Meloholica's Page

I Am What I Am

Tag Archives: Test

მინი ფსიქოლოგიური ტესტი (გოგონას ისტორია)

დედის დასაფლავებაზე გოგონამ დაინახა მამაკაცი, რომელსაც არ იცნობდა.

მოეწონა. ის მისი ოცნების მამაკაცი იყო.

პირველივე დანახვით  შეუყვარდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, გოგონამ მოკლა თავისი და.

კითხვა: რა მოტივი ამოძრავებდა გოგონას?

თუ ამ კითხვას სწორად უპასუხეთ – ფსიქოპატი ხართ.

ეს ტესტი მოიგონა ამერიკელმა ფსიქოლოგმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პოტენციური მკვლელის გამოვლენა.

თუ არასწორად უპასუხეთ კითხვას – ეს კარგია თქვენთვის. თუ თქვენმა მეგობარმა სწორად უპასუხა, გირჩევთ მოერიდოთ მას :)))

ველი პასუხებს, ცოტა ხანში კი გაგიზიარებთ გოგონას მკვლელობის მიზეზს 🙂

Advertisements

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორ გავხდეთ “ფსიქოლოგები”

ადამიანის ფსიქიკის ტესტირების ცოდნა, ძალიან სასარგებლო რამაა ცხოვრებაში. ნებისმიერ კომპანიაში ჩაატარეთ ტესტი, რისთვისაც მხოლოდ კალამი და ფურცელი დაგჭირდებათ და ჩათვალეთ, რომ იმ წუთიდან ყველაზე საინტერესო ადამიანი გახდებით და მთელი ყურადღება თქვენსკენ იქნება მომართული. ხშირად რჩევისთვისაც მოგმართავენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის ფსიქიკა სახუმარო საქმე არაა და სიფრთხილით მოეკიდეთ ამ საქმეს. ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენის შემდეგ, ილაპარაკეთ იმაზე, თუ რას ხედავთ, ოღონდ ეცადეთ უსიამოვნო ფაქტებს თავი აარიდოთ, უბრალოდ სიფრთხილე გამოიჩინეთ, “სიფრთხილეს თავი არ სტკივაო” ხომ იცით 🙂

გირჩევთ პრაქტიკა თქვენსავე თავზე და ახლობლებზე გაიაროთ. აიღეთ ფურცელი და კალამი, უპასუხეთ 6 კითხვას, ხოლო შემდეგ გადახედეთ პასუხებს:


1. აირჩიეთ ნებისმიერი ციფრი 1-დან 9-მდე

2. ჩამოთვალეთ 5 ფერი. დაიწყეთ საყვარელი ფერით

3. ჩამოთვალეთ 5 ფილმი

4. ჩამოთვალეთ 5 მომღერალი/ ჯგუფი/ მუსიკოსი

5. დახაზეთ რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა (5 მაინც)

6. დახაზეთ რთული გეომეტრიული ფიგურა, რომელშიც ჩახაზული იქნება რამდენიმე უბრალო გეომეტრიული ფიგურა

ახლა კი გავშიფროთ:

Read more of this post

ლუშერის ფსიქოლოგიური ტესტი

ლუშერის ფერთა ტესტი

მაქს ლუშერმა შეიმუშავა ფერთა ფსიქოლოგიური ტესტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ადამიანის ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობის დადგენა – ფსიქოლოგიური სტრესის მიზეზები.

ლუშერის ტესტი – ესაა ადამიანის მდგომარეობის დიაგნოსტიკა. შეუძლია გამოავლინოს ადამიანის სულიერი მდგომარეობა. გამოსაყენებლად ძალიან ადვილია და ზუსტი. მას იყენებს ფსიქოლოგების უმრავლესობა.

გამოყენების ინსტრუქცია:

Read more of this post

ფსიქოლოგიური ტესტი #3

მინდა შემოგთავაზოთ კიდევ 1 სახალისო ფსიქოლოგიური ტესტი. წინა 2 ტესტი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ფსიქოლოგიური ტესტი #1

ფსიქოლოგიური ტესტი #2

ტესტის პრინციპი იგივეა: პასუხებს არ ვნახულობთ იქამდე, სანამ არ გავცემთ ყველა კითხვას პასუხს. უმჯობესი იქნება თუ სადმე ჩაიწერთ.

აიღეთ ფუქრცელი და კალამი და 2 სიტყვით დაახასიათეთ: (მაგ: ვეფხვი – ძლიერი, ჭრელი და ა.შ.)

1. კატა

2. ძაღლი

3. ცხენი

4. ცხვარი

5. ყავა

არ ჩაიხედოთ პასუხებში, სანამ არ აღწერთ ამ 5 რაღაცას.

Read more of this post

კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ტესტი

testვისაც წინა ტესტი არ გაგიკეთებიათ, შეგიძლიათ შეხვიდეთ აქ ფსიქოლოგიური ტესტი

ამ ტესტის პირობა იგივეა: ყველა კითხვის პასუხს ვწერთ ფურცელზე და მხოლოდ შემდეგ ვნახულობთ პასუხებს

1. გაურკვეველი ვადით მიდიხართ უდაბნოში, რას წაიღებდით? (დიდხანს არ იფიქროთ, დაწერეთ ის, რაც პირველი მოგივათ თავში აზრად)

2. გწყურიათ. შეგხვდათ მღვრიე წყალი. დალევთ?

3. შეგხვდათ გველი. აღწერეთ როგორია გველი და რა რეაქცია გაქვთ.

4. დაინახეთ დიდი მთა, როგორ გადალახავთ, პირდაპირ, თუ გზის ძებნას დაიწყებთ?

5. მოდის ცხენი. აღწერეთ ის. ის მოვიდა თქვენთან თუ თქვენ მიხვედით? ამხედრდებით თუ არ ამხედრდებით ცხენზე.

6. თქვენს წინ არის თვალუწვდენელი კედელი, რომლის გადალახვის ვარიანტი არ არსებობს. როგორ გგონიათ, რა არის ამ კედლის მიღმა? აღწერეთ.

პასუხები იხილეთ სრულიადში

Read more of this post