის პოზიციას. ეს სათვალე ძალიან ჰგავს ჰიპის სტილს: სქელი ჩარჩო, მრგვალი ან სწორკუთხა მინით. ლინზა შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და ზომის. ეს სათვალე საუკეთესო საშუალებაა საკუთარი სტილის და ხასიათის სადემონსტრაციოდ.

aa523327924d4. გიგანტური სათვალის ნახვა შეიძლება ნებისმიერი დიზაინერის კოლექციაში. ლინზები შეიძლება იყოს ან მთლად თეთრი, ან ფერადი, გრადიენტული ან სრულად ჩამუქებული

e3852c2f9b995. კუს იმიტაცია. გამოიყურება ორიგინალურად და ეკზოტიკურად. Celine და Just Cavalli-ს სათვალე ხაზს უსვამს თქვენს ინდივიდუალურობას.

17cf4c526fa56. Wayfarer-ის სტილი  Ray Ban-ისგან, წარმოდგენილია Moschino, Sonia Rykiel და Danielle Scutt-ის კოლექციებში, რომელიც გვაბრუნებს 90-იან წლებში.

7e16eb1b3aca7. ავიატორები – ეს ტიპი შეიქმნა 80-იან წლებში. ისინი ძალიან პრაქტიკულია, მაქსიამლურად უსაფრთხო და არაჩვეულებრივად გამოიყურება.  ჰარმონიულად გამოიყურება ტყავის პიჯაკთან, ჯინსებთან და ტყავის ფეხსაცმელთან.

88e82c4df57d8. თეთრ ჩარჩოიანი სათვალე მოდაში შემოვიდა, ჯერ კიდევ წინა საუკუნის 50-იან წლებში.

76c4f95228e49. მოდური ტენდენციები 2009 მიესალმება არაჩვეულებრივი ფორმების და მკვეთრი ფერის სათვალეს: მწვანე, ლურჯი, სტაფილოსფერი, წითელი და ა.შ.

6e77e0c9d35710. ფუტურისტული ჩარჩო ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ჭრილებით, ან ვარკვლავის და გულის ფორმის. ისინი არაჩვეულებრივია წვეულებებისათვის. ასეთი ფორმის სათვალე კოსმიურ და არაამქვეყნიურ იმიჯს მოგანიჭებთ.

ac428f0e0780d94e38c1bd18

Advertisements