Meloholica's Page

I Am What I Am

Tag Archives: გართობა

Movies – ფილმები და რა ფილმები..

მინდა გავაგრძელო ჩემი რუბრიკა და მოგითხროთ იმ ფილმების შესახებ, რომლებსაც ვუყურე და მომეწონა ან არც ისე.. 🙂 სიმართლე გითხრათ, ამ ბოლო დროს კარგი ფილმები გამოვიდა/დაიდო ქართულ საიტებზე, რომლებსაც ახლა თქვენთან ერთად განვიხილავ.

Holmes

ალბათ ყველას გსმენიათ ლეგენდარული შერლოკ ჰოლმსის შესახებ. ეს ფილმიც სწორედ მასზეა.  სასიამოვნო საყურებელია და ძალიან საინტერესო. ზოგჯერ სასაცილოც.. მთავარ როლებs რობერტ დაუნი უმცროსი და ჯუდ ლოუ ასრულებენ, რომლებიც ჩემს ფავორიტ მსახიობების სიაში შედიან.

ფილმის რეჟისორი: გაი რიჩი

ჟანრი: დრამა, დეტექტივი, სათავგადასავლო

ალბათ დამეთანხმებით, რომ გაი რიჩის მართლაც გამორჩეული ფილმები აქვს და ეს ერთ-ერთი მათგანია. მოკლედ მე ძალიან მომეწონა და ყველას გირჩევთ. ჩემი შეფასებაა 10/8

Whip It

ფილმი მოგვითრობს ისტორიას, პატარა ტეხასელ გოგონაზე . მთავარი გმირი, რომელიც გლამურული სილამაზის კონკურსების მუდმივი მონაწილეა, ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს როლერების შეჯიბრში.  ძალიან საინტერესო და სახალისო ფილმია. ფილმის რეჟისორი დრიუ ბერიმორი გახლავთ და ფილმშიც აქვს პატარა როლი და მინდა ვაღიარო, რომ მას ნამდვილად კარგი ფილმი გამოუვიდა.

ჟანრი: დრამა, კომედია

ჩემი შეფასებაა 10/8

The dancer

მას ინდიას ეძახიან.  ძალიან ლამაზია, კარგად ცეკვავს.. აქვს ოცნება – უნდა ბროდვეიზე ცეკვა.  ყოველ საღამოს ის ეჯიბრება სხვადასხვა ცნობილ დიჯეებს და ნებისმიერ მუსიკაზე: რეპზე, ჯაზზე ან სოულზე ინარჩუნებს ტემპს და აოცებს მაყურებელს. მაგრამ მას აქვს 1 ნაკლი, რომლის გულისთვისაც ყველა იწუნებს.. ამ ფილმმა გამაოცა, გამაოგნა.. პირველ რიგში კი ის გამიკვირდა, რომ აქამდე არ მქონდა ნანახი. უყურეთ ფილმს მეხუთე ელემენტის შემქმნელებისგან და ისიამოვნეთ კარგი მუსიკითა და კარგი ცეკვით. ჩემი შეფასებაა 10/9

Everybody’s Fine

არ მომეწონა! არა, არა და არა.. ძალიან დავიღალე და ძირითადად ვახვევდი. კი, ძალიან შემეცოდა მთავარი გმირი, მაგრამ ძალიან დამღლელი და მომაბეზრებელი იყო პირადად ჩემთვის.  ფილმი მოგვითხრობს დაქვრივებული პენსიონერის შესახებ, რომელიც ცდილობს, თავისი ოჯახის ერთად შეკრებას და არ გამოსდის. ამიტომ გადაწყვეტს თავად მოინახულოს შვილები და იწყებს დიდ მოგზაურობას.. და ბოლოს.. ის აღმოაჩენს, რომ თავის შვილებს სულაც არ ჰქონიათ ისეთი ცხოვრება, როგორიც მას წარმოედგინა..

10/4 😦

When in Rome

ახალი და ცინცხალი ფილმი დოშ დუამელის მონაწილეობით.

ფილმის შინაარსი: წარმატებული, მაგრამ უიმედოთ მარტოხელა გოგონა – ხელოვნებათმცოდნე ბეტი მიემგზავრება რომში თავისი უმცროსი დის ქორწილში. ტრევის შადრევანში ის ხედავს იშვიათ და ამის გამო ძვირფასს მონეტებს. ბეტი მოიპარავს ამ მონეტებს და ამის შემდეგ გახდება რამოდენიმე მამაკაცის დევნის ობიექტი… რადგან იმ მამაკაცებმა რომლებმაც ჩააგდეს ეს მონეტები შადრევანში, ახლა მასზე შეყვარებულები არიან… ძალიან სახალისო ფილმია, მაგრამ მომენტებში ძალიან მოსაბეზრებელი და “ზღაპარი”.  რომ ვთქვა ისაა, რასაც ველოდი – მეთქი, მოგატყუებთ.

10/7

დღეისათვის სულ ეს იყო.. მომავალ პოსტში ვისაუბრებ ფილმებზე: From Paris with Love, Agora, Adam, Valentine’s Day და ა.შ. ახლა მეზარება : ))

კაცი ლეგენდა

არ შეიძლება რომ ამ ადამიანს არ ვუწოდო “ნიჭიერი”.

ანტივირუსული კატა

Movies

ალბათ გახსოვთ ჩემი ძველი პოსტი ფილმების შესახებ, სახელად Movies გირჩევთ.. არ გირჩევთ.., ეს პოსტიც მისი გაგრძელებაა. ანუ მინდა განვიხილო ბოლოს ნანახი რამოდენიმე ფილმი და ამას რა თქმა უნდა ფილმ 2012-ით დავიწყებ

2012

200909151937 რომ იცოდეთ რამდენ ხანს ველოდი მას, რამდენ ხანს ვოცნებობდი.. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე კი შიშმა შემიპყრო და თითქოს აღარც მინდოდა მისი ნახვა. მეგონა, იმდენად იმოქმედებდა ჩემზე, რომ სულ მასზე ვიფიქრებდი და კოშმარებით ვიცხოვრებდი 🙂 მოკლედ, დიდი შიშებით და გულის ხეთქვით წავედი კინოში (ისიც Ladyprada-მ წამიყვანა ძალით). ვუყურებდი, დავიძაბე, სპეცეფექტებით ავღფრთოვანდი, მაგრამ რომ გითხრათ, შემეშინდა და არიქა ვეღარ ვიძინებ – მეთქი, მოგატყუებთ. ძალიან მაგარი ფილმია, მაგრამ რაღაცნაირად რეალობას ვერ დავუკავშირე.  ზღაპარია მეგობრებო, ზღაპარი 🙂

Paranormal Activity

200910261553აი ამ ფილმს კი, მართლა ყველამ უნდა უყუროთ. ფილმი მოგვითხრობს წყვილის შესახებ, რომლებიც ფიქრობენ რომ მათ სახლში რაღაც ამოუცნობი არსება ბინადრობს და ყიდულობენ ვიდეოკამერას, რომლითაც ყველაფერს იღებენ.  ძალიან საინტერესო და შოკის მომგვრელი ფილმია. ყველას გირჩევთ. თან რეალური ამბავია. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე წუხელ არ მეძინა ისეთ ემოციებში ვარ 🙂

The Rebound

200906174024 ძაააალიან ლამაზი და საყვარელი ფილმია. ორივე მსახიობი ძალიან მიყვარს და მათი დუეტითაც ავღფრთოვანდი.  ფილმი მოგვითხრობს 25 წლის ბიჭზე და მარტოხელა დედაზე, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ..  ძალიან საინტერესო შინაარსიანი ფილმია.  ვისაც ჯერ არ გინახავთ, ახლავე უყურეთ 🙂

დღეისათვის სულ ეს იყო. დროის სიმცირის გამო ვეღარ ვახერხებ ფილმების ყურებას, რაც ძალიან მწყინს 😦 გკოცნით და გეხვევით თქვენი მელოჰოლიკა 😀 :*

გამხიარულების 25 საშუალება

happyყოველ დღე ერთი და იგივე მეორდება: დგები, სახლს ალაგებ, სამსახურში მიდიხარ, იქაც ერთი და იგივე საქმეს აკეთებ, ბრუნდები, ისევ საქმე, ისევ ოჯახი. პრობლემები… პრობლემები… თუ დაუკვირდებით ეს ყველაფერი უბრალოდ მოსაწყენია..

გინდა იყო გამორჩეული? გინდა იყო მისაბაძი ადამიანი? გინდა შენით ამაყობდნენ? მაშინ შეიცვალე ცხოვრების სტილი და მიეცი შენს თავს პირობა, რომ გააკეთებ რამე არანორმალურს, არარეალურს და შოკის მომგვრელს. გთავაზობთ 25 მაგალითს, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ, რათა მრავალფეროვანი გაიხადოთ ცხოვრება.

1. სცადე პარაშუტით ხტომა.

2. ისწავლე თვითმფრინავის მართვა, პატარა თვითმფრინავის მაინც. ცოტაა? მაშინ სცადე “იტრიბიწელის” მართვა.

3. წინა კბილში ჩაისვი ბრილიანტი.

4. ისწავლე ბილიარდის თამაში და თამაშით ფულის კეთება სცადე.

5. გააკეთე საკუთარი მაგიის სალონი. სერიოზული, მკითხაობებით, მრგვალი ბურთით, კარტი ტაროთი, აზრების კითხვებით და ა.შ. არავითარ შემთხვევაში მუქი ფარდებითა და მსუქანი ქალებით “მაგების” როლში.

6. კვირაში ერთხელ გარეთ გადი უმაკიაჟოდ, უმანქანოდ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით შემოიარე ნაცნობები.

7.მოკლედ შეიჭერი თმა და ქმარს ნება მიეცი მოგეფეროს თავზე, როცა კარგად მოიქცევი. სხვათა შორის ძველ ეგვიპტეში ყველაზე არისტოკრატული ქალბატონები (მათ შორის კლეოპატრაც) ატარებდნენ მოკლე თმას.

8. ანკეტა განათავსე გაცნობების საიტზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ნახო რა გამოვა. შეხვდი პრეტენდენტების მინიმუმ ნახევარს, ვინ იცის, იქნებ ბედმაც გაგიღიმოთ.

9.ჩაეწერე კარატეზე ან რაიმე მაგდაგვარის კურსებზე და რა თქმა უნდა იარე კიდეც. შემდეგ კი შეძენილი ცოდნით, ვინმეზე იყარე ჯავრი.

10.მიიღე მონაწილეობა ქალების ბრძოლაში. რა თქმა უნდა ნიღბით.

11. მოიგე პრიზი ინტელექტუალურ ვიქტორინაში.

12. ფიტნეს ცენტრში სიარული, შეცვალე ტბაზე სიარულით.

13. შეისწავლე ავტომობილის “შიგნეულობა” და დაიმახსოვრე სად რა აქვს და როგორ მუშაობს და საერთოდ, როგორ შეუძია მოძრაობა.

14. სახლთან ახლოს მოაშენე სტრაუსები და გააკეთე ფერმა. შეგიძლია გაყიდო კვერცხები და დაარიგო ბუმბულები.

15. შეიკერე 5 ზუსტად ერთნაირი კაბა.

16. წადი იქ სადაც მოიპოვებენ ოქროს და შენი ხელით მოიპოვე ის.

17. დაუმტკიცე დაქალს, რომ ბაზრობა არ არის ბუტიკი.

18. წადი ტიბეტში და იცხოვრე 1 თვე. თან ყველაფერი შეასრულე რასაც მოგთხოვენ. ტიბეტში თუ არა, რომელიმე მონასტერში მაინც წადი.

19. დაწერე წიგნი და  ეცადე გამოსცე. იძახიან ყველა ადამიანს შეუძლია ერთი წიგნის დაწერაო და სცადე შენც.

20. გახსენი რესტორანი, მაგალითად ისეთი, რომლის მენიუში ბლუდების დასახელება დაიწყება ერთსა და იმავე ასოზე.

21. დაიჭერით ფრჩხილები. ბოლომდე!!!

22. მოიწყე ტური და მოიარე ყოფილი საბჭოთა კავშირის კურორტები.

23. არ გახვიდე გარეთ შლაპის და ხელთათმანის გარეშე.

24. გააჩინე 3 ბავშვი. თუ გინდა რომ ორიგინალური იყო, მაშინ გააჩინე სხვადასხვა მამაკაცებისგან.

25. შეისწავლე ჩინური ენა და მათი კულტურა. შეგიძლია წახვიდე კიდეც, იძახიან კარგი პლიაჟები აქვთო : ))

მოკლედ, მიიხედ-მოიხედეთ და ჩართეთ თქვენი ფანტაზია. თუ თქვენი არანორმალური ქცევებით გულს გაიხარებთ, გარშემომყოფეს არ დააზარალებთ, თუ ყოველ დილით გაიღვიძებთ მომავალ არანორმალურ დღეებზე ფიქრით, მაშინ სიბერეში აუცილებლად გექნებათ ბევრი მოსაყოლი ისტორია..

happy-girl-on-the-beach-300x300