Meloholica's Page

I Am What I Am

Tag Archives: Trance

ახალი და სასიამოვნო მუსიკა

1. W&W vs. Jonas Stenberg – Alligator Fuckhouse

2. The Thrillseekers – Savanna

3. Faithless – Not Going Home (Armin van Buuren Remix)

4. Andy Moor & Ashley Wallbridge feat Meighan Nealon – Faces

5. Velvetine- Safe [Wherever You Are] (Rank 1 Remix)

და ბოლოს..

Advertisements

Armin van Buuren – A State Of Trance 2010

Label: Armada Music
Source: 2xCD + CUE
Release date: Apr-02-2010
Format: mp3
Quality: VBR kbps
Size: ~231 MB
Genre: Electronic
Style: Trance / Progressive

Tracklist:

Read more of this post

Trance Energy

ახლოვდება რიგით მე-17 ფესტივალის თარიღი (03.04.2010), რომელიც ჩატარდება ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში. წლევანდელი Trance Energy-ს ჰიმნი ეკუთვნის Sander van Doorn-ს, რომლის რელიზიც შედგება 22 მარტს.

მოკლედ ფესტივალის შესახებ: ეს არის ივენთი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს ცნობილი ტრანს DJ-ები. ფესტივალი ტარდება ჰოლანდიაში 1999 წლიდან –  წელიწადში ორჯერ.

2010 წლისTrance Energy-ს ჰიმნი შეგიძილათ მოისმინოთ ამ ვიდეოში

ალბათ ყველა ტრანსის მსმენელის ოცნებაა იქ მოხვედრა, მათ შორის ჩემიც..

Chillout – Chill out music

ელექტრონული მუსიკის სტილი, რომლის სახელიც წარმოიშვა ინგლისური სიტყვიდან chill – დაწყნარდი, მოდუნდი.

90-ნი წლების დასაწყისში გამოვიდა რამდენიმე ალბომი  “Chillout” სახელწოდებით. ეს ალბომები ძალიან ახლო კავშირში იყო ისეთ სტილებთან, როგორებიცაა: Downtempo, Trip Hop, House, Nu jazz, Psybient, Lounge. ამ სტილზე ზეგავლენა მოახდინა Trance, Ambient და Intelligent Dance Music (IDM) ჟანრებმა.  ტერმინი “ჩილ-აუთი” გამოიყენება “დამამშვიდებელი” ტონალობის აღსაღწერად.  ის ჰიპნოზური რიტმებით გამოირჩევა. ხშირად “სოფტ- ტექნოსაც” ეძახიან.

ამ ბოლო ხანებში პოპულარობით სარგებლობს პროგრესივ-ტრანსის და პროგრესივ-ჰაუსის მუსიკოსებში, ამიტომ ამ ჟანრს ხშირად Ibiza Trance/Balearic House-საც უწოდებენ. ეს მუსიკა გამოსახავს იბიცის კუნძულების ატმოსფეროს. როგორც ჩილ-აუთის მსმენელები იძახიან, მას შეუძლია სულიერად აამაღლოს ადამიანი და მისი მოსმენისას შეიძლება თვალწინ წარმოგვიდგეს ზღვის სანაპირო და მზის ჩასვლა.

I Love You

რომც არ გიყვარდეს, შეგაყვარებს.. : )))

ტრანსის შესახებ..

46951trance_bighმიყვარს ტრანსი – მუსიკა, რომელიც ყველა საზღვარს სცილდება, რომელიც გვავსებს სიხარულითა და პოზიტიური ენერგიით. მუსიკა, რომელსაც შეუძლია არაამქვეყნიურ სიღრმეებში ჩაგითრიოს, დაგაფიქროს და ამავდროულად ყველა ფიქრი გაგიფანტოს, გაგანთავისუფლოს და შემდეგ ეს ყველაფერი ერთ მთლიანად აქციოს. ერთხელ თუ მოხვდი ტრანსის სამყაროში, უკან ვეღარ დაბრუნდები და ყოველ ჯერზე, უფრო და უფრო იგრძნობ მის ატმოსფეროს – სადაც ყველა ზღვარი და პრინციპი დარღვეულია..

ტრანსი (Trance) – ეს არის ელექტრონული მუსიკის სტილი, რომელიც განვითარდა 90-იან წლებში. მისი დამახასიათებელი ნიშნებია: ტემპი 130-დან 150-მდე დარტყმა წუთში (bpm). მეორდება ფრაზები, მელოდია და მუსიკალური ფორმა. თავისი სახელწოდება მიიღო მუდმივად განმეორებადი, გარდამავალი ბასის და რიტმული მელოდიის გამო, რომელსაც მსმენელი გადაჰყავს ტრანსულ მდგომარეობაში. იმის გამო,რომ ტრანსი ძირითადად კლუბებში სრულდება, იგი შეიძლება ჩაითვალოს კლუბურ მუსიკად.

გთავაზობთ მსოფლიოს საუკეთესო დიჯეების სიას 1997-დან 2008 წლამდე.

Read more of this post

ელექტრონული მუსიკა

chica-locaმუსიკის გარეშე ჩემი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. ის ყოველთვის მხარში მედგა – ჭირშიც და ლხინშიც.  ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრი სტილის მოყვარული ვიყავი, ვუსმენდი პოპს, კლასიკას, რეპისთვისაც მომისმენია, ერთი პერიოდი როკის და მეტალის მსმენელიც ვიყავი, მაგრამ არასდროს, არასდროს არ მომისმენია ელექტრონული მუსიკისთვის.  მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, თორემ ისე, ვის არ მოუსმენია მისთვის..  🙂 ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავალ პირდაპირ საქმეზე.

“ის ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად შემოიჭრა, მომხიბლა და სამუდამოდ მომაჯადოვა” ის ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ერრთდროულად მატიროს, მაცინოს, გული მატკინოს და თავი უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინოს.

აი რას გვეუბნება ვიკიპედია ელექტრონული მუსიკის შესახებ: