Meloholica's Page

I Am What I Am

Movies

ალბათ გახსოვთ ჩემი ძველი პოსტი ფილმების შესახებ, სახელად Movies გირჩევთ.. არ გირჩევთ.., ეს პოსტიც მისი გაგრძელებაა. ანუ მინდა განვიხილო ბოლოს ნანახი რამოდენიმე ფილმი და ამას რა თქმა უნდა ფილმ 2012-ით დავიწყებ

2012

200909151937 რომ იცოდეთ რამდენ ხანს ველოდი მას, რამდენ ხანს ვოცნებობდი.. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი შიშმა შემიპყრო და თითქოს აღარც მინდოდა მისი ნახვა. მეგონა, იმდენად იმოქმედებდა ჩემზე, რომ სულ მასზე ვიფიქრებდი და კოშმარებით ვიცხოვრებდი 🙂 მოკლედ, დიდი შიშებით და გულის ხეთქვით წავედი კინოში (ისიც Ladyprada-მ წამიყვანა ძალით). ვუყურებდი, დავიძაბე, სპეცეფექტებით ავღფრთოვანდი, მაგრამ რომ გითხრათ, შემეშინდა და არიქა ვეღარ ვიძინებ – მეთქი, მოგატყუებთ. ძალიან მაგარი ფილმია, მაგრამ რაღაცნაირად რეალობას ვერ დავუკავშირე.  ზღაპარია მეგობრებო, ზღაპარი 🙂

Paranormal Activity

200910261553აი ამ ფილმს კი, მართლა ყველამ უნდა უყუროთ. ფილმი მოგვითხრობს წყვილის შესახებ, რომლებიც ფიქრობენ რომ მათ სახლში რაღაც ამოუცნობი არსება ბინადრობს და ყიდულობენ ვიდეოკამერას, რომლითაც ყველაფერს იღებენ.  ძალიან საინტერესო და შოკის მომგვრელი ფილმია. ყველას გირჩევთ. თან რეალური ამბავია. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე წუხელ არ მეძინა ისეთ ემოციებში ვარ 🙂

The Rebound

200906174024 ძაააალიან ლამაზი და საყვარელი ფილმია. ორივე მსახიობი ძალიან მიყვარს და მათი დუეტითაც ავღფრთოვანდი.  ფილმი მოგვითხრობს 25 წლის ბიჭზე და მარტოხელა დედაზე, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ..  ძალიან საინტერესო შინაარსიანი ფილმია.  ვისაც ჯერ არ გინახავთ, ახლავე უყურეთ 🙂

დღეისათვის სულ ეს იყო. დროის სიმცირის გამო ვეღარ ვახერხებ ფილმების ყურებას, რაც ძალიან მწყინს 😦 გკოცნით და გეხვევით თქვენი მელოჰოლიკა 😀 :*

6 responses to “Movies

  1. Leonard Shelby November 16, 2009 at 7:23 pm

    Paranormal Activity მაინტერესებს. 2012 ხვალ ვნახავ რა არის. ბოლო კიდევ არამგონია უახლოესი 24 წელი ვნახო

  2. Nikoloz November 17, 2009 at 5:23 pm

    ვახ ეს მაინტერესებდა რაღაც მინი კომედია ვნახე მეორე ფილმთან დაკავშირებით და არ ვიცოდი რო ფილმის პაროდიას აკეთებდნენ თუ გამახსენდა სად იყო მოგაწვდი 🙂

  3. Landish November 27, 2009 at 10:31 pm

    ნწ.. სამივეს ნახვას ვაპირებ : ))

Leave a comment